ადამიანის ორგანიზმში არსებობს უამრავი მიკროორგანიზმი, რომელთა უმეტესობა ჩვენთვის სასარგებლოა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ჯანმრთელობას. ერთ-ერთი ასეთი მიკროორგანიზმია ჰელიკობაქტერია, რომელიც ხშირად გვხვდება ადამიანის კუჭში და იწვევს სხვადასხვა პრობლემას.
რა არის ჰელიკობაქტერია
ჰელიკობაქტერია, რომელსაც სამედიცინო ენაზე Helicobacter Pylori ეწოდება, არის პატარა, სპირალური ფორმის ბაქტერია. მისი სახელი წარმოიშვა ბერძნული სიტყვებიდან "helico" (სპირალი) და "bacter" (ჯოხი). ეს მიკროორგანიზმი უნიკალურია იმით, რომ შეუძლია გადარჩეს კუჭის მჟავე გარემოში, სადაც უმეტესი ბაქტერია ვერ ძლებს.
მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი დაინფიცირებულია ამ ბაქტერიით, თუმცა უმეტესობას არ აქვს არანაირი სიმპტომი. ჰელიკობაქტერია ხშირად ბავშვობაში გვხვდება და შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს ორგანიზმში, თუ არ მოხდა მისი მკურნალობა.
მეტეორიზმი, იგივე მუცლის შებერილობა მხოლოდ ახალშობილებს კი არ აწუხებთ; ამ პრობლემას მოსახლეობის 11% უჩივის. უმეტესად პრობლემა უწყინარია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის მძიმე დაავადების გამოვლინება შეიძლება იყოს.
მოდით გავიგოთ, რა იწვევს მუცლის შებერილობას, რა გზით ხვდება ადამიანის ორგანიზმში აირები და რა დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს მუცლის შებერვით?
რა იწვევს მუცლის შებერილობას?
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე გზით ხვდება, უმთავრესად: აირების გადაყლაპვისას, საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში მათი წარმოქმნისას, ატმოსფერული წნევის ცვლილების ფონზე აირების ნაწლავში გადანაცვლებისას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დახშობის შედეგად აირთა შეწოვის დარღვევისას.
როგორც წესი, საკვების ან სითხის მიღების დროს გადაყლაპული აირი ჯანმრთელ
რკინადეფიციტურ ანემიას პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში გავრცელებულ ანემიებს შორის. იგი თანდათან, დროთა განმავლობაში ყალიბდება — საწყის ეტაპზე ორგანიზმში რკინის რაოდენობა იკლებს და ორგანიზმი დაგროვებული რკინის ათვისებაზე გადადის, ხოლო არსებული რესურსის ამოწურვის შემდეგ ყალიბდება რკინადეფიციტური ანემია, რომელიც სათანადო მკურნალობის გარეშე შესაძლოა გახდეს სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიების განვითარების მიზეზი.
რკინის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით. ეს მიზეზები 2 ჯგუფად იყოფა:
ორგანიზმის მოთხოვნილების გაზრდა რკინისადმი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს: ზრდის სწრაფი ტემპით, ორსულობა-ლაქტაციით, სისხლის დაკარგვით (მენსტრუალური სისხლდენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხშირი დონაცია და სხვა);
C ჰეპატიტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ინფექციური ვირუსია, რომელიც გლობალური ჯანმრთელობის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. დღესდღეობით, მსოფლიოში C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულის 180 მლნ. ადამიანი, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს. ზოგადად, ვირუსული ჰეპატიტები ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია ტუბერკულოზის შემდეგ.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ, რას წარმოადგენს C ჰეპატიტის ვირუსი, როგორია მისი გადაცემის გზები და რა უნდა ვიცოდეთ პრევენციული ღონისძიებების შესახებ?
რა არის C ჰეპატიტი?
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) გავრცელებული ინფექციური ვირუსია, რომელიც აფერხებს ღვიძლის ფუნქციონირებას და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
C ჰეპატიტის ვირუსს საოცრად სწრაფი ადაპტაციის უნარი აქვს, სწორედ ამიტომ თვითგამოჯანმრთელება მხოლოდ ინფიცირებულების 15%-ში
დაუნის სინდრომი ქრომოსომური გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები პირველად 1866 წელს, ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლანგდონ დაუნმა აღწერა, რასაც შემდგომ მისივე სახელი, დაუნის სინდრომი ეწოდა.
ამ გენეტიკური ცვლილების მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნა 2006 წლის 21 მარტს.
რა იწვევს დაუნის სინდრომს?
დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა რისკ-ფაქტორებად განიხილავენ დედის ასაკს და გარემოს დაბინძურებას. კვლევების მიხედვით, დედის ასაკი მართლაც წარმოადგენს ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს, მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად უფრო მეტად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 35 წლამდე ასაკის ქალებს ჰყავთ.
საკვერცხის კისტა (ცისტა) არის თხელი გარსის მქონე ტომრის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება სავსე იყოს სითხით, აირით, სისხლით ან ლორწოთი. ის შეიძლება წარმოიქმნას ერთი ან ორივე საკვერცხის ზედაპირზე.
საკვერცხეები არის ქალის წყვილი ორგანო, რომლებშიც ხდება რეპროდუქციული უჯრედების მომწიფება და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებაზე.
როგორც წესი, საკვერცხის კისტა კეთილთვისებიანი ბუნებისაა, თუმცა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლებელია თავი იჩინოს კისტის გასკდომამ, გადაგვარებამ და ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა ტიპის გართულებებმა.
რა ტიპის საკვერცხის კისტები არსებობს?
საკვერცხის კისტები წარმოიქმნება ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების საპასუხოდ. მედიცინაში გამოყოფენ საკვერცხის კისტების რამდენიმე ტიპს, რომლებიც ორ ძირითად ჯგუფში ერთიანდებიან:
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account