
ბისეპტოლი ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც სულფამეთოქსაზოლსა და ტრიმეტოპრიმს შეიცავს. მედიკამენტი ტაბლეტებისა და სიროფის ფორმით არის ხელმისაწვდომი და კოტრიმოქსაზოლისადმი მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ შეიქმნა.
ბისეპტოლის ერთ შეკვრაში 28 ტაბლეტია, თითოეულ ტაბლეტში კი სულფამეთოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი, შესაბამისად, 400მგ და 80მგ დოზებით. სიროფის სახით წარმოდგენილი ბისეპტოლის ერთ ფლაკონში კი 80 მლ სუსპენზია. 5 მლ სუსპენზია 200 მგ სულფამეტოქსაზოლსა და 40 მგ ტრიმეტოპრიმს შეიცავს.
პრეპარატი აფთიაქებში ორივე ფორმით, რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
რისი წამალია ბისეპტოლი?
ბისეპტოლის ძირითადი დანიშნულება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, Pneumocystis jiroveci-ით გამოწვეული პნევმონიის, ყელის, ყურისა და ცხვირის ინფექციების მკურნალობაა. პრეპარატს ასევე მიმართავენ თირკმელებისა და ქვედა საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში.
მედიკამენტი ეფექტიანია სასქესო ორგანოების ინფექციების წინააღმდეგ, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. მაგალითად, ბისეპტოლს იყენებენ პროსტატის ანთების, გონოკოკური ურეთრიტის, ვენერული წყლულისა და საზარდულის გრანულომის არსებობისას.
პრეპარატი, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, salmonella enteritis-ის, დიარეის, ასევე ნოკარდიოზის სამკურნალოდ გამოიყენება. ამასთან ერთად, ბისეპტოლით მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებს, მათ შორის ბაქტერიულ დიზენტერიას, ტიფოიდურ ცხელებას, მოგზაურთა დიარეას და ა.შ.
მედიკამენტს ზოგჯერ უნიშნავენ ბრუცელოზით დაავადებულებს. გარდა ამისა, ის გამოიყენება კანის ქრონიკული სოკოვანი ინფექციის, მათ შორის სამხრეთამერიკული ბლასტომიკოზისა და მიცეტომის დროს.
როგორ და რა დოზებით მივიღოთ ტაბლეტები და სიროფი?
გასათვალისწინებელია, რომ ბისეპტოლი მხოლოდ ექიმის მითითებების შესაბამისად უნდა გამოიყენოთ.
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები რეკომენდებულია 2 ტაბლეტი ბისეპტოლი 400 მგ/80 მგ დღეში ორჯერ. ტაბლეტები ყოველ 12 საათში ერთხელ უნდა მიიღოთ.
ქალებმა, რომლებსაც საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები აქვთ, ერთჯერადი დოზის სახით უნდა 6 ტაბლეტი ბისეპტოლი 400 მგ/80 მგ უნდა მიიღონ. ხოლო სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის, გონორეის შემთხვევაში ერთდღიანი მკურნალობა ინიშნება, რომლის განმავლობაში 5 ტაბლეტი ბისეპტოლი 400 მგ/80 მგ ორჯერ უნდა დალიოთ, ამ შემთხვევაში 12-საათიანი ინტერვალით.
საშარდე გზების ინფექციების გრძელვადიანი მკურნალობისას, რეციდივის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მოზრდილები. რაც შეეხება დოზირებას, ასეთ დროს ინიშნება 2 ტაბლეტი ბისეპტოლი 400 მგ/80 მგ დღეში ერთხელ მისაღებად. სასრუველია, წამალი საღამოს დალიოთ.
Pneumocystis jiroveci-ით გამოწვეული პნევმონიისას პრეპარატი პაციენტის წონის მიხედვით განისაზღვრება. დღეში ერთხელ 100 მგ სულფამეთოქსაზოლი/კგ სხეულის წონაზე და 20 მგ ტრიმეტოპრიმი/კგ სხეულის წონაზე. პროფილაქტიკის მიზნით კი რეკომენდებულია ბისეპტოლის ორი ტაბლეტი 400 მგ/80 მგ დღეში ერთხელ მისაღებად.
საშარდე გზების ინფექციებისა და ქრონიკული ბრონქიტის მწვავე გართულებისას, მოზრდილებში დღეში ორჯერ გამოსაყენებლად ბისეპტოლი 400 მგ/80 მგ ორი ტაბლეტი ინიშნება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადებისა და სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მათ შორის, მწვავე ინფექციების დროს სასურველია, მკურნალობა მინიმუმ 5 დღე ან სიმპტომების გაქრობის შემდეგ მაქსიმუმ 2 დღე გაგრძელდეს. Pneumocystis jiroveci-ით გამოწვეული პნევმონიის დროს მკურნალობის მინიმალური პერიოდი 14 დღეს შეადგენს.
საშარდე გზების ინფექციების თავიდან ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება 3-დან 12 თვემდე ან მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.
ბისეპტოლის სუსპენზიაც პერორალურად, ჭამის დროს ან მის შემდეგ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად მიიღება. პრეპარატის გამოყენების წინ მისი შენჯღრევაა საჭირო. ბავშვებში ძირითადად რეკომენდებულია 5 მგ-მდე ტრიმეტოპრიმი 1 კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში მისაღებად. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში კი 20 მლ სუსპენზია ყოველ 12 სთ-ში გამოსაყენებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღეს შეადგენს.
რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?
ბისეპტოლის მიღებამ შესაძლოა, უკუმოქმედებაც გამოიწვიოს, თუმცა ეს ყველა პაციენტში არ ვლინდება. იმ შემთხვევაში, თუ გვერდითი მოვლენები გაუარესდება ან შედარებით მძიმე რეაქცია გამოვლინდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება ან დიარეა. ზოგ შემთხვევაში კი აღინიშნება ენის, ღრძილების და პირის ღრუს ანთება, ასევე უჩვეულო გემო.
ბისეპტოლმა შეიძლება კანის ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, მათ შორის ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, ლაქები, მტკივნეული წყლულები, კვანძოვანი ერითემა და სხვა. ზოგჯერ პრეპარატის მიღებას თან ახლავს თავისა და სახსრების ტკივილი.
სხვა გვერდითი მოვლენები შედარებით იშვიათად ვლინდება და მოიცავს კანის მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, ჰიპოკალიემიას (სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა), ქოლესტაზურ სიყვითლეს (ღვიძლის დაავადება ნაღვლის შეგუბებით), და ტინიტუსს (ყურებში შუილი).
იშვიათ გვერდით მოვლენებში ასევე შედის კანდიდოზი, მიოპია (შორსმხედველობა), ფილტვების ალერგიული რეაქციები, მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიური შოკით, დარღვევები სისხლის ანალიზებში და სხვა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account