Monthly Archives: November 2024

  1. ვაგიფლორი — რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტის შესახებ?

    ვაგიფლორი — რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტის შესახებ?

    ხშირად, როდესაც "კარგი" ბაქტერიების, განსაკუთრებით ლაქტობაცილის სახეობების ბუნებრივი ბალანსი ვაგინალურ მიკროფლორაში ირღვევა, ეს პოტენციურად მავნე ბაქტერიების ჭარბ ზრდას იწვევს. ქალებს ეს დისბალანსი სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება განუვითარდეთ; მაგალითად, ანტიბიოტიკების გამოყენებამ, რომლებიც ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება, შეიძლება შეამციროს სასარგებლო ბაქტერიები. 

    სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ბაქტერიულ დისბალანსს, არის ჰორმონალური ცვლილებები ორსულობის, მენოპაუზის ან მენსტრუალური ციკლის დროს, ისევე როგორც ცხოვრების სტილის ფაქტორები, როგორიცაა დაუცველი სექსი ან გარკვეული სახის ჰიგიენური საშუალებების გამოყენება, რომლებიც ცვლის ვაგინალურ pH-ს.

    გარდა ამისა, სტრესი, არასწორი კვების რეჟიმი და ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი, ქალებს უფრო მგრძნობიარეს ხდის ვაგინალური დისბიოზის მიმართ. 

    ვაგიფლორის (VAGIFLOR)

    Read more »
  2. რა არის ალერგიული რინიტი და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    რა არის ალერგიული რინიტი და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    ალერგიული რინიტი, რომელსაც თივის ცხელებასაც (Hay fever) უწოდებენ, არის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ეს არის ერთგვარი ალერგიული რეაქცია ჰაერის წვრილ ნაწილაკებზე, რომელსაც ალერგენები ეწოდება. ალერგენები შეიძლება იყოს: ყვავილის ან ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი და ა.შ. ალერგიული რინიტი იწვევს ცემინებას, შეშუპებას, ცხვირის ქავილს, თვალების ქავილს და ცრემლდენას. 

    ალერგიული რინიტი შეიძლება იყოს სეზონური და ქრონიკული.

    სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს გაზაფხულზე, ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციით ჰაერში გადატანილი ობის ან ხეების სპორებით, ბალახის და სარეველების მტვრით და ა.შ.

    რაც შეეხება ქრონიკულ ალერგიულ რინიტს,  ასეთ დროს ადამიანებს აღენიშნებათ სიმპტომები მთელი წლის განმავლობაში. ქრონიკული ალერგიული რინიტი ძირითადად გამოწვეულია მტვრის ნაწილაკებით, შინაური

    Read more »
  3. კალციუმის დეფიციტი — ყველაფერი, რაც ჰიპოკალცემიაზე უნდა ვიცოდეთ

    კალციუმის დეფიციტი — ყველაფერი, რაც ჰიპოკალცემიაზე უნდა ვიცოდეთ

    კალციუმი არის მინერალი, საკვები ნივთიერება, რომლის არსებობაც ორგანიზმში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. კალციუმი ყველაზე ხშირად ასოცირდება ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობასთან, თუმცა ის ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში, არეგულირებს გულის ნორმალურ რიტმს და ნერვულ ფუნქციას, ხელს უწყობს ჰორმონების გამოყოფას და ეხმარება კუნთებს შეკუმშვაში. 

    იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეინარჩუნოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოველდღიური ფუნქციები, იგი თავად არეგულირებს სისხლში და ქსოვილებში კალციუმის მუდმივი რაოდენობის შესანარჩუნებას. კერძოდ, თუ სისხლში კალციუმის დონე ძალიან დაბალია, პარათირეოიდული ჰორმონი (PTH) აგზავნის სიგნალს ძვლებში, რომ კალციუმი გამოუშვან სისხლში. ამ ჰორმონს შეუძლია D ვიტამინის გააქტიურებაც ნაწლავში კალციუმის შეწოვის გასაუმჯობესებლად.

    გარდა ამისა, პარათირეოიდული ჰორმონი (PTH) თირკმელებს უგზავნის სიგნალს შარდში ნაკლები კალციუმის გამოყოფის შესახებ. 

    Read more »
  4. ვიტაფეროლი — საკვები დანამატი D ვიტამინის მარაგის შესავსებად

    ვიტაფეროლი — საკვები დანამატი D ვიტამინის მარაგის შესავსებად

    ვიტაფეროლი (Vitaferol) მაღალი ხარისხის ვიტამინი D3-ია, რომელსაც კარგი ბიოშეღწევადობა ახასიათებს. როგორც წესი, პრეპარატი გვხვდება წვეთებისა და კაფსულების სახით. მისი შეძენა ურეცეპტოდ შეგიძლიათ, თუმცა, აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და დარწმუნდეთ, რომ ეს საკვები დანამატი გჭირდებათ.

    D ვიტამინი ჩვენთვის შეუცვლელი ნივთიერებაა, რომელიც უამრავ პროცესში მონაწილეობს და ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. 

    როგორ მოწმდება D ვიტამინი?  

    ეს ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს  კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა

    Read more »
  5. ფოსფა-G — როდის იყენებენ პრეპარატს და რა უნდა ვიცოდეთ მასზე

    ფოსფა-G — როდის იყენებენ პრეპარატს და რა უნდა ვიცოდეთ მასზე

     

    ფოსფა-G არის ანტაციდური მედიკამენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაანეიტრალოს კუჭის წვენის მარილმჟავა და ჰქონდეს შემამსუბუქებელი ეფექტი. შესაბამისად, მედიკამენტი გამოიყენება გასტროენტეროლოგიასა (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების და მათი გართულებების მართვა) და ჰეპატოლოგიაში (ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური დაავადებების და მათი გართულებების მართვა).

     

    Read more »
  6. ტრიტიკო CR — პრეპარატი დეპრესიასა და უძილობასთან საბრძოლველად

    ტრიტიკო CR — პრეპარატი დეპრესიასა და უძილობასთან საბრძოლველად

    ტრიტიკო CR გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით, იტალიაში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს შეიცავს, რომელსაც ანტიდეპრესანტული და ანქსიოლიზური, შფოთვის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

    გახანგრძლივებული გამოთავისუფლების თითოეულ ტაბლეტში ტრაზოდონის დოზა 150 მგ-ს შეადგენს. ტრიტიკო CR 150 მგ-ის ერთ შეკვრაში კი 20 ტაბლეტია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში ექიმის რეცეპტით გაიცემა.

    რას მკურნალობენ ტრიტიკო CR-ის დახმარებით?

    ტრიტიკო CR სხვადასხვა წარმოშობის დეპრესიული დარღვევის

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy