Monthly Archives: November 2024

  1. დროპლექსი — ეფექტიანი პრეპარატი ყურის ტკივილის დროს

    დროპლექსი — ეფექტიანი პრეპარატი ყურის ტკივილის დროს

    ყურის ტკივილი, იგივე ოტალგია, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც უშუალოდ ყურისმიერი, ისე მეორეული, ან სხვა პრობლემებით.

    ოტალგიის ძირითადი მიზეზებია: გარეთა ყურის ანთება, შუა ყურის ანთება, ყურში უცხო სხეულის მოხვედრა, ბაროტრავმა, სხვადასხვა ინფექციები, ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ნევრალგია ან კისრის მიოზიტი, გადაცივება, გაცივების დაგვიანებულმა ან დაუმთავრებელმა მკურნალობამ, ყურების არასწორმა მოვლამ და ა.შ.

    სწორედ მიზეზიდან გამომდინარე ინიშნება სამკურნალო და ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები. ზოგი მათგანის გამოყენება, პაციენტს ექიმის დანიშნულების გარეშეც შეუძლია, თუმცა ჯერ უნდა გამოირიცხოს დაფის აპკის პერფორაცია, რა დროსაც კატეგორიულად აკრძალულია სპირტის შემცველი ყურის წვეთები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პრეპარატის გამოყენებამდე კარგად გაეცნოთ ანოტაციას.

    ყურის დაავადებების სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტიანი და

    Read more »
  2. თირკმლის პრობლემის სიმპტომები — 10 ნიშანი, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ

    თირკმლის პრობლემის სიმპტომები — 10 ნიშანი, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ

    ადამიანები იბადებიან ორი თირკმლით. ეს ორგანოები განლაგებულია თქვენი ხერხემლის ორივე მხარეს, წელის ზემოთ. როდესაც თირკმლები დაზიანებულია, შესაძლოა, თქვენს ორგანიზმში მოგროვდეს ტოქსინები — ნარჩენები და სითხე. 

     

    ამან, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტერფების შეშუპება, გულისრევა, სისუსტე, ძილის დარღვევები და გაძნელებული სუნთქვა - ქოშინიც კი. თუკი დროულად არ ჩაიტარებთ გამოკვლევებს და არ მიმართავთ ექიმს, შესაძლოა თქვენი თირკმლების მდგომარეობა გაუარესდეს. ამ ბლოგში თავს მოვუყრით საყურადღებო ნიშნებს თირკმლის პრობლემების დროს. 

     

    ყოველთვის დაღლილად გრძნობ თავს?

     

    თირკმლები ფილტრავენ სისხლიდან ნარჩენებს შარდში მათი განდევნით. როდესაც თირკმლები არასწორად მუშაობენ, შესაძლოა ორგანიზმში ტოქსინები დაგროვდეს. ამის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი

    Read more »
  3. რა არის გულძმარვა — უბრალო დისკომფორტი თუ სერიოზული დაავადების სიმპტომი?

    რა არის გულძმარვა — უბრალო დისკომფორტი თუ სერიოზული დაავადების სიმპტომი?

    გულძმარვა, იგივე გასტროეზოფაგური რეფლექსი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია. 

    უმრავლესობას გულძმარვით გამოწვეულ დისკომფორტთან გამკლავება სახლის პირობებშიც შეუძლია, მაგრამ გახშირებული გულძმარვა, რომელიც ინტენსივობისა და სიმძაფრის გამო ყოველდღიურ საქმიანობაშიც გიშლით ხელს, შესაძლოა უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს. 

    რა არის გულძმარვა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

    გულძმარვა, ძირითადად, ეს არის წვისა და დისკომფორტის შეგრძნება საყლაპავის მიდამოში. იგი განისაზღვრება, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსი ანუ კუჭის შიგთავსის უკან, კვლავ საყლაპავისკენ დაბრუნება. 

    საყლაპავის კუჭთან შეერთების ადგილს ქვედა საყლაპავის სფინქტერი ეწოდება. თუ ქვედა საყლაპავის სფინქტერს პრობლემა არ აქვს და სწორად ფუნქციონირებს, საკვების საყლაპავი მილიდან კუჭში გადასვლისას

    Read more »
  4. მალარია — მსოფლიო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევა

    მალარია — მსოფლიო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევა

    “ცუდი ჰაერი— იტალიურიდან სიტყვასიტყვით სწორედ ასე ითარგმნება სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, მალარია. ოდესღაც ითვლებოდა რომ ეს დაავადება გამოწვეული იყო დაბინძურებული ჰაერით ჭაობიან ადგილებში, სახელიც აქედან მომდინარეობს. 

     

    მოგვიანებით სერ რონალდ როსმა აღმოაჩინა, რომ არა ცუდი ჰაერი, არამედ კოღოები არიან მალარიის გადამტანები. ამ აღმოჩენისთვის მან 1902 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. 

    დაავადება მალარია

    მალარიას პლაზმოდიუმის გვარიდან, სისხლის უმარტივესი პარაზიტები იწვევენ. მათი გადაცემა კი ბუნებრივ პირობებში ანოფელესის  მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება. საინტერესოა მალარიის გადაცემის ციკლი. მაგალითად:

     

    Read more »
  5. კაგოცელი — სისტემური მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი

    კაგოცელი — სისტემური მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი

    გრიპის ან სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ან ჰერპესის მკურნალობისთვის ხშირად იყენებენ კაგოცელს. ეს სისტემური მოქმედების ანტივირუსული საშუალება ტაბლეტების ფორმითაა ხელმისაწვდომი და მაღალი ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა.

    სანამ პრეპარატის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვებით, გაითვალისწინეთ, რომ

    Read more »
  6. რა არის საზარდულის თიაქარი და რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ის?

    რა არის საზარდულის თიაქარი და რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ის?

    საზარდულის თიაქარი არის მდგომარეობა, როდესაც მუცლის ღრუს ორგანოები — უმეტესად ნაწლავის ნაწილი ან ბადექონი (ქონის ბადისებური ფენა, რომელიც შინაგან ორგანოებზეა შემოხვეული) მუცლის კუნთებს შორის არსებულ სუსტ წერტილში გამოდის. ეს იწვევს ამობერილობას, რაც შეიძლება მტკივნეული იყოს, განსაკუთრებით მძიმე საგნების აწევისას, მოხრისას და ხველებისას. აღსანიშნავია, რომ საზარდულის თიაქარი უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე — ქალებში.

     

    გაფრთხილება: საზარდულის თიაქარი შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათოც კი იყოს, ამიტომ, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დროულად მიმართოთ ექიმს დიაგნოსტიკისა და შესაბამისი მკურნალობისთვის.

    როგორია საზარდულის თიაქრის სიმპტომები?

     

    შეიძლება გქონდეთ საზარდულის თიაქარი, თუ:

     

    • გრძნობთ
    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy