
იმუნიტეტი წარმოადგენს ორგანიზმის უნარს, თავი დაიცვას ინფექციებისგან და დაავადებებისგან. ეს თავდაცვითი მექანიზმი მიზანმიმართულად რეაგირებს პათოგენებზე (ორგანიზმები, რომლებიც იწვევენ დაავადებას), მათ შორის ვირუსებზე, ბაქტერიებზე და ტოქსინებზე, ხელს უწყობს მათ განადგურებას ან განეიტრალებას.
იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის მუდმივ მონიტორინგს და რეაგირებას სხვადასხვა მავნე აგენტზე — ეს ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
რისგან შედგება იმუნური სისტემა
იმუნური სისტემა შედგება მთელი რიგი კომპონენტებისგან, მათ შორის არის:
- სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები);
- ელენთა;
- ძვლის ტვინი;
- ლიმფური სისტემა;
- თიმუსი;
- გლანდები, ადენოიდები და აპენდიქსი.
სრულად ფუნქციონირებად იმუნურ სისტემას შეუძლია, ჯანსაღი და არასასურველი უჯრედები ერთმანეთისგან განასხვაოს. ამ უკანასკნელის აღმოჩენის შემთხვევაში, ის გაამყარებს იმუნურ პასუხს — ეს არის კომპლექსური შეტევა სხეულის დასაცავად ისეთი „დამპყრობლებისგან“, როგორებიც არის ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები. იმუნური სისტემა ასევე ცნობს და ებრძვის მკვდარ, გაუმართავ უჯრედებს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმუნური სისტემა ამას ყოველთვის ვერ ახერხებს. მაგალითად, ზოგჯერ მას არ შეუძლია ეფექტიანად ბრძოლა, რადგან ადამიანი ავად არის ან სჭირდება იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტები, რომლებიც იმუნური სისტემის მუშაობაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ერთ-ერთ ასეთ მედიკამენტზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი მოდით, უკეთ გავერკვეთ იმუნური სისტემის არსში.
რა ფუნქციებს ასრულებს ჩვენი თავდაცვის სისტემა?
იმუნური სისტემა ბევრს მუშაობს თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აი, რა ფუნქციებს ასრულებს ის:
- ანადგურებს „დამპყრობლებს“, როგორებიც არის, მაგალითად, მიკრობები.
- თქვენს ორგანიზმში „დამპყრობლების“ არსებობის შემთხვევაში, ზღუდავს ზიანს, რომლის მოტანაც მათ შეუძლიათ.
- ორგანიზმს მიღებული ზიანის გამოსწორებაში ეხმარება.
- ხელს უწყობს ახალ გამოწვევებთან და საფრთხეებთან ადაპტაციას.
იმუნური სისტემა გვიცავს შემდეგი „დამპყრობლებისგან“:
- ბაქტერიები;
- ვირუსები;
- სოკოები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები;
- პარაზიტები;
- კიბოს უჯრედები.
როგორ მუშაობს იმუნური სისტემა?
როდესაც თქვენი იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ის:
- ჯანსაღ და არასასურველ უჯრედებს ერთმანეთისგან განასხვავებს;
- აქტივირდება და მობილიზდება მიკრობების გასანადგურებლად, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენონ;
- წყვეტს შეტევას, როგორც კი საფრთხე გაქრება;
- შეისწავლის მიკრობებს ორგანიზმის მათთან კონტაქტის შემდეგ და მათ წინააღმდეგ ანტისხეულებს წარმოქმნის;
აღსანიშნავია, რომ ბევრმა სხვადასხვა მდგომარეობამ შეიძლება შეასუსტოს თქვენი იმუნური სისტემა და ორგანიზმი ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახადოს. სპექტრის მეორე ბოლოში კი არის ზედმეტად აქტიური იმუნური სისტემა, რომელიც „დამპყრობლებზე“ (რეალური ან აღქმული) ძალიან მძაფრად რეაგირებს. მან შეიძლება შეტევა დაიწყოს მაშინ, როდესაც „დამპყრობელი“ საერთოდ არ არსებობს ან განაგრძოს თავდასხმა მისი თავიდან მოშორების შემდეგაც. ზედმეტად აქტიურმა იმუნურმა სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიც არის ავტოიმუნური დაავადებები ან ალერგიული რეაქციები.
როგორია იმუნიტეტის ტიპები?
აღსანიშნავია, რომ ადამიანებში იმუნიტეტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:
- თანდაყოლილი
- ადაპტაციური, ანუ შეძენილი
მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.
თანდაყოლილი იმუნიტეტი
ადამიანები იბადებიან გარკვეული დონის იმუნიტეტით, რომელიც „დამპყრობლებს“ თავიდანვე ებრძვის.
ეს თანდაყოლილი იმუნიტეტი მოიცავს ჩვენი სხეულის გარე ბარიერებს — პათოგენებისგან თავდაცვის პირველ ხაზს — როგორებიც არის კანი და ლორწოვანი გარსები.
ადაპტაციური, ანუ შეძენილი იმუნიტეტი
პათოგენებისგან ადამიანის დაცვის ფუნქცია ცხოვრების განმავლობაში ვითარდება.
ვაქცინაციისა და სხვადასხვა დაავადების ზემოქმედების წყალობით ორგანიზმი ავითარებს ანტისხეულებს სხვადასხვა პათოგენის მიმართ. ზოგჯერ ექიმები ამას იმუნოლოგიურ მეხსიერებას უწოდებენ, რადგან იმუნური სისტემა წარსულ მტრებს იმახსოვრებს. მას შემდეგ, რაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულს, ის ინახავს ასლს, რათა იმავე ანტიგენის (ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერება, რომელიც მასში მოხვედრისას სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნას განაპირობებს) გამოჩენის შემთხვევაში, მას უფრო სწრაფად გაუმკლავდეს.
აღსანიშნავია, რომ შეძენილი იმუნიტეტი, თავის მხრივ, იყოფა ორ ქვეტიპად: პასიური და აქტიური.
პასიური იმუნიტეტი
ეს არის იმუნიტეტის დროებითი ტიპი, რომლის წყაროსაც სხვა ადამიანი წარმოადგენს.
მაგალითად, ნაყოფი დაბადებამდე ანტისხეულებს დედისგან პლაცენტის, ხოლო დაბადების შემდეგ დედის რძის საშუალებით იღებს.
ეს პასიური იმუნიტეტი ჩვილს ადრეულ ასაკში ზოგიერთი ინფექციისგან იცავს.
აქტიური იმუნიტეტი
აქტიური იმუნიტეტი არის ბუნებრივი ან ვაქცინით გამოწვეული. ბუნებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას განაპირობებს დაავადებების გადატანა. ხელოვნურ იმუნიტეტს კი წარმოშობს ვაქცინები, რომლებიც იყენებს ინფექციური ორგანიზმის სუსტ ან მკვდარ ვერსიებს ადამიანის ორგანიზმის პროვოცირებისთვის, დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების შესაქმნელად.
რას ნიშნავს ჯოგური იმუნიტეტი?
ჯოგური იმუნიტეტი ნიშნავს, რომ ჯგუფში ან არეალში ადამიანთა საკმარისმა რაოდენობამ გამოიმუშავა კონკრეტული ვირუსისგან ან სხვა ინფექციური აგენტისგან დაცვის მექანიზმი იმისთვის, რომ მისი გავრცელება გაართულოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმუნიტეტი მრავალი გზით შეიძლება გამომუშავდეს: ბუნებრივი ინფექცია, ვაქცინაცია ან იმუნიტეტის პასიური გადაცემა.
ყველა ადამიანი, რომელსაც გააჩნია იმუნიტეტი კონკრეტული ინფექციის წინააღმდეგ, ბარიერს უქმნის მის გავრცელებას. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი ძალიან ინფექციურია, მისი გავრცელების შესაჩერებლად იმუნური ადამიანების დიდი რაოდენობაა საჭირო.
შეგვიძლია თუ არა იმუნიტეტის გაძლიერება?
ყველას სურს, ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს — ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევის გათვალისწინებამ კი შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენი იმუნიტეტის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას:
- იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტით, რომლებიც არ შეიცავს პესტიციდებს, ნიტრატებს, კონსერვანტებს ან სხვა მავნე დანამატებს;
- შეზღუდეთ მარილის, შაქრის, ცხიმებისა და ალკოჰოლის მიღება;
- ივარჯიშეთ რეგულარულად;
- მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი;
- შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი წონა;
- მოერიდეთ თამბაქოს მოხმარებას.
Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი — მედიკამენტი ჯანსაღი იმუნური სისტემის მხარდაჭერისთვის
სოლგარის მედიკამენტი — Ester-C იმუნო კომპლექსი წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც გაციების, დაქვეითებული იმუნიტეტის და მწვავე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციების დროს გამოიყენება.
მედიკამენტში C ვიტამინი ბიოლოგიურად აქტიური ფორმით, Ester-C-ის სახით არის წარმოდგენილი. ის მაღალი ბიოშეღწევადობითა და ხანგრძლივი მოქმედებით გამოირჩევა. Ester-C იმუნო კომპლექსი ორგანიზმში C ვიტამინის ბალანსს სწრაფად აღადგენს. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს არ აღიზიანებს და კონკრემენტების წარმოქმნის რისკს არ ზრდის.
C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და იმუნომოდულატორია. ის კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს ბოჭავს და ქსოვილებზე მათ მავნე ზემოქმედებას ხელს უშლის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account