Pure - ფიური ბიოტინი 8მგ 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 54,96 GEL რეგულარული ფასი 60,40 GEL
მარაგშია
SKU
89014_3326

ჩვენება: თმა, კანი, ფრჩხილის ჯანსაღი სტრუქტურის შესანარჩუნებლად, მეტაბოლური პროცესების გასაძლიერებლად, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად.

ფიური®ბიოტინი 8 მგ

პრემიუმ ხაზის ბიოტინი - თმა, კანი, ფრჩხილის ჯანსაღი სტრუქტურის შესანარჩუნებლად, მეტაბოლური პროცესების გასაძლიერებლად, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად.

ბიოტინი აუცილებელია ორგანიზმში გლუკოზის სინთეზისთვის, ინსულინის წარმოებისთვის, ნერვული უჯრედების და საოფლე ჯირკვლების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, მის მოლეკულურ სტრუქტურაში შედის გოგირდი, რომელიც შეუცვლელია ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილისთვის. ბიოტინი მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, მნიშვნელოვანია ჰემოპოეზისთვის. 

ფიური®ბიოტინი:

·        მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების მეტაბოლიზმში და ენერგიის გამომუშავებაში, უჯრედის დნმ-ის სინთეზში (1-2)

·        ხელს უწყობს ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის შენარჩუნებას (4)

·        მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში 

·        აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას

·        არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ხელს უშლის II ტიპის დიაბეტის განვითარებას (3)

·        აძლიერებს იმუნიტეტს

·        ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას

·        უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნაწლავის მიკროფლორის ჯანსაღ ფუნქციონირებას

ბიოტინი -  ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილი

ვიტამინი B7 -"სილამაზის ვიტამინი" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმა, კანი, ფრჩხილისთვის, ხელს უწყობს კერატინის სინთეზს, უმნიშვნელოვანესია თმის ზრდის და თმის ფოლიკულის განვითარებისთვის, განაპირობებს ბუნებრივ, რეგენერაციულ პროცესებს თმის ძირებში. მისი დეფიციტი აუტოიმუნური დაავადებების და სებორეას განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ბიოტინის ნაკლებობის დროს ზიანდება თმის ღერის სტრუქტურა, იგი ხდება მყიფე, მტვრევადი, რაც იწვევს თმის ცვენას, წარმოიქმნება ქერტლი, აღინიშნება ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე. 