
ენტეროსგელი არის პერორალური სუსპენზია, რომელიც გამოიყენება მწვავე დიარეისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომური მკურნალობისთვის.
ამასთანავე, ენტეროსგელი (Enterosgel) გამოიყენება საკვებით, ალკოჰოლით, მედიკამენტის მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაციების დროს, პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.
ზოგადად, ენტეროსგელი განეკუთვნება ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელ პრეპარატთა ჯგუფს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ენტეროსგელს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსიკური ნივთიერებები.
როგორია ენტეროსგელის შედგენილობა — ანოტაცია
100 გრამი ენტეროსგელის შემადგენლობაში შედის პოლიმეთილსილოქსანის პოლიჰიდრატი - 70 გრამი და გასუფთავებული წყალი - 30 გრამი.
აღსანიშნავია, რომ ენტეროსგელი არ შეიცავს: კონსერვანტებს, გლუტენს, შაქარს, დამატკბობელს, ლაქტოზას, ცხიმს, არომატიზატორებს, საღებავებს, მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. ამასთან, მედიკამენტი არ შეიცავს ალკოჰოლს და შესაბამისად, არ იწვევს დამოკიდებულებას.
იგი დაფუძნებულია ორგანულ მინერალზე, რომელსაც აქვს ნაწლავის ზოგიერთი ტოქსიკური და მავნე ნივთიერების (მაგალითად: ენდოტოქსინები, ენტეროტოქსინები) შეწოვის უნარი. გარდა ამისა, ენტეროსგელი არის სრულიად არაალერგიული მედიკამენტი.
ვინ არ უნდა მიიღოს პრეპარატი
ენტეროსგელის გამოყენება შესაძლებელია როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ასევე ბავშვებში 1 თვის ასაკიდან.
გარდა ამისა, ენტეროსგელის მოხმარება შეუძლიათ ორსულებსა და მეძუძურ დედებს. თუმცა, მნიშვნელოვანია გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
ენტეროსგელის გამოყენება შესაძლებელია მათთვისაც, ვისაც აქვს კანის პრობლემები (აკნე, ატოპიური ეგზემა, ბავშვთა დიათეზი).
ენტეროსგელის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ:
- იღებთ დიარეის სამკურნალო სხვა მედიკამენტს
- გაქვთ ნაწლავის ატონია (მძიმე ყაბზობა ნაწლავის გაუვალობის გამო).
ენტეროსგელის მიღების წესი და დოზირება
ენტეროსგელი მიიღება წყალში გაზავებული დღეში 3-ჯერ. მედიკამენტის მიღება სასურველია ჭამამდე 2 საათით ადრე ან ჭამის შემდეგ.
თუმცა ენტეროსგელის მიღება შესაძლებელია ადგილობრივადაც - კანზე (სახეზე) წასმა. გამომდინარე იქიდან, რომ კანის პრობლემების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა, მსგავსი პრობლემების დროს მნიშვნელოვანია ენტეროსგელის გამოყენება.
ენტეროსგელის გამოყენებამადე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ასევე სასურველი დოზები.
1 წლამდე ბავშვებში - 2.5 გრამი (გაზავებული 7.5–15 მლ წყალში), 3-ჯერ დღეში. თუმცა გამოყენებამდე გირჩევთ გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.
1-6 წლამდე ბავშვებში - 5 გრამი |დაახლოებით 1 ჩაის კოვზი| (გაზავებული 50-100მლ წყალში), 3-ჯერ დღეში.
7-14 წლამდე ბავშვებში - 10 გრამი |დაახლოებით 2 ჩაის კოვზი| (გაზავებული 50-100მლ წყალში), 3-ჯერ დღეში.
15+ ბავშვებში და მოზრდილებში - 15 გრამიდან 22.5 გრამამდე |დაახლოებით 1 სუფრის კოვზი| (გაზავებული 200მლ წყალში), 3-ჯერ დღეში.
ენტეროსგელით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დიარეის მიმდინარეობასა და სიმწვავეზე.
მწვავე დიარეის დროს ენტეროსგელი გამოიყენება 3-5 დღე, ქრონიკული დიარეის დროს კი მაქსიმუმ 21 დღე.
ენტეროსგელის გვერდითი მოვლენები და შენახვის პირობები
როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, ენტეროსგელსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები: ყაბზობა და გულისრევა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გვერდითი მოვლენების გამოვლენა ენტეროსგელის მიღებისას არის ძალიან იშვიათი.
რაც შეეხება პრეპარატის შენახვის პირობებს:
- შეინახეთ 4 °C-დან 30 °C-მდე ტემპერატურაზე
- არ გაყინოთ მედიკამენტი
- მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და სითბოს
- არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account