ფერამესი — რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის

რკინადეფიციტურ ანემიას პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში გავრცელებულ ანემიებს შორის. იგი თანდათან, დროთა განმავლობაში ყალიბდება — საწყის ეტაპზე ორგანიზმში რკინის რაოდენობა იკლებს და ორგანიზმი დაგროვებული რკინის ათვისებაზე გადადის, ხოლო არსებული რესურსის ამოწურვის შემდეგ ყალიბდება რკინადეფიციტური ანემია, რომელიც სათანადო მკურნალობის გარეშე  შესაძლოა გახდეს სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიების განვითარების მიზეზი.

რკინის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით. ეს მიზეზები 2 ჯგუფად იყოფა:

  1. ორგანიზმის მოთხოვნილების გაზრდა რკინისადმი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს: ზრდის სწრაფი ტემპით, ორსულობა-ლაქტაციით, სისხლის დაკარგვით (მენსტრუალური სისხლდენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხშირი დონაცია და სხვა);
  2. რკინის არასაკმარისი მიღება, ან შეწოვის დაქვეითება (კვებითი დარღვევები, კუჭნაწლავის პრობლემები და სხვა).

რა სიმპტომები ახასიათებს რკინადეფიციტურ ანემიას?

რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომებია: დაღლილობა და ლეთარგია; ქოშინი; გულის ციმციმი (გულის ძგერის შეგრძნება); ფერმკთალი სახე და სიშავე თვალების ირგვლივ; თავის ტკივილი; ტინიტუსი (ხმაური ყურში, რომელიც სხეულის შიგნიდან მოდის); კანის ქავილი; გლუვი ენა; თმის ცვენა; პირის კიდეებზე მტკივნეული წყლულები და ა.შ.

თუ რომელიმე ეს სიმპტომი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაბამისი ანალიზების ჩატარების შემდეგ, დაგისვამთ შესაბამის დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას. მკურნალობის ტაქტიკა მის ტიპსა და სიმწვავეზეა დამოკიდებული და ძირითადად მოიცავს რკინის შემცველი აბების მიღებას და საკვებ რაციონში რკინის შემცველი პროდუქტების გაზრდას.

რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მედიკამენტია ფერამესი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა რკი­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი შემ­ცვე­ლო­ბით, ხოლო უკე­თე­სი შე­წო­ვის­თვის და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს C ვიტამინი.

რისგან შედგება ფერამესი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?

ფერამესის შედგენილობაში შედის: რკინის (III) ბისგლიცინატი 20%- 25მგ; ფოლის მჟავა (ვიტ B9) -400მკგ; ვიტამინი C-  50მგ.

რკინის (III) ბისგლიცინატი - უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ რკინის სწრაფ და ეფექტიან  ათვისებას, ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე. რკინის ბისგლიცინატი არ იშლება კუჭ–ნაწლავის წვენის ზემოქმედებით და შეუცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც უზრუნველყოფს რკინის სწრაფ და ადვილ ათვისებას. იგი არ ბლოკავს  ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას, არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს და არ იწვევს ყაბზობას.

ფოლიუმის მჟავა (B9) - მონაწილეობს ნორმობლასტების წარმოქმნაში, მეგალობლასტების მომწიფებაში, ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით), აგრეთვე ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის მეტაბოლიზმში. მისი მიღება ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.

ვიტამინი C -  მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციასა და ჟანგვა-აღდგენით პროცესებში; ასევე ამცირებს სისხლძარღვთა გამტარობას და  ამაღლებს ინფექციების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას. 

რისთვის გამოიყენება ფერამესი და როგორია მისი მიღების წესი 

მედიკამენტი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. ასევე ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მომატებული მოთხოვნილება რკინაზე, მაგალითად: ორსულობა და ლაქტაცია; ჭარბი მენსტრუაცია; ინტენსიური ზრდის პერიოდი; ვეგეტარიანობა; დიეტა; ხანდაზმული ასაკი; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა; ტრავმები,ქირურგიული ჩარევების შედეგად გამოწვეული სისხლის დანაკარგი; დონორობა; ჰემოდიალიზი,თირკმლის უკმარისობა; მწვავე და ქრონიკული სისხლდენა; კუჭის წყლულოვანი დაავადებები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვა; სხვადასხვა ეტიოლოგიის სისტემური და ონკოლოგიური დაავადებები; ინფექციური დაავადებების, ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განპირობებული ანემიები; ჰორმონალური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია); ტყვიით და ანტაციდებით მოწამვლა და სხვა.

ფერამესის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად. რეკომენდებული დოზაა - 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.

ფერამესის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

ფერამესის ერთადერთ უკუჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალური აუტანლობა მედიკამენტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

რეკომენდებული დოზების დაცვის შემთხვევაში, არანაირი გვერდითი მოვლენა არ აღინიშნება. ხოლო თუ დოზას გადააჭარბებთ, შესაძლოა დაფიქსირდეს შემდეგი ეფექტები: საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები (კუჭის ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა, გულისრევა ან ღებინება); შარდის ცვლილებები (შარდის ნაცრისფერი ან მუქი ფერი);

ზოგადად, ორგანიზმის რკინით გადატვირთვა საშიშია, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და სხვა გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ თუ პრეპარატის მიღებისას, გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს.