პრეპარატიგრანდაქსინი უნგრეთში, ტაბლეტების სახით იწარმოება. ის ფსიქიკური და სომატური აშლილობების სამკურნალო საშუალებაა, რომელიც აქტიურ ნივთიერება ტოფიზოპამსა და დამხმარე ნივთიერებებს: კარტოფილის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ტალკს, ჟელატინს, სტეარინის მჟავას, მაგნიუმის სტეარატსა და ლაქტოზას მონოჰიდრატს შეიცავს.
მედიკამენტის თითოეულ ტაბლეტში 50 მგ ტოფიზოპამი შედის. გრანდაქსინი 50 მგ-ის ერთ შეკვრაში კი 60 ტაბლეტია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში ფორმა №3 რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
დიპროსპანი (Diprospan) არის მედიკამენტი, რომელიც ამცირებს ქავილს, სიწითლეს, შეშუპებას და ალერგიულ რეაქციებს, ასევე ორგანიზმის ანთებით დაავადებული უბნების გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. ეს პრეპარატი გამოიყენება მრავალი სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორებიც არის:
ართრიტი;
იშიაზი (საჯდომი ნერვის ანთება);
ბურსიტი (მდგომარეობა, რომელიც მცირე ზომის, სითხით სავსე სასახსრე ჩანთებს აზიანებს);
ლუმბაგო (დაავადება, რომელსაც ხერხემალში უეცარი ტკივილის წარმოქმნა ახასიათებს, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული);
ალერტეკი ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც საქართველოში, ტაბლეტების სახით იწარმოება ის ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს შეიცავს და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება.
თითოეულ ტაბლეტში 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი შედის. ალერტეკი 10 მგ-ის ერთ შეკვრაში კი 20 ტაბლეტია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ურეთრიტი, ურეთრის ანთება, არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე, რაც იწვევს დისკომფორტს და ხშირად მტკივნეულ შარდვას. ეს ინფექციური დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ბაქტერიით, მათ შორის Escherichia coli, Neisseria gonorrhoeae და Chlamydia trachomatis.
ზოგიერთ შემთხვევაში, არაინფექციურმა ფაქტორებმა, როგორიცაა ქიმიური გამაღიზიანებლები ან ტრავმა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ურეთრიტი.
საშარდე მილის ანთება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ მის ცხოვრების ხარისხსა და ემოციურ კეთილდღეობაზე. ადრეულმა დიაგნოსტირებამ და მკურნალობამ კი შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს შედეგები და თავიდან აგვაცილოს პოტენციური გართულებები, როგორიცაა ინფექციის გავრცელება საშარდე გზების ან რეპროდუქციული სისტემის სხვა ნაწილებზე.
ქოშინი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, სინუსიტი, გაციება, თივის ცხელება და არასეზონური ალერგიული რინიტი — ეს ყველაფერი ძალიან ხშირი პრობლემებია, რომლებიც უამრავ ადამიანს აწუხებს.
სინუსიტი ცხვირის და სინუსების ანთებას გულისხმობს, რაც გამოწვეულია ინფექციით ან ალერგიული რეაქციებით და ხშირ შემთხვევაში, შეშუპებას, ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას იწვევს.
თივის ცხელება, იგივე სეზონური ალერგია, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში ძლიერდება და ბალახის, მცენარეების ან ყვავილების მტვრის გამო იწყება. არასეზონური ალერგიული რინიტი კი სეზონის გარეშე, მთელი წლის განმავლობაში ვლინდება და შესაძლოა ცხოვრების ხარისხზე სერიოზულად იმოქმედოს.
ყველა ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია და ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს ხვდება. სწორედ ამიტომ, ცხვირის სპრეი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, რომელიც სწრაფად და კომფორტულად არბილებს სიმპტომებს და ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.
ეგზემა, ფსორიაზი, სებორეა, სოკოვანი ინფექციები — ეს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემებია, რომლებიც ჩვენს კანზე ახდენს გავლენას და მის ცვლილებას განაპირობებს. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ფსორიაზის მსგავსი სიმპტომებით გამოვლინდეს, მაგრამ გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები და კონკრეტული ნიშნები სხვადასხვაგვარია.
როგორია ფსორიაზის თავისებურებები
მაშასადამე, ფსორიაზი კანის სოკო სულაც არაა და არც, მაგალითად, ეგზემის ნაირსახეობა. ის სრულიად დამოუკიდებელი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ქრონიკული ხასიათისაა. ეს ნიშნავს, რომ იგი ადამიანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქვს, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, ფსორიაზი გადამდებია თუ არა. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მისი გადადების შანსი 0-ს უდრის. ის არც ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, არც შეხებით და არც სქესობრივი კავშირით, ამიტომ მსგავსი
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account