როგორ შევარჩიოთ საჩუქარი ბიუჯეტურად?

აუცილებელი არაა, თავის მოვლის ჯანსაღი რუტინა ძვირადღირებული პროდუქციით შევქმნათ. მთავარი ხარისხზე ორიენტირებული ბრენდების შერჩევაა, რომელთა ამოსავალი წერტილიც მომხმარებლებზე, მათი ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებასა და სიჯანსაღეზე ზრუნვაა. შესაბამისად, საყვარელი ქალბატონების გახარება ხარისხიანი, მაგრამ ბიუჯეტური საჩუქრებითაც შეგიძლიათ.

 

თვალსაჩინოებისთვის, ბლოგში რამდენიმე ბიუჯეტურ პროდუქტს გაგიზიარებთ, რომელთა ყოველდღიურობაში გამოყენებაც სასიამოვნო კვალს დატოვებს ქალბატონების გარეგნობაზე. 

 

შექმენი ტანის მოვლის რუტინა 50 ლარად

 

  1. Le Petit Olivier-ის შხაპის კრემი ჟასმინით — შხაპის კრემი ნაზად ასუფთავებს  და ატენიანებს კანს. თანაც, კრემისებრი ტექსტურის მეშვეობით, კანს გამოშრობისგან იცავს. გამდიდრებულია ნატურალური ექსტრაქტებით, რასაც თან ერთვის ჟასმინისა და შავი მოცხარის სასიამოვნო სურნელი. რაც მთავარია, მისი ფორმულა საპნის, პარაბენებისა თუ საღებავების გარეშე შემუშავებული.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 12.42 ლარი.

 

  1. Ziaja-ს სხეულის სკრაბი Chocolate — ეს ტანის სკრაბი ბუნებრივ შაქრის კრისტალებს შეიცავს და ეფექტურად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს. პილინგის შემდეგ კანზე რჩება მსუბუქი დამცავი ფენა, რაც მას გამოშრობისგან იცავს. ასევე, კვებავს და არბილებს ეპიდერმისს. აქვს სასიამოვნო შოკოლადის არომატი.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 11.43 ლარი.

 

  1. BIO-ROM-ის ზეთი თმა და სხეული OCEAN — ეს არის ტანისა და თმის მოვლის დამატენიანებელი პროდუქტი, რომელიც ბუნებრივი ზეთებითა და მკვდარი ზღვის მინერალებითაა გაჟღენთილი. უცხიმო, სწრაფად მოქმედი ფორმულა იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ხსნის დაძაბულობას, ამშვიდებს გაღიზიანებას, ნაზად და სათუთად ზრუნავს კანზე და თმაზე. 

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 16.92 ლარი.



  1. Martini Spa-ს აბაზანის სამასაჟე ხელთათმანი — განკუთვნილია კანის დასუფთავებისა და მასაჟისთვის. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასუფთავებს კანს, უზრუნველყოფს სიახლის სასიამოვნო შეგრძნებას. 

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 7.43 ლარი.

 

შექმენი ღამის რუტინა 100 ლარად

 

  1. Caudalie-ის Vinoclean ქაფი — განკუთვნილია ყველა ტიპისა და ასაკის კანისთვის. სათუთად ასუფთავებს კანს, აღადგენს კანის ბზინვარებასა და ელასტიკურობას. კოდალის Vinoclean სერიის ინოვაციური გამწმენდი საშუალებები დამზადებულია 97% ნატურალურ კომპონენტებზე, ხოლო არომატს წარმოქმნის ხის მერქანი, საზამთროსა და იის ყვავილის ნაზი სურნელი. ძირითადი ინგრედიენტები: წითელი ყურძენი, სალბი, გვირილა, ვაზის ყვავილი. არ შეიცავს საპონს.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 22.50 ლარი.

 

  1. Kool Beauty-ის ბუსტერი-შრატი 8 ვიტამინით — განკუთვნილია ყველა ტიპის კანის, განსაკუთრებით იდეალურია გამომშრალი, დაღლილი, ბზინვარებადაკარგული კანისთვის. ხელს უწყობს პირველადი ნაოჭების და წვრილი ხაზების შემცირებას, ანათებს და ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში.

