ხშირი შარდვა — რას მივაქციოთ ყურადღება და როდის მივმართოთ ექიმს?

ხშირი შარდვა ბავშვებში, ხშირი შარდვა ქალებში, ან მამაკაცებში, ხშირი შარდვა ღამის საათებში — რადგანაც ნოქტურია და პოლიურია (გახშირებული შარდვა)  გავრცელებული პრობლემაა მიუხედავად სქესისა, თუ ასაკისა საძიებო პლატმორმებზეც მრავალგვარი სიტყვათა შეთანხმებით ეძებენ ამ მდგომარეობებზე ინფორმაციას. 

 

გაითვალისწინეთ, რომ თუკი დღის განმავლობაში ბევრ სითხეს იღებთ, განსაკუთრებით კოფეინის შემცველობით, ან ალკოჰოლს, შესაძლოა გახშირებული შარდვა გქონდეთ. მაგრამ თუკი, ხშირი შარდვა არ არის გამოწვეული ჭარბი სითხის მიღებით, მაშინ შესაძლოა სამედიცინო მდგომარეობასთან გვქონდეს საქმე. 

 

ხშირი შარდვის ყველაზე შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციამ (UTI) , ან ეს იყოს კონკრეტული მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. თუმცა მოშარდვის მუდმივი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ისეთი ქრონიკული მდგომარეობა, როგორიცაა დიაბეტი, ან ინერსტიციული ცისტიტი, იგივე მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი. 

ხშირი შარდვის სიმპტომები

ამ დროს ყველაზე ნათელი სიმპტომია როდესაც ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გაქვთ მოშარდვის სურვილი. ეს შეიძლება იყოს დღის განმავლობაში, ან ხშირი შარდვა ღამით, რასაც ნოქტურია ეწოდება. ამ დროს საყურადღებო სიმპტომები შეიძლება იყოს:

 

  • 24 საათის განმავლობაში 8-ჯერ, ან უფრო მეტჯერ მოშარდვა
  • ღამით ერთზე მეტჯერ გაღვიძება საპირფარეშოში გასასვლელად
  • შარდვის სურვილი მაშინაც კი, როდესაც საპირფარეშოში არ გადიხართ
  • მოშარდვის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს-ეს არის საპირფარეშოდან გამოხვედით

 

შარდვის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს თავისთავად, ან სხვა ისეთ სიმპტომებთან ერთად როგორიცაა სიცხე, ტკივილი, წყურვილის სურვილი. ყურადღებით იყავით სიმპტომებთან და აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს თუკი გახშირებული შარდვა დამატებით სიმპტომებთან ერთად მიმდინარეობს. 

 

რა იწვევს ხშირ შარდვას?

 

ზოგადად, ექიმი განიხილავს თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას და განსაზღვრავს, თუ რით არის გამოწვეული ხშირი შარდვა. აქ ჩამოვთვლით გავრცელებულ გამომწვევ მიზეზებს:

 

  • ასაკი: შარდის ბუშტის მოცულობა იცვლება ასაკთან ერთად. ბევრი ხანდაზმული ადამიანი განიცდის შარდის ბუშტის შეკუმშვას,  შარდის ნაკადის შენელებას, ან ურეთრაში წნევის კლებას. შედეგად კი, შარდის ბუშტი სრულად არ იცლება, რაც იწვევს ხანდაზმულ ადამიანებში საპირფარეშოში უფრო მეტ ვიზიტს. 

 

  • დიაბეტი (ტიპი 1, ტიპი 2): გახშირებული შარდვა შეიძლება იყოს დიაბეტის ერთ-ერთი ნიშანი. შაქრიანი დიაბეტი იწვევს შარდის მატებას, რადგან სხეული ზედმეტი გლუკოზის მოშორებას ცდილობს. 

 

  • შარდმდენები: ეს მედიკამენტები გამოიყენება მაღალი წნევის დროს, ან ქსოვილებში სითხის ჭარბად დაგროვების სამკურნალოდ. მედიკამენტების ამ ჯგუფს შეუძლია შარდვის მატების გამოწვევა.

 

  • ინტერსტიციული ცისტიტი (IC): შარდის ბუშტის ამ ქრონიკულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის წნევა, ტკივილი და ხშირი შარდვის სურვილი.

 

  • ნევროლოგიური დაავადებები: მდგომარეობებმა, როგორიცაა მაგალითად ინსულტი ან პარკინსონის დაავადება, შეიძლება დააზიანოს ის ნერვები, რომლებიც შარდის ბუშტის ავსებას ან დაცლას აკონტროლებენ. ამან კი თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის პრობლემები, მათ შორის შარდვის მუდმივი სურვილი.

 

  • შარდის ბუშტის კიბო: ეს ხშირი შარდვის იშვიათი მიზეზია. შარდის ბუშტის კიბოს ხშირად თან ახლავს შარდის ხშირი მოთხოვნილება და სისხლი შარდში.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ტკივილი არ არის დამახასიათებელი, ზოგჯერ შეიძლება მაინც იყოს ტკივილი შარდვის დროს.

 

  • ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტი: ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტი ნიშნავს, რომ თქვენ განიცდით შარდვის ხშირ და გადაუდებელ მოთხოვნილებას, მაშინაც კი, როცა შარდის ბუშტი სავსე არ არის.

 

  • მენჯის ორგანოს პროლაფსი: გახშირებული შარდვა შეიძლება იყოს მენჯის ორგანოს პროლაფსის ნიშანი. როდესაც საშვილოსნოს, შარდის ბუშტის ან სწორი ნაწლავის მხარდამჭერი კუნთები და ქსოვილები სუსტდება ან იშლება, ორგანოები შეიძლება ჩამოიშალოს ნორმალური პოზიციიდან.
  • ორსულობა: თუკი ორსულად ხართ, ამ დროს შეიძლება გაზარდოს შარდვის სიხშირე. ორსულ ქალებში ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზები არის ჰორმონები და ბავშვის შარდის ბუშტზე ზეწოლა. 

 

  • პროსტატის დაავადება: კაცებში ხშირი შარდვის მიზეზი შესაძლოა პროსტატა იყოს.  პროსტატის მდგომარეობებმა, იქნება ის კეთილთვისებიანი პროსტატა ჰიპერპლაზია (გადიდებული პროსტატა), კიბო და პროსტატიტი (პროსტატის ჯირკვლის ანთება) - ამ დროს შეიძლება შეფერხდეს შარდის გადინება ურეთრაში. რაც თავის მხრივ გამოიწვევს შარდის ბუშტის არასრულ დაცლასა და ხშირ შარდვას. 

 

  • რადიაციული თერაპია: მენჯის დასხივების ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება ხშირი შარდვა გახდეს. რადიაციამ შეიძლება გააღიზიანოს შარდის ბუშტი და საშარდე გზები, რაც გამოიწვევს შარდის ბუშტის სპაზმს და საპირფარეშოში სიარულის გადაუდებელი აუცილებლობას.

 

  • საშარდე გზების ინფექცია (UTI): თუ თქვენ გაქვთ საშარდე გზების ინფექცია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ხშირი შარდვის გადაუდებელი აუცილებლობა, მაშინაც კი თუკი უკვე იყავით საპირფარეშოში და შარდის ბუშტი ცარიელია. სიმპტომები ასევე შეიძლება მოიცავდეს ტკივილს შარდვის დროს, ცხელებას და ქაფიან ან სისხლიან შარდს. საშარდე გზების ინფექციები ბევრად უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

 

გახშირებული შარდვა, ჩვეულებრივ, შესაძლოა არ იყოს სერიოზული პრობლემა, მაგრამ თუკი ეს მდგომარეობა ხელს უშლის თქვენი ცხოვრების რიტმს, მაგალითად დაგერღვათ ძილის რეჟიმი, ან საყურადღებოა სხვა თანმდევი სიმპტომებიც, აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

 

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემდეგ თანმდევ სიმპტომებს: ზურგის, ან გვერდით წელის არეში ტკივილს, წვის შეგრძნება შარდვის პროცესში, ან შემდგომ; ბუშტოვანი, ან სისხლიანი შარდი, დაღლილობა, ცხელება შემცივნებით, ან მის გარეშე, შეუკავებლობა, გაზრდილი მადიანობა, ან წყურვილის შეგრძნება, უეცარი წონის კლება, ღებინება. 

 

მედიკამენტი — კანეფრონ უნო

 

თუკი გაწუხებთ ხშირი შარდვა, შარდვის მომატებული სურვილი საშარდე გზების ანთების დროს, ან წვის შეგრძნება შარდვის დროს შესაძლოა თქვენმა მკურნალმა ექიმმა კანეფრონ უნო დაგინიშნოთ. ეს არის ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პროდუქტი, რომელიც შეიცავს ასისთავას ბალახს, ცისკარას ფესვსა და როზმარინის ფოთოლს. გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტი მოზრდილებისთვის არის და ასევე ბავშვებისთვის 12 წლის ზემოთ. 

 

კანეფრონ უნოს მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წამლის ანოტაცია, უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები. მიიღეთ მედიკამენტი თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით.