Monthly Archives: November 2024

  1. მენოპაუზა - რა არის ნორმალური და რა ჩვენებებს მივაქციოთ ყურადღება

    მენოპაუზა - რა არის ნორმალური და რა ჩვენებებს მივაქციოთ ყურადღება

    პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის მენოპაუზა. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მენოპაუზა ის ეტაპია ქალების ცხოვრებაში, როცა მენსტრუალური ციკლი წყდება და ორგანიზმი კვერცხუჯრედს აღარ გამოიმუშავებს. 

     

    მენოპაუზის სამედიცინო დიაგნოზი ბოლო მენსტრუალური პერიოდიდან 12 თვეში დაისმება. ეს პერიოდი ქალებში, როგორც წესი, 40-დან 60 წლამდე დგება ხოლმე.

    როგორ ამოვიცნოთ მენოპაუზა?

    Read more »
  2. მუხლის ტკივილი — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

    მუხლის ტკივილი — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

    მუხლის ტკივილი ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელმაც შეიძლება შეაწუხოს სხვადასხვა ასაკისა და სქესის წარმომადგენელი. ის ზოგჯერ მცირე ინტენსივობით ხასიათდება, ზოგჯერ კი შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ მოძრაობაში და შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში შეგვიშალოს ხელი.

    რა არის მუხლის ტკივილი?

    მუხლის სახსარში ან მის გარშემო მიდამოში წარმოქმნილ ტკივილს მუხლის ტკივილი ეწოდება. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითონ სახსართან ან რაიმე სხვა პროცესთან, რაც აზიანებს რბილ ქსოვილებს – იოგებს, მყესებს, აბგებს.

    მუხლის ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი - ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მსუბუქი, ხოლო ზოგჯერ იმდენად ძლიერი, რომ ყოველდღიური ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს.

    რა იწვევს მუხლის ტკივილს?

    მუხლის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

    Read more »
  3. იმუნიტეტი — რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი თავდაცვის სისტემის შესახებ?

    იმუნიტეტი — რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი თავდაცვის სისტემის შესახებ?

    იმუნიტეტი წარმოადგენს ორგანიზმის უნარს, თავი დაიცვას ინფექციებისგან და დაავადებებისგან. ეს თავდაცვითი მექანიზმი მიზანმიმართულად რეაგირებს პათოგენებზე (ორგანიზმები, რომლებიც იწვევენ დაავადებას), მათ შორის ვირუსებზე, ბაქტერიებზე და ტოქსინებზე, ხელს უწყობს მათ განადგურებას ან განეიტრალებას.

    იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის მუდმივ მონიტორინგს და რეაგირებას სხვადასხვა მავნე აგენტზე — ეს ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. 

    რისგან შედგება იმუნური სისტემა

    იმუნური სისტემა შედგება მთელი რიგი კომპონენტებისგან, მათ შორის არის:

    • სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები);
    • ელენთა;
    • ძვლის ტვინი;
    Read more »
  4. სარკომა — რა უნდა ვიცოდეთ იშვიათი, თუმცა მრავალგვარი სიმსივნის შესახებ

    სარკომა —  რა უნდა ვიცოდეთ იშვიათი, თუმცა მრავალგვარი სიმსივნის შესახებ

    იცოდით თუ არა, რომ ივლისი სარკომის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სიმსივნეების ეს ჯგუფი ცნობილია, როგორც იშვიათი, თუმცა მრავალფეროვანი, რადგანაც ის სიმსივნით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 1%- შია გავრცელებული. სარკომა მოიცავს 70 სხვადასხვაგვარ ტიპს, უნიკალური მახასიათებლებითა და მკურნალობისთვის საჭირო განსხვავებული მიდგომებით. 

     

    როგორც ყველა ტიპის კიბოს, ასევე სარკომის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. 

     

    რა არის სარკომა?

     

    სარკომა ავთვისებიანი კიბოს ისეთი ტიპია, რომელიც მეზენქიმული, ანუ შემაერთებელი ქსოვილების უჯრედებიდან წარმოიქმნება. შემაერთებელი ქსოვილი, თავის მხრივ, მოიცავს ძვლებს, ხრტილებს, კუნთებს, ცხიმს, სისხლძარღვებს, ნერვებს ან სხვა სტრუქტურულ ქსოვილებს. სარკომა სწორედ ამ ტიპის ქსოვილებში წარმოიქმნება. 

     

    Read more »
  5. “ბრმა ნაწლავი” — რა სიმპტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია სახიფათო აპენდიციტი?

    “ბრმა ნაწლავი” — რა სიმპტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია სახიფათო აპენდიციტი?

    აპენდიციტი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის, დაახლოებით, 40%-ში გვხვდება. საქართველოში ამ დაავადებას დღემდე “ბრმა ნაწლავის” ანთებას ეძახიან. 

    სინამდვილეში რა არის აპენდიციტი, რით შეიძლება გართულდეს და რა შემთხვევაშია საგანგაშო? ამის შესახებ დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ...

    რა არის და რისთვის სჭირდება ადამიანს “ბრმა ნაწლავი”?

    ბრმა ნაწლავი - მსხვილი და წვრილი ნაწლავების შეერთების ადგილას მდებარე დახშული ჯიბის მსგავსი ორგანოა, რომლის ქვედა კედლიდან გამოდის აპენდიქსი, ე.წ. ჭიანაწლავი. 

    როგორც “ბრმა ნაწლავი”, ასევე აპენდიქსი წარმოადგენენ ლიმფო-ეპითელურ ორგანოს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნოლოგიური რეაქციების ჩამოყალიბებაში.

    რა იწვევს ბრმა ნაწლავის ტკივილს და რა არის აპენდიციტი?

    “ბრმა ნაწლავის” ტკივილი ძირითადად ასოცირდება

    Read more »
  6. ნოოფენი — ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების სამკურნალოდ

    ნოოფენი — ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების სამკურნალოდ

    პრეპარატი ნოოფენი ტაბლეტების, კაფსულებისა და ფხვნილის სახით საქართველოში იწარმოება. ის ფსიქოსტიმულატორებისა და ნოოტროპული საშუალებების ჯგუფში შედის და აქტიურ ნივთიერება ფენიბუტს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, კალციუმის სტეარატსა და კარტოფილის სახამებელს შეიცავს.

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy