Ornaenzym - ორნაენზიმი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 31,25 GEL რეგულარული ფასი 43,40 GEL
მარაგშია
SKU
64866_1666
ჩვენება: კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიის სახით: მუკოვისციდოზი; ქრონიკული პანკრეატიტი; პანკრეატექტომია; კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე; სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია;

          ორნაენზიმი (Ornaenzym)

ჩანართი ინფორმაცია პაციენტებისთვის                                          

ლიპაზა 6750  Ph. Eur.

გასტრორეზისტენტული კაფსულები

კუჭქვეშა ჯირკვლის ნატურალური ფერმენტები.

 

პრეპარატ ორნაენზიმის აღწერა და გამოყენება.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები

აღწერილობა: მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა.

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

ღორის პანკრეატინი 150 მგ ენზიმური აქტივობით:

(ლიპაზა   6750 ერთ  Ph. Eur.

ამილაზა 6300 ერთ  Ph. Eur.

პროტეაზა 450 ერთ  Ph. Eur.)

პეპსინი 10 მგ (2000  Ph.Eur.units/g)

კამა (მშრალი ექსტრაქტი) 20 მგ

ბრომელაინი 100 მგ  (1200 GDU/g)

პაპაინი 100 მგ (100 TU/mg)

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალიზებული ცელულოზა,ჰიპერმელოზა,პექტინი,მაგნიუმის სტეარატი,სილიციუმის დიოქსიდი,გაწმენდილი წყალი,ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორნაენზიმი შეიცავს კუჭქვეშა ჯირკვლის ნატურალურ ფერმენტებს – ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზას. ეს ნივთიერებები, ხვდება რა წვრილ ნაწლავში საკვების მიღების შემდეგ, იძლევა საკვების ცალკეულ კომპონენტებზე დანაწევრების საშუალებას. ლიპაზა მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში, ამილაზა – ნახშირწყლების, პროტეაზა -ცილების. ღორის წარმოშობის პანკრეატინი-ის  კომპონენტები პრაქტიკულად იდენტურია იმისა, რასაც შეიცავს ადამიანის ორგანიზმი. კაფსულები იხსნება კუჭში, რომლებიც მდგრადია მარილმჟავას მოქმედებისადმი. ფერმენტები, რომლებიც გამოთავისუფლდება წვრილ ნაწლავში, ახდენენ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დეფიციტის კომპენსირებას.

 პეპსინი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ერთ-ერთი ძირითადი პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც მიეკუთვნება პეპტიდ-ჰიდროლაზების ჯგუფს. იგი გამომუშავდება კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებში არააქტიური ფორმით – პროფერმენტ პეპსინოგენის სახით, რომელიც კუჭის შიგთავსში მარილმჟავას ზემოქმედებით გარდაიქმნება აქტიურ ფერმენტ პეპსინად. პეპსინი იწვევს პეპტიდური ბმების ჰიდროლიზს და შლის პრაქტიკულად ყველა ბუნებრივ ცილას, პროტამინებისა და კერატინების გარდა. ფერმენტი აკატალიზებს ტრანსპეპტიდირების რეაქციას. პეპსინი ოპტიმალურ აქტივობას ავლენს pH 2.0-ზე. დაახლოებით pH 5.0-ზე გარდაქმნის კაზეინოგენს კაზეინად და იწვევს რძის შეხაჭოებას. pH-ის მომატების შემთხვევაში ფერმენტის აქტივობა მცირდება. იგი იშლება თორმეტგოჯა ნაწლავში პანკრეასის ფერმენტების ზემოქმედებით.

 კამა შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს.კამის ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას და ნაწლავებიდან აირთა გამოდევნას. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს. ჩვილებში გამოიყენება ნაწლავური კოლიკის  დროს.

 პაპაინი –პროტეოლიზური ფერმენტი Carica Papaya, წარმოადგენს დაუმწიფებელი ხილის წვენიდან დამზადებული ენზიმების ნარევს. იგი ძირითადად შეიცავს პროტეოლიზურ ფერმენტებს: პაპაინს და ქიმოპაპაინს, რომლებიც ახდენენ პოლიპეპტიდების, ამიდების და ეთერების ჰიდროლიზს. მისი მოქმედება წააგავს ბუნებრივი ფერმენტული პეფსინის მოქმედებას.

 ბრომელაინი ანანასის ექსტრაქტიდან გამოყოფილი ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია. ის ააქტივებს სხვა ფერმენტებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავის ფუნქციურ აქტივობას, ორგანიზმიდან გამოდევნის მეტაბოლიზმის და ტოქსიურ პროდუქტებს, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, შლის სისხლძარღვების კედლებზე წარმოქმნილ ქოლესტერინის ფოლაქებს, აქვს ანტითრომბოზული მოქმედება. ბრომელაინი აქვეითებს შიმშილის გრძნობას, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, ამიტომაც წარმატებით გამოიყენება მადის დასაქვეითებლად. ბრომელაინი შლის ცხიმებს, აფერხებს მათ ჩალაგებას ცხიმოვან დეპოში და ეფექტურად გამოიყენება ჭარბი წონის კორექციისთვის. ბრომელაინს გააჩნია ანტიკანცეროგენული და იმუნიტეტის მასტიმულირებელი ფუნქცია.ბრომელაინი ნახშირწყლოვანი და ცილოვანი ცვლის ძლიერი კატალიზატორია;აქვს მოქმედების ფართო სპექტრი; ზრდის ფერმენტულ აქტივობას; უზრუნველყოფს ცილოვანი საკვების დაშლას და ათვისებას ორგანიზმის მიერ.აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ჩვენება:

კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიის სახით:

  • მუკოვისციდოზი;
  • ქრონიკული პანკრეატიტი;
  • პანკრეატექტომია;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
  • სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია;

საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს სიმპტომური თერაპიის სახით:

  • ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) შემდგომი პერიოდი;
  • კუჭის ნაწილობრივი რეზექცია (ბილროტ-I/II);
  • ტოტალური გასტრექტომია;
  • დუოდენო და გასტროსტაზი;
  • ბილიარული ობსტრუქცია;
  • ქოლესტაზური ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ციროზი;
  • დისპეფსია

პრეპარატი გამოიყენება ასევე:

  • საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით;
  • მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადების მიზნით.

ორნაენზიმის გამოყენების წესი და დოზირება:

ყოველთვის მიიღეთ ორნაენზიმი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას, თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება. თუ თქვენ არ მიგიღიათ დოზა საკვების მიღების დროს, დაელოდეთ საკვების მომდევნი მიღებას და გაარძელეთ კაფსულების რეგულარული მიღება.

დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის და საკვების შემადგენლობის მიხედვით.

კაფსულას ყლაპავენ მთლიანად, საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით.

თუ პაციენტს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა (პატარა ბავშვები ან ხანდაზმული ასაკის პაციენტები), შეიძლება კაფსულის გახსნა და კაფსულის შიგთავსის შერევა სითხესთან ან თხევად საკვებთან, რომელიც არ საჭიროებს დაღეჭვას და აქვს მჟავე გემო (ვაშლის პიურე, ხილის წვენი). ასეთი ნარევის გადაყლაპვა საჭიროა შერევისთანავე, დაღეჭვის გარეშე.

რეკომენდირებული საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს ლიპაზას 1000 ერთ  Ph. Eur. კგ სხეულის მასაზე საკვების ყოველ მიღებაზე, 4 წლიდან ბავშვებში – 500 ერთ  Ph. Eur. კგ სხეულის მასაზე საკვების ყოველ მიღებაზე. მაგრამ დოზის კორექტირება შეიძლება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის, სტეატორეის სიმპტომების გამოხატულების და კვების მდგომარეობის შესაბამისად.

ფიბროზული კოლონოპათიის გაჩენის შესაძლებლობის გამო კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დიდი დოზების მიღების შემთხვევაში, პაციენტების უმეტესობისთვის არ არის რეკომენდირებული ლიპაზას 10 000 ერთეულზე/კგ/დღეში მეტი მიღება.

დოზა კუჭქვეშა ჯირკვლის ეკზოკრინული უკმარისობის სხვა სახეობებისთვის:

დოზა შერჩეული უნდა იქნას ინდივიდუალურად პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარების და საკვების შემადგენლობის მიხედვით.

მკურალობას იწყებენ მცირე დოზებით:  1 კაფსულა დღეში 1-4 -ჯერ თითოეული კვებისას.რეკომენდირებულია მინიმალური ეფექტური დოზების მიღება.

ორნაენზიმის მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს მიღწეული ეფექტის და კვების ხასიათის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, ორნაენზიმს გააჩნია გვერდითი ეფექტები.    

ორნაენზიმის მკურნალობის მსვლელობაში შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, ღებინება, შეკრულობა. მუცლის ტკივილი, კანის გაღიზიანება ანუსის გარშემო. ეს ეფექტები ჩვეულებრივ მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

მძიმე გვერდითი ეფექტები შესაძლებელია ძალიან იშვიათად, თუ აღნიშნება კიდურების, სახის, ხახის შეშუპება, ვითარდება სისუსტე ან სიყვითლე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ორნაენზიმის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა. ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია პრეპარატზე. ხახის შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. თუ თქვენ გაქვთ მუცლის შებერვის შეგრძნება, ტკივილი, სპაზმები ნაწლავში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნაწლავური გაუვალობის გამოსარიცხად.

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება :

  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებები სისხლში ბილირუბინის მაღალი დონით;
  • მექანიკური სიყვითლე;
  • ნაღვლის ბუშტის ემპიემა;
  • ნაწლავის გაუვალობა;
  • მწვავე პანკრეატიტი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფერმენტული პრეპარატების გამოყენების უსაფრთხოების არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, პრეპარატი აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი შედეგი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე გავლენის უარყოფით რისკს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტთან.

გამოშვების ფორმა:  მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა N30.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

პროდუქციის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია ,,ORNADO MEDCINE’’-დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი <<PRIMEA LIMITED>> ინგლისი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy