მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

განსაკუთრებული ფასი 29,38 GEL რეგულარული ფასი 58,76 GEL
მარაგშია
SKU
89890_1477

ჩვენება: ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

ამვილაბი/მაგნიუმის გლიცინატი

მაღალი აბსორბციის მქონე მაგნიუმის გლიცინატი

ამვილაბის მაგნიუმის გლიცინატი წარმოადგენს მაღალი ბიოშეღწევადობის ფორმას, რომელიც აერთიანებს მაგნიუმს ამინომჟავა გლიცინთან. მაგნიუმის ხელატურ ფორმას განსაკუთრებით ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი, მაგნიუმის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, მაშინაც კი როდესაც კუჭის მჟავიანობა არის დაქვეითებული, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ. მაგნიუმის გლიცინატი დამატებით შეიცავს მაგნიუმის ოქსიდს, რომელიც აძლიერებს მაგნიუმის კიდევ უკეთ ათვისებას და უზრუნველყოფს მაგნიუმის დეფიციტის სწრაფად შევსებას ორგანიზმში.

მაგნიუმი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და ენერგიის წარმოქმნაში. მაგნიუმის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება საკვები პროდუქტების ან კვებითი დანამატების სახით. მაგნიუმის უდიდესი ნაწილი (53%) ლოკალიზებულია ძვლებში, დანარჩენი კი რბილ ქსოვილში, უჯრედგარე სითხეში მაგნიუმის მხოლოდ 1% გვხვდება. მაგნიუმი უჯრედშიდა იონია, ის როგორც კოფაქტორი სჭირდება უჯრედულ მეტაბოლიზმსა და უჯრედულ ციკლში ჩართულ 200-მდე ფერმენტს. 

·        ხელს უწყობს ნერვულ და კუნთოვან უჯრედებს შორის ელექტრული იმპულსების გადაცემას, რითაც ხელს უწყობს როგორც გულის, ასევე ტვინის მუშაობას

·        არეგულირებს გულის რითმს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას

·        მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეს, ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას

·        ამცირებს კუნთების სპაზმს

·         დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე

·        ამცირებს სტრესის სიმპტომებს,  გაღიზიანებას, აგზნებას, დეპრესიისადმი მიდრეკილებას

·        აუმჯობესებს ძილის ხარისხს

·        ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას

·        როგორც კალციუმის ანტაგონისტი, ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას

·        არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს

·        ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობას

ჩვენება:

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

·        ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია

·        გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია

·        მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა

·        გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

·        კუნთების ტკივილი და სპაზმი

·        პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი

·        შაკიკი 

·        ასთენიური სინდრომი

·        თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები

·        ორსულთა ტოქსიკოზი, საშვილოსნოს მომატებული ჰიპერტონუსი

·        შაქრიანი დიაბეტი

შემადგენლობა:

მაგნიუმის გლიცინატი - 200 მგ. 

დოზირება:

1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. 

გამოშვების ფორმა:

N60 მცენარეული კაფსულა. 

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.  

ამვილაბის ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ :Amvilab - ამვილაბი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy