სარკომა —  რა უნდა ვიცოდეთ იშვიათი, თუმცა მრავალგვარი სიმსივნის შესახებ

იცოდით თუ არა, რომ ივლისი სარკომის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სიმსივნეების ეს ჯგუფი ცნობილია, როგორც იშვიათი, თუმცა მრავალფეროვანი, რადგანაც ის სიმსივნით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 1%- შია გავრცელებული. სარკომა მოიცავს 70 სხვადასხვაგვარ ტიპს, უნიკალური მახასიათებლებითა და მკურნალობისთვის საჭირო განსხვავებული მიდგომებით. 

 

როგორც ყველა ტიპის კიბოს, ასევე სარკომის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. 

 

რა არის სარკომა?

 

სარკომა ავთვისებიანი კიბოს ისეთი ტიპია, რომელიც მეზენქიმული, ანუ შემაერთებელი ქსოვილების უჯრედებიდან წარმოიქმნება. შემაერთებელი ქსოვილი, თავის მხრივ, მოიცავს ძვლებს, ხრტილებს, კუნთებს, ცხიმს, სისხლძარღვებს, ნერვებს ან სხვა სტრუქტურულ ქსოვილებს. სარკომა სწორედ ამ ტიპის ქსოვილებში წარმოიქმნება. 

 

შესაბამისად არსებობს სარკომის მრავალი ქვეტიპი, მაგალითად: ანგიოსარკომა, ოსტეოსარკომა, კაპოშის სარკომა, იუნგის სარკომა, რბილი ქსოვილების სარკომა, ეპითელიოდური სარკომა და სხვა. 

 

უცნობია, თუ რა იწვევს სარკომის ქვეტიპების უმრავლესობას. ზოგადად კი, კიბო ფორმირდება, როდესაც დნმ უჯრედებში ცვლილებები, ანუ მუტაციები ხდება. დნმ უჯრედის შიგნით შეიცავს უამრავი რაოდენობის გენს, თითოეული მათგანი შეიცავს ინსტრუქციას, რომელიც უჯრედს ეუბნება, თუ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს, როგორ გაიზარდოს და გაიყოს. 

 

მუტაციებმა შესაძლოა უთხრას უჯრედს გაიზარდოს, უკონტროლოდ გაიყოს და გააგრძელოს სიცოცხლე, მაშინაც როდესაც ნორმალური უჯრედი მოკვდება. თუ ეს მოხდება ანორმალური უჯრედების დაგროვება გამოიწვევს სიმსივნეს. უჯრედები შესაძლოა დაიშალოს და გავრცელდეს (მეტასტაზირება) სხეულის სხვადასხვა ნაწილში. 

 

სარკომის სიმპტომები და რისკ-ფაქტორები

 

ზოგადად, სარკომამ ტკივილი არ იცის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც იგი გავრცობილია, ან მიმდებარე ქსოვილებშია ჩაზრდილი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძვლის სარკომა მტკივნეულია. 

 

რაც შეეხება რბილი ქსოვილის სიმსივნეს, იგი ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მაგრამ სხვადასხვა სამედიცინო გამოცემაში შეკრებილია ის ძირითადი და დამახასიათებელი სიმპტომები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ყველა შემთხვევაში. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:  

 

  • წარმონაქმნს, რომელიც ხელით ისინჯება და შეიძლება იყოს მტკივნეული, ან უმტკივნეულო;

 

  • ძვლების ტკივილს;

 

  • ძვლის მოტეხილობას, რომელიც ხდება მოულოდნელად, მცირე დაზიანების შედეგად, ან ტრავმის გარეშე ხდება;

 

  • მუცლის ტკივილი;

 

  • წონის კლება. 

 

ასევე გასათვალისწინებელია ფაქტორები, რომლებმაც სარკომის წარმოქმნის რისკი შესაძლოა გაზარდოს. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:

 

  • მემკვიდრეობით სინდრომები. ზოგი სინდრომი, რომელიც კიბოს რისკს ზრდის, შესაძლოა მშობლიდან შვილ გადაეცეს. მაგალითად სარკომის რისკს ზრდის ოჯახური ანამნეზიდან რეტინობლასტომა და ნეიროფიბრომატოზის პირველი ტიპი. 
  • რადიაციული თერაპია კიბოს წინააღმდეგ. კიბოს რადიაციით მკურნალობა ზრდის სარკომის განვითარების რისკს მოგვიანებით. 
  • ქრონიკული შეშუპება, ლიმფედემა. შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ლიმფური სითხის რეზერვით, რაც თავის მხრივ ლიმფური სისტემის დაბლოკვის, ან დაზიანების დროს ჩნდება. ეს შემთხვევა ისეთი სარკომის რისკს ზრდის, რომელსაც ანგიოსარკომას უწოდებენ.
  • ქიმიური ნივთიერებებთან ურთიერთქმედება. კონკრეტული ქიმიკატები, მაგალითად სამრეწველო, ან ჰერბიციდი ზრდის იმ სარკომის რისკს, რომელიც ღვიძლზე ზემოქმედებს. 
  • ვირუსებთან ურთიერთქმედება. მაგალითად ადამიანის ჰერპესვირუს რვას შეუძლია ისეთი სარკომის განვითარების რისკი გაზარდოს, რომელიც კაპოშის სარკომის სახელით არის ცნობილი, განსაკუთრებით დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის. 

 

გაითვალისწინეთ, რომ პერიოდული გამოკვლევები და ჩივილების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია გადამწყვეტია მსგავსი, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან თავის დასაზღვევად.