
პრობიოტიკო ესპანეთში, კაფსულების ფორმით იწარმოება. ის ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებაა, რომელიც სასარგებლო ბაქტერიებს, ლაქტობაქტერიებს შეიცავს. გარდა „კეთილი“ ბაქტერიებისა, პრობიოტიკოში ასევე შედის ალოე ვერა (75 მგ), ვიტამინი C (40 მგ) და მაგნიუმი (25 მგ).
პრობიოტიკოს ერთ მუყაოს ყუთში 30 კაფსულია მოთავსებული, დოზა კი 550 მგ-ს შეადგენს. პრობიოტიკო 550 მგ აფთიაქების ქსელში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
როდის უნდა დავლიოთ პრობიოტიკო?
პრობიოტიკო სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზის დროს გამოიყენება. ეს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დისბალანსია, რომელიც, ძირითადად, სასარგებლო ბაქტერიების განადგურებითაა გამოწვეული.
მას მიმართავენ ასევე მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტების შემთხვევაში. ეს კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების ერთდროული ანთებითი დაავადებაა, რომელიც, უმთავრესად, ინფექციებისა და ენტეროინტოქსიკაციის დროს ვითარდება.
პრობიოტიკოს კაფსულების გამოყენება დადებითად მოქმედებს ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის განვითარების შემთხვევაშიც.
პრობიოტიკოთი მკურნალობენ ასევე საჭმლის მონელების დარღვევებს, როგორიცაა: ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი - როდესაც ეს სიმპტომები უკავშირდება საკვების რაციონის შეცვლას, მოგზაურობებს და სხვა მიზეზებს.
როგორ და რა დოზებით მივიღოთ კაფსულები?
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 1 კაფსული, დილით მისაღებად. 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში კი დღეში 1 ან 2 კაფსულის მიღებაა სასურველი.
პრობიოტიკოთი მკურნალობის ხანგრძლივობა დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ პრობიოტიკო ხშირად ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
რაც შეეხება პრობიოტიკოს მიღების წესს, ის პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება. ტაბლეტები მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით უნდა გადაიყლაპოს.
პრეპარატი ორგანიზმის მიერ კარგად აიტანება და გვერდით მოვლენებს არ იწვევს.
როგორ მოქმედებს პრობიოტიკო?
პრობიოტიკოში შემავალი ლაქტობაქტერიები ცილების, ცხიმებისა და რთული ნახშირწყლების დაშლაში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ისინი ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმს, ასევე K და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს უწყობენ ხელს.
ბიფიდობაქტერიებს პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრთან მიმართებაში ანტაგონისტური აქტივობა ახასიათებთ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ერთგვარი დამატკბობელი აგენტი, ფრუქტოოლიგოსაქარიდი პრობიოტიკისთვის საკვებ ნიადაგს წარმოადგენს.
პრობიოტიკო ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას უწყობს ხელს და საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ის კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აწესრიგებს, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აუმჯობესებს და ნაწლავური დაავადებების ქრონიკული ფორმების განვითარებას აფერხებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account