ბავშვის პირველი ბოთლი — როგორ ავირჩიოთ იდეალური ვარიანტი?


როცა საქმე პატარებს ეხება, პირველ რიგში მთავარ ამოსავალ წერტილს მათი სიჯანსაღე და კეთილდღეობა წარმოადგენს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი  ჩვილის კვების კომფორტის უზრუნველყოფაა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ახალშობილი ბუნებრივ კვებაზეა თუ ხელოვნურზე — ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ბოთლის გამოყენების პრაქტიკა. და, თავის მხრივ, სწორი ბოთლის შერჩევა განსაზღვრავს, თუ რამდენად მარტივად და სასიამოვნოდ მიიღებს ბავშვი საკვებს, თავიდან აიცილებს კოლიკებს და შეინარჩუნებს ბუნებრივი კვების რიტმს.
სწორედ ამიტომ, ბავშვისთვის ბოთლის შერჩევისას, მთავარი კრიტერიუმები ხარისხი, უსაფრთხოება და კომფორტი უნდა იყოს.

ამ საკითხის მარტივად მოგვარებაში კი ფრანგული ხარისხის ბრენდი „დოძიე“ დაგვეხმარება.

მოდით, დეტალურად განვიხილოთ ბრენდის უპირატესობები: 

პირველ რიგში, დოძიეს ბოთლები კოლიკის საწინააღმდეგო სისტემითა და უსაფრთხო მასალით გამოირჩევა. თანაც, მისი კომფორტული და რბილი სილიკონის საწოვრები მიახლოებულია დედის მკერდის ფორმასთან — შესაბამისად, ლაქტაციის პროცესში მარტივად ინტეგრირდება.

გარდა ამისა, ბრენდი გვთავაზობს სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის ბოთლებს, რათა თითოეული ბავშვის საჭიროება დაკმაყოფილდეს. დოძიეს უნიკალური სამკუთხა ფორმა და მცირე რაოდენობის ნაწილი ბოთლებს უფრო კომფორტულსა და გამორჩეულს ხდის. 

აქვე საგულისხმოა, რომ დოძიეს ბოთლები არ შეიცავს BPA-ს და BPS-ს. ამასთან, პროდუქტი დამტკიცებულია და რეკომენდებულია პედიატრების მიერ. ბოთლის ყველა ნაწილის გარეცხვა უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სარეცხი მანქანის ზედა თაროზე.

ხელმისაწვდომია დოძიეს სამი სახის ბოთლი

  1. მრგვალთავიანი (სამი სიჩქარით)
  2. ბრტყელთავიანი
  3. მულტიფერფორმირებული

აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ანტიკოლიკური და უსაფრთხოა პატარებისთვის, ასევე სამივე ვერსია გვხვდება როგორც პლასტმასის, ისე შუშის ბოთლების სახით.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

დოძიეს სამ სიჩქარიანი ბოთლები — კომფორტული კვება ჩვილებისთვის

მისი მახასიათებლებია:

  • ინოვაციური სამ-სიჩქარიანი სისტემა – ბოთლი, მარტივად დატრიალების საშუალებით, ადაპტირდება ბავშვის წოვის რიტმთან;
  • ორმაგი კოლიკის საწინააღმდეგო სარქველი – ამცირებს ჰაერის ჩაყლაპვის რისკს და ხელს უწყობს კომფორტულ კვებას;
  • მრგვალი ფორმის საწოვარა – ნაკადის სიჩქარის მარტივად შეცვლის საშუალებას იძლევა;
  • რბილი და მოქნილი სილიკონი – მაქსიმალურად მიმსგავსებულია დედის მკერდთან, რაც ამცირებს დაღლილობას ძუძუთი კვებისას;
  • კვება პაუზის გარეშე – ბოთლის სტრუქტურა უზრუნველყოფს უწყვეტ ნაკადს, რაც კომფორტულია როგორც ბავშვისთვის, ისე — მშობლისთვის;
  • დამზადებულია საფრანგეთში – პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნაერთებს (BPA, BPS).

 

ამავდროულად, საწოვარას მრგვალი ფორმის წყალობით შესაძლებელია ბოთლის მარტივად შემოტრიალება პირის ღრუში, რათა კვების დროს ნაკადის სიჩქარე შეცვალოთ. მაგალითად, 1-ელი ნაკადი იდეალურია ჩვილი ბავშვებისთვის პირველ დღეებში. მე-2 ნაკადი შესაფერისია რძისთვის, წვენისთვის და სხვა თხელი მასებისთვის.  მე-3 ნაკადი კი მორგებულია ბავშვებზე, რომლებსაც უფრო დიდი მადა აქვთ — ის განკუთვნილია შედარებით შესქელებული მასისთვის.

დოძიეს ანტიკოლიკური ბრტყელ თავიანი ბოთლები 

დოძიეს ბრტყელთავიანი ბოთლები მაქსიმალურად მიახლოებულია დედის ძუძუს ფორმასთან და კომფორტულია ბუნებრივიდან ბოთლით კვებაზე გადასვლის შემთხვევაში. საწოვარაში ჩაშენებული ანტიკოლიკური სისტემა უზრუნველჰყოფს ბავშვებში კოლიკების რისკის აღმოფხვრას. როგორც დოძიეს ყველა ბოთლი, ბრტყელთავიანი ბოთლებიც არ შეიცავს BPA და BPS-ს. შედგება ბავშვებისთვის უსაფრთხო მასალებისგან

ხელმისაწვდომია როგორც პლასტმასის ისე შუშის ბოთლები.

დოძიეს ანტიკოლიკური მულტიფერფორმირებული ბოთლები 

მრავალფერფორმირებული, ანუ სამხვრელიანი საწოვარა იმიტირებს მკერდის რძის სადინარებს. ის იმეორებს ძუძუს ფორმას, შეგრძნებებს, მის მოძრაობას ბავშვის პირის ღრუში.  საწოვარაში ჩაშენებული ანტიკოლიკური სისტემა აღმოფხვრის ბავშვებში კოლიკის გაჩენის რისკს. არ შეიცავს BPA და  BPS-ს.