 

აქვს ფორთოხლის ექსტრაქტის მაღალი შემცველობა. ასევე, გამდიდრებულია C, A, B, B2, PP, B5, B6, B9 ვიტამინებით. შეიცავს MPM ჰიალურონის მჟავას და lactic-malic AHA-ს… გამდიდრებულია ჟენშენის და მწვანე ჩაის ექსტრაქტებითაც. ინგრედიენტების 96.5% ბუნებრივი წარმოშობისაა. ამგვარი კომბინაციით, ამკვრივებს და ათანაბრებს დაღლილ და გამომშრალ კანს.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 27.93 ლარი.

 

  1. Teaology-ის დამატენიანებელი გელ-კრემი Ginger — სახის გამაჯანსაღებელი კრემ-გელი ორგანული შავი ჩაის, ჰიალურონის მჟავის, ჯანჯაფილისა და ვიტამინი C და E ვიტამინის ინფუზიით. კრემ-გელი მყისიერად დნება კანზე და ქმნის ხანგრძლივი დატენიანების ეფექტს. 

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 27.00 ლარი.

 

  1. SVR-ის მიცელარული წყალი Sebiaclear — მიცელარული წყალი ერთდროულად წმენდს, ასუფთავებს და აშორებს მაკიაჟს სახიდან თუ თვალიდან. რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. აშორებს ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს კანიდან ისე, რომ არ აშრობს მას. მიცელარული წყლის შემადგენელი გლუკონოლაქტონი წმენდს ფორებს, ხოლო მიცელები წმენდს კანს. არ შეიცავს საპონს, ალკოჰოლს, საღებავებსა თუ პარაბენებს.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 6.80 ლარი.

 

შექმენი თმის მოვლის რუტინა 30 ლარად 

 

  1. Raywell-ის დამცავი სპრეი LIPO — რეიველის Nano Tech Botoplex თმის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების ინოვაციური ხაზი შეიქმნა ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების გამოყენებით, რომელთაც ნებისმიერი ტიპის თმის აღდგენა და ღრმად დატენიანება შეუძლია. მის შემადგენლობაში შემავალ აქტიურ ინგრედიენტებს მიკროელემენტების მაღალი კონცენტრაცია აქვს. 

 

აქტიური კომპონენტები: 

 

  • თხევადი კერატინი — დაზიანებული თმის სტრუქტურის რეკონსტრუქცია, ქმნის სასურველ მოცულობას;
  • მოლეკულა Cuticlex — აქვს ძლიერი აღმდგენი, დამატენიანებელი თვისებები, იცავს გარემოს პირობების აგრესიული გავლენისგან;
  • ქაშმირი — ამაგრებს თმის დაზიანებულ უბნებს, უზრუნველყოფს მოქნილობას, ანიჭებს წარმოუდგენელ აბრეშუმისებრ ჯანსაღ ბზინვარებას. 
  • ჰიალურონის მჟავა — მატებს მოცულობას, აძლიერებს, აღადგენს სიცოცხლისუნარიანობას. 
  • შიას კარაქი — არბილებს, ამცირებს აფუებასა და ფოროვანობას, ინტენსიურად ატენიანებს. 
  • აბუსალათინის ზეთი — აძლიერებს თმის სტრუქტურას, ატენიანებს და არბილებს. 

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 7.98 ლარი.

 

  1. Raywell-ის ბზინვარების სპრეი — განკუთვნილია მშრალი, გამოფიტული, გაუწყლოებული, აფუებისკენ მიდრეკილი, უხეში, დაუმორჩილებელი თმისთვის. შეიცავს ბუნებრივ კერატინს, რომელიც აღადგენს თმის სტრუქტურას, ზრდის მოცულობას. CUTICLEX მოლეკულა აღადგენს, ატენიანებს და იცავს თმას გარე უარყოფითი ფაქტორებისა თუ ქიმიური დამუშავებისგან. ქაშმირი ზრდის თმის ელასტიკურობას, ანიჭებს ბზინვარებას და სირბილეს. ხოლო ჰიალურონის მჟავა ატენიანებს, ინარჩუნებს ტენიანობას თმაში და ზრდის თხელი თმის მოცულობას. არ შეიცავს სილიკონებს და პარაბენებს.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 28.47 ლარი.

 

  1. Ziaja-ს თმის კონდიციონერი სპრეი — 2-ფაზიანი კონდიციონერის სპრეი კვებავს, არბილებს და აძლიერებს მშრალ თმას. ვეგანური ფორმულა, არგანისა და ცუბაკის ზეთით, იცავს თმის სტრუქტურას, აქვს ინტენსიური რეგენერაციული ეფექტი და აადვილებს ვარცხნას.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 9.42 ლარი.

 

  1. აბაზანის სავარცხელი TARKO — ეს არის მრგვალი ფორმის მასაჟორი სკალპისთვის. ნაზად ასუფთავებს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სველ, ისე მშრალ თმაზეც.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 4.91 ლარი.

 

შექმენი ხვეული თმის მოვლის რუტინა 50 ლარად

 

  1. Soft and Gentle-ის ხვეული თმის აქტივატორი Inecto — სპეციალურად შექმნილია კულულების, ტალღებისა და ხვეულების სადაფიქსირებლად. თმის მოვლის საშუალება გაჟღენთილია 100%-ით ბუნებრივი ზეთებით რომლებიც თმას სიგლუვესა და სიჯანსაღეს მატებს. ხვეული თმა ბუნებით მშრალია, ამიტომ Curl Club-ის ასორტიმენტი გაჯერებულია ნატურალური შიას კარაქით, ქოქოსისა და აბუსალათინის ზეთით. შესანიშნავი ნაზავია კულულების შესანარჩუნებლად, რომელსაც ასევე საოცარი სუნი აქვს. 

 

Curl Club-ის არცერთი პროდუქტი არ შეიცავს სულფატებს, სილიკონს, მინერალურ ზეთებსა და პარაბენებს.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 8.43 ლარი.

 

  1. Soft and Gentle-ის ხვეული თმის ნიღაბი Inecto — სპეციალურად შექმნილია კულულების, ტალღებისა და ხვეულების ნაზად გასაწმენდად. გაჟღენთილია 100%-ით ბუნებრივი ზეთებით, რომლებიც თმას სიგლუვესა და სიჯანსაღეს მატებს. გაჯერებულია ნატურალური შიას კარაქით, ქოქოსისა და აბუსალათინის ზეთით.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 9.93 ლარი.

 

  1. Soft and Gentle-ის ხვეული თმის შამპუნი Inecto — ეს შამპუნიც კულელების, ტალღოვანი და ხვეული თმის ნაზად გასუფთავებას უწყობს ხელს. შეიცავს ბუნებრივ ზეთებს, რათა თმას სიგლუვე და ჯანსაღი იერი მიანიჭოს. გაჯერებულია ნატურალური შიას კარაქით, ქოქოსისა და აბუსალათინის ზეთით.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 8.43 ლარი.

 

  1. Soft and Gentle-ის ხვეული თმის კონდიციონერი Inecto — შექმნილი კულელების, ტალღოვანი და ხვეული თმის ნაზად გასაწმენდად. როგორც ზემოხსენებულ პროდუქტებში, მასაც ანალოგიური შემადგენლობა აქვს. 

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 8.43 ლარი.

 

  1. Soft and Gentle-ის ხვეული თმის კრემი Inecto —  ვინაიდან ხვეული თმა უფრო ფოროვანია, მნიშვნელოვანია მისი ყოველი ფენის ღრმად დატენიანება. ეს მკვებავი კრემი კი იდეალურად უმკლავდება ამ დავალებას — კულულებს გლუვ და ჯანსაღ იერს ანიჭებს.

 

სპეციალური ფასდაკლების ფარგლებში, მისი ფასია: 8.93 ლარი.



გახსოვდეთ, საჩუქარს განსაზღვრავს ხარისხი და არა — ფასი. პსპ გისურვებთ, თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა სასიამოვნო და ჯანსაღ პროცესად აქციოთ.