Monthly Archives: December 2024

  1. რა იწვევს საკვერცხეში კისტის განვითარებას და რა შემთხვევაში შეიძლება ის კიბოდ გადაგვარდეს?

    რა იწვევს საკვერცხეში კისტის განვითარებას და რა შემთხვევაში შეიძლება ის კიბოდ გადაგვარდეს?

    საკვერცხის კისტა ქალის სასქესო ჯირკვალში განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც თხევადი შიგთავსითაა სავსე. კისტის მოცულობა დროთა განმავლობაში იზრდება, რასაც მისი შიგთავსის ზრდა განაპირობებს. 

    დიდი ზომის კისტებმა კი შეიძლება ახლომდებარე ორგანოებზე მოახდინოს ზეწოლა და სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს.

    ხშირად ასეთ წარმონაქმნებს საშვილოსნოს კისტას უწოდებენ, თუმცა კისტები ქალის სხვა რეპროდუქციულ ორგანოში — საკვერცხეებში ჩნდება. 

    საკვერცხის კისტის ორ ძირითად ტიპს განასხვავებენ, ესენია: ფუნქციონალური და პათოლოგიური.

    ფუნქციონალური კისტები ვითარდება ოვულაციის დარღვევის შედეგად, რა დროსაც ხდება ფოლიკულის ზრდა და მასში სითხის დაგროვება. 

    ასეთი კისტები, როგორც წესი, მკურნალობის გარეშე გაიწოვება და არანაირ საშიშროებას არ

    Read more »
  2. რა სიმპტომებით ვლინდება ადენოვირუსი და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს

    რა სიმპტომებით ვლინდება ადენოვირუსი და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს

    ადენოვირუსები წარმოადგენს ვირუსების დიდ ჯგუფს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სახის ინფექციების გამოწვევა. იგი აზიანებს თვალებს, ნაწლავების ლორწოვან გარსს, სასუნთქ ორგანოებსა და ლიმფურ კვანძებს. კერძოდ, იწვევს სასუნთქი გზების მწვავე კატარს, კონიუნკტივიტს, ენტეროკოლიტს, ატიპურ პნევმონიასა და სხვა. 

    ადენოვირუსით შესაძლოა დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა განსაკუთრებით ხშირად მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები ავადდებიან. 

    ადენოვირუსის გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები

    დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში ლატენტურ მდგომარეობაში არსებული ადენოვირუსის ინფექციით. ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, რომელიც ცხვირ-ხახიდან ან განავლის მეშვეობით გამოყოფს ვირუსს. ინფექცია უმთავრესად გადაეცემა კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზით.

    ადენოვირუსით დაავადების ძირითადი მიზეზებია:

    Read more »
  3. რა არის გენმოდიფიცირებული საკვები და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    რა არის გენმოდიფიცირებული საკვები და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები იყენებდნენ შეჯვარების სხვადასხვა მეთოდს ორგანიზმების მოდიფიცირებისთვის. მათი მიზანი იყო, მაგალითად, სიმინდისთვის, მსხვილფეხა პირუტყვისთვის და ძაღლებისთვისაც კი გარკვეული სასურველი თვისებების დამატება. 

     

    თუმცა, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, მიკროორგანიზმების, კულტურების და ცხოველების დნმ შეეცვალათ.

     

    მცენარეებისა და ცხოველების მოდიფიკაციის ტრადიციული მეთოდების პრაქტიკაში განხორციელებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. უფრო მეტიც, ისინი ხშირად იწვევს არასასურველ შედეგებს — სამიზნე თვისებებთან ერთად თავს იჩენს სხვა მახასიათებლებიც. 

     

    ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დნმ-ის სპეციფიკურმა მიზანმიმართულმა მოდიფიკაციამ მეცნიერებს საშუალება მისცა, ეს პრობლემა თავიდან აიცილონ და ორგანიზმის გენეტიკური შემადგენლობა

    Read more »
  4. რა არის გლუტენი და რას შეიძლება იწვევდეს მისი აუტანლობა

    რა არის გლუტენი და რას შეიძლება იწვევდეს მისი აუტანლობა

    გლუტენი, ე.წ. „წებოვანა“ მცენარეული წარმოშობის ცილაა, რომელიც წარმოადგენს პროტეინების - გლუტენინის და გლიადინის ნაერთს. ის გვხვდება მარცვლეულ და მარცვლეული წარმოშობის მრავალ პროდუქტში. 

    გლუტენი გვხვდება მარცვლეულ პროდუქტებში: ხორბალი, ქერი, კუსკუსი, ჭვავი. მას ასევე შეიცავს მცენარეული წარმოშობის ისეთი საკვები პროდუქტები, როგორებიცაა: პური, მაკარონი, ნამცხვრები, ფუნთუშები, ტკბილეული, იოგურტები, ძეხვეული, კეტჩუპები, საწებლები, სოუსები და ა.შ.

    რაც შეეხება გლუტენის მახასიათებლებს, აღსანიშნავია, რომ ის პასუხისმგებელია ცომის ელასტიკურ ტექსტურაზე და ეხმარება მას ამოსვლასა და ფორმის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ უმატებენ პროდუქტებს გლუტენს, რათა შეინარჩუნონ კონსისტენცია და გააუმჯობესონ პროდუქტის იერსახე.

    ხორბლის გლუტენი  — რა მნიშვნელობა აქვს მას

    ხორბლის გლუტენი არის ცილოვანი კომპლექსი, რომელიც გვხვდება ხორბალში. როგორც

    Read more »
  5. ქლამიდიოზი — სიმპტომები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენციის გზები

    ქლამიდიოზი — სიმპტომები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენციის გზები

    ქლამიდიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა (სგგი), რომელსაც იწვევს ბაქტერია ქლამიდია (Chlamydia Trachomatis). ქლამიდია არის ბაქტერია, რომელსაც თანაბრად შეუძლია დააავადოს როგორც ქალი, ასევე კაცი; შესაბამისად, როდესაც პარტნიორებიდან ერთ-ერთს უდგინდება ქლამიდიოზი, მეორემაც აუცილებლად უნდა გაიკეთოს ანალიზი.

     

    სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად ქლამიდიოზის დაახლოებით 1,5 მილიონი შემთხვევა აღირიცხება. თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალია, რადგან ქლამიდიოზის შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომოა - არ ვლინდება ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევებიდან ბევრი შეუძლება შეუმჩნეველი დარჩეს.

     

    ინფექციის გადაცემის გზები და გამომწვევი მიზეზები 

     

    ქლამიდიოზი ყველაზე ხშირად ვრცელდება დაუცველი სექსუალური კავშირით (ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსით).  

    Read more »
  6. რა არის მელანქოლია და როგორ მივყავართ მას დეპრესიამდე

    რა არის მელანქოლია და როგორ მივყავართ მას დეპრესიამდე

    21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ და რთულად განკურნებადი დაავადებებს შორის შეხვდებით მელანქოლიასაც, რომელსაც თანამედროვე სახელწოდება — დეპრესია მეცნიერებმა XIX საუკუნეში უწოდეს. 

    უძველესი დროიდან ეს დაავადება ცნობილი იყო სახელწოდებით მელანქოლია, რომელიც სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებით დათრგუნულ გუნება-განწყობილებას, სევდას და კაეშანს ნიშნავს. 

    სამყაროს პროგრესულ განვითარებას თან სდევს დეპრესიით დაავადებული ადამიანების სტატისტიკური

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy