ენტეროსგელი არის პერორალური სუსპენზია, რომელიც გამოიყენება მწვავე დიარეისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომური მკურნალობისთვის.
ამასთანავე, ენტეროსგელი (Enterosgel) გამოიყენება საკვებით, ალკოჰოლით, მედიკამენტის მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაციების დროს, პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.
ბისეპტოლი ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც სულფამეთოქსაზოლსა და ტრიმეტოპრიმს შეიცავს. მედიკამენტი ტაბლეტებისა და სიროფის ფორმით არის ხელმისაწვდომი და კოტრიმოქსაზოლისადმი მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ შეიქმნა.
ბისეპტოლის ერთ შეკვრაში 28 ტაბლეტია, თითოეულ ტაბლეტში კი სულფამეთოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი, შესაბამისად, 400მგ და 80მგ დოზებით.სიროფის სახით წარმოდგენილი ბისეპტოლის ერთ ფლაკონში კი 80 მლ სუსპენზია. 5 მლ სუსპენზია 200 მგ სულფამეტოქსაზოლსა და 40 მგ ტრიმეტოპრიმს შეიცავს.
ხშირი შარდვა ბავშვებში, ხშირი შარდვა ქალებში, ან მამაკაცებში, ხშირი შარდვა ღამის საათებში — რადგანაც ნოქტურია და პოლიურია (გახშირებული შარდვა) გავრცელებული პრობლემაა მიუხედავად სქესისა, თუ ასაკისა საძიებო პლატმორმებზეც მრავალგვარი სიტყვათა შეთანხმებით ეძებენ ამ მდგომარეობებზე ინფორმაციას.
გაითვალისწინეთ, რომ თუკი დღის განმავლობაში ბევრ სითხეს იღებთ, განსაკუთრებით კოფეინის შემცველობით, ან ალკოჰოლს, შესაძლოა გახშირებული შარდვა გქონდეთ. მაგრამ თუკი, ხშირი შარდვა არ არის გამოწვეული ჭარბი სითხის მიღებით, მაშინ შესაძლოა სამედიცინო მდგომარეობასთან გვქონდეს საქმე.
ხშირი შარდვის ყველაზე შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციამ (UTI) , ან ეს იყოს კონკრეტული მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. თუმცა მოშარდვის მუდმივი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ისეთი ქრონიკული მდგომარეობა, როგორიცაა
ჰიპოტენზია, ანუ დაბალი არტერიული წნევა, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულიდან გამოტყორცნილი სისხლი არტერიის კედლებს ძალიან სუსტად უბიძგებს.
გულის ყოველი შეკუმშვისას არტერიებში სისხლის ახალი ტალღა გადაიტყორცნება. შეკუმშვის მომენტში არტერიული წნევა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს – მას სისტოლური წნევა ეწოდება (ე. წ. ზედა წნევა), – მოდუნების მომენტში, გულისცემებს შორის კი ყველაზე დაბალს – დიასტოლური წნევა (ე.წ. ქვედა წნევა).
ზოგადად არტერიული წნევა იზომება ვერცხლისწყლის მილიმეტრებში (mmHg). მაგალითად, 120`80 mmHg ნიშნავს, რომ სისტოლური წნევა 120 მმ-ია, ხოლო დიასტოლური – 80მმ.
დაბალი არტერიული წნევის მაჩვენებელი არის 90/60 mmHg-ს ქვემოთ. გასათვალისწინებელია, რომ ის, რაც მიიჩნევა დაბალ წნევად ერთი ადამიანისთვის, შეიძლება სხვისთვის იყოს ნორმალური არტერიული წნევა.
დიარეა, იგივე ფაღარათი ძალიან გავრცელებული სიმპტომია, რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც საკვების მიღებისგან გამოწვეული დარღვევა, ასევე სხვადასხვა დაავადების გამოხატულება.
დიარეა გამოიხატება ნაწლავების ხშირი მოქმედებითა და თხევადი განავლოვანი მასებით, რაც ძალიან შემაწუხებელია.
დიარეა ზოგჯერ რამდენიმე დღე გრძელდება, ხოლო თუ იგი უფრო მეტად გახანგრძლივდა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ ორგანიზმში სხვა პრობლემის არსებობა.
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ასხვავებენ დიარეის სამ ტიპს:
მწვავე წყლიანი დიარეა, რომელიც რამდენიმე საათი ან დღე გრძელდება;
მწვავე სისხლნარევი დიარეა;
გახანგრძლივებული დიარეა, რომელიც 14 დღე და მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account