
დღეს, როდესაც დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, PSP ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და მათ კომფორტულ, ინოვაციურ გადაწყვეტას სთავაზობს. საუბარია PSP ლოქერზე, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ონლაინ შოპინგის პროცესს — კერძოდ, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, შეკვეთა სწრაფად, უკონტაქტოდ და დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღონ.
რა არის PSP ლოქერი?
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ადგილობრივ ბაზარზე ეს არის პირველი ლოქერი ფარმაციის სფეროში. თანაც ლოქერები უშუალოდ საქართველოშია დამზადებული, სპეციალურად PSP-ს მომხმარებლებისთვის. აღნიშნული სერვისის მეშვეობით შეგიძლიათ, ონლაინ შეძენილი მედიკამენტი ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი ყოველგვარი რიგის, მოლოდინისა თუ ფარმაცევტთან ან კურიერთან დამატებითი კონტაქტის გარეშე, PSP ლოქერიდან აიღოთ.
აიღეთ შეკვეთა 10 წამში — ლოქერის გამოყენების მარტივი პროცესი:
გარდა იმისა, რომ ამ სიახლით ფარმაცევტული კომპანია საგრძნობლად ამარტივებს ონლაინ შოპინგის გამოცდილებას, მთელი ეს პროცესი საკმაოდ მარტივია:
- PSP-ს ვებგვერდზე ონლაინ შოპინგისას აირჩიეთ სასურველი ლოქერი;
- როგორც კი შეკვეთა ლოქერში განთავსდება, SMS შეტყობინების სახით მიიღებთ ბარკოდს, რომელსაც უკვე ადგილზე დაასკანერებთ ან ხელით შეიყვანთ. ასევე, კოდი შეგიძლიათ ნახოთ „ჩემი შეკვეთების“ გვერდზე;
- ამის შემდეგ შესაბამისი უჯრა ავტომატურად გაიღება და შეკვეთასაც აიღებთ. ამასთან, თუკი უჯრა შემთხვევით დაგეხურათ, 5 წუთის განმავლობაში ხელახლა შეძლებთ გაღებას;
რა უპირატესობები აქვს PSP ლოქერის გამოყენებას?
პირველ რიგში, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დროის ეკონომიას უკავშირდება. ერთი მხრივ, მომხმარებლებს არ მოუწევთ რიგში დიდხანს დგომა ან კურიერის მოლოდინი. ამავდროულად, PSP ლოქერში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ გააფორმოთ შეკვეთა, შემდეგ კი სასურველ დროს ესტუმრებით ლოქერს და გაიტანოთ.
გარდა ამისა, PSP ლოქერით სარგებლობა დამატებით საფასურს არ საჭიროებს, რაც უფრო მეტ კომფორტს ქმნის მომხმარებლებისთვის.
მთლიანობაში, PSP ლოქერი მომხმარებლის კომფორტსა და დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული. ის სრულად თავსებადია დღევანდელ ცხოვრების წესთან — იქნება ეს დაკავებული დღის რეჟიმი, რიგებში დგომისგან თავის არიდება თუ უბრალოდ სურვილი, რომ პროდუქტები მაქსიმალურად მარტივად და უსწრაფესად მიიღოთ.
გაიმარტივეთ ცხოვრება PSP ლოქერით — შეუკვეთეთ ონლაინ, აიღეთ შეკვეთა მაქსიმუმ 10 წამში, უფასოდ, ურიგოდ და უკონტაქტოდ. ეს არის ინოვაციური სერვისი, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად პასუხობს**.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account