Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მენოპაუზა 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 31,23 GEL რეგულარული ფასი 44,55 GEL
მარაგშია
SKU
27931_651

ჩვენება: ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში.

დოპელჰერცი აქტივი მენოპაუზა

სპეციალური ხაზი

დოპელჰერცი აქტივი მენოპაუზა ბუნებრივად არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს პრე, მენო, და პოსტმენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს.

  • არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს
  • ამცირებს მენოპაუზის მიერ გამოწვეულ სიმპტომებს
  • ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ
  • უნარჩუნებს კანს, თმას, ფრჩხილებს სიჯანსაღეს
  • აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს მენოპაუზის ყველა ფაზაში

სოიოს იზოფლავონოიდები გამოირჩევა ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით, რომლებიც განსხვავებით ენდოგენური ესტროგენებისგან და ჩანაცვლებითი ჰორმონალური პრეპარატებისგან არჩევითად ზემოქმედებენ მხოლოდ β რეცეპტორებზე და ესტროგენების მოქმედების პოტენცირებით ამცირებენ ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებულ სიმპტომებს, როგორიცაა წამოხურება (ალები), ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა.

B ჯგუფის ვიტამინები - მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის: აუმჯობესებს სინაფსში ნერვული იმპულსების გატარებას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, აწესრიგებს ძილს, როგორც ანტისტრესული ნაკრები, სასარგებლოა სტრესის, დეპრესიის და კარდიოვასკულარული დაავადებების მიზეზებთან და სიმპტომებთან საბრძოლველად

ვიტამინი D - ხელს უწყობს ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შენარჩუნებას.

კალციუმი მიკროელემენტია, რომელიც სხეულის ყველა სახის ქსოვილშია. მოზრდილ ადამიანში კალციუმის დღიური დანაკარგი შეადგენს 200-350 მგ-ს და იზრდება ფიზიკური დატვირთვისას და სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში.

ჩვენება:

ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში:

  • წამოხურება (ალები)
  • გაძლიერებული ოფლიანობა
  • გულის ფრიალი, გულის რითმის დარღვევა
  • თავბრუხვევა, თავის ტკივილი
  • დეპრესია, მომატებული გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა
  • ძილის დარღვევა
  • სასქესო ორგანოების სიმშრალე, ქავილი
  • კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის დაქვეითება
  • სახსრების ტკივილი

უკუჩვენება:

შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: სოიოს იზოფლავონიდები - 50 მგ, კალციუმი - 500 მგ, ვიტამინი D3 -5 მკგ, ვიტამინი B1 - 1,4 მგ, ვიტამინი B2 - 1,6 მგ, ვიტამინი B6 - 2,0 მგ, ვიტამინი B12 - 3,0 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა:

№30 ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Solgar - სოლგარი მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისათვის 50 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy