Monthly Archives: November 2024

  1. წელის ტკივილი — რა უნდა ვიცოდეთ ამ სიმპტომზე და როგორ ვუმკურნალოთ მას

    წელის ტკივილი — რა უნდა ვიცოდეთ ამ სიმპტომზე და როგორ ვუმკურნალოთ მას

    იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც წელის ტკივილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია. ბევრ მათგანს ეს გაუსაძლისი ტკივილი ქრონიკულად აწუხებს და პრობლემის მოგვარებას თვითმკურნალობით, ტკივილგამაყუჩებლებით და ხალხური მეთოდებით ცდილობს, რაც არასწორია, რადგან წელის ტკივილისგან საბოლოოდ განკურნება მხოლოდ სწორი მკურნალობითაა შესაძლებელი, რაც თანამედროვე სამედიცინო ცოდნასთან ერთად, უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსაც მოიცავს.

    რას იწვევს წელის ტკივილს, როგორ ვლინდება იგი სხვადასხვა დაავადებების დროს და როგორ გავუმკლავდეთ? დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.

    რა იწვევს წელის ტკივილს? 

    წელის ტკივილი შეიძლება იყოს ორი სახის: მწვავე და ქრონიკული. მწვავე წელის ტკივილს ძირითადად იწვევს მძიმე საგნების აწევა, ტრავმა, მჯდომარე ცხოვრების წესი ან სულაც ცუდ პოზაში ძილი. ქრონიკული ტკივილი გაცილებით დიდხანს გრძელდება და ასაკის მატებასთან ერთად უარესდება,

    Read more »
  2. მარიალი - გელი გულძმარვისა და ხველის სამკურნალოდ

    მარიალი - გელი გულძმარვისა და ხველის სამკურნალოდ

    მარიალი არის იტალიური წარმოების გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება.

     

    მარიალის გელი გამოიყენება ჯანმრთელობის შემდეგი გართულებების დროს:

    • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებისას, რომლებსაც თან სდევს მომატებული ან ნორმალური სეკრეტორული ფუნქცია;

     

    • დისპეფსიისას, რომელიც გულისხმობს დისკომფორტს, ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვას, გულისრევას, ბოყინს, ღებინებას,
    Read more »
  3. ჰორმონების დარღვევა — რა სიმპტომებით ვლინდება ის ქალებსა და კაცებში

    ჰორმონების დარღვევა — რა სიმპტომებით ვლინდება ის ქალებსა და კაცებში

    ჰორმონალური ბალანსი ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის შეიძლება დაირღვეს როგორ ბუნებრივი მიზეზების გამო, ისე გარემოსა და ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შედეგად. მოდით, გავიგოთ რა როლს ასრულებენ ჰორმონები ადამიანის ორგანიზმში, რა სიმპტომებით ვლინდება და რა პათოლოგიები ვითარდება ჰორმონების დარღვევის შემთხვევაში და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჯანმრთელი ჰორმონალური სისტემა გვქონდეს?

    რა არის ჰორმონი? 

    პირველი რიგში დავიწყოთ იმით თუ რა არის ჰორმონი. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელიც გამომუშავდება ენდოკრინულ ჯირკვლებში, შემდეგ სინთეზირდება და სისხლის საშუალებით ხვდება მთელ ორგანიზმში. ჰორმონების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა. 

    ჰორმონების წარმოშობა ხდება როგორც გარე პირობებიდან, ასევე გარკვეული შინაგანი მიზეზებიდან გამომდინარე. 

    ენდოკრინული ჯირკვლები,

    Read more »
  4. სენადე — საფაღარათო საშუალება ბავშვებისა და მოზრდილებისთვის

    სენადე — საფაღარათო საშუალება ბავშვებისა და მოზრდილებისთვის

    დეფეკაციის გაძნელება სწორ ნაწლავში განავლოვანი მასების ხანგრძლივი დაყოვნებაა და მას ყაბზობა, იგივე შეკრულობა ეწოდება. შეკრულობა ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობაა. იგი სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შესაძლოა გართულდეს ბუასილით, სწორი ნაწლავიდან სისხლდენით, ანალური ნაპრალით, ან ნახეთქით, რომელიც ძალიან მტკივნეულია. 

    თუ შეკრულობა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, დაყოვნებული ფეკალიების გამკვრივებამ გაზარდოს პერფორაციის (ნაწლავის გახვრეტის) რისკი.

    იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს გართულებები მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს. ჩივილებისა და ანამნეზის საფუძველზე, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად, ირიგოსკოპია, მუცლის ღრუს რენტგენოსკოპია ბარიუმით, მუცლის ღრუს ექოსკოპიური და კომპიუტერული დიაგნოსტირება, კოლონოსკოპია და ა.შ.

    რაც შეეხება მკურნალობას,

    Read more »
  5. დოსტინექსი — პრეპარატი ლაქტაციის შესაჩერებლად

    დოსტინექსი — პრეპარატი ლაქტაციის შესაჩერებლად

    დოსტინექსი პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი, ჰორმონული საშუალებაა, რომელიც ტაბლეტების ფორმით იტალიაში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება კაბერგოლინს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას, ლეიცინსა და ადსორბენტს შეიცავს.

    მედიკამენტის თითოეულ ტაბლეტში 0.5 მგ კაბერგოლინი შედის, მუყაოს ერთ კოლოფში კი 8 ტაბლეტია მოთავსებული. დოსტინექსი II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და აფთიაქებში რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

    რისთვის იყენებენ დოსტინექსს?

    დოსტინექსი ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტის ან, დედის სურვილით, მისი ხელოვნურად

    Read more »
  6. როგორ გამოიყენება ვაშლის ძმარი და რა სარგებელი აქვს?

    როგორ გამოიყენება ვაშლის ძმარი და რა სარგებელი აქვს?

    ვაშლის ძმარი ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის გაუმჯობესების საშუალება. მისი უნიკალური შედგენილობა მრავალმხრივ სასარგებლოა ორგანიზმისთვის, როგორც ჯანსაღი კვების, ისე ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.

    ვაშლის ძმარი და ჯანმრთელობა

    ბუნებრივი, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი მდიდარია ფერმენტებით, ანტიოქსიდანტებითა და პრობიოტიკებით

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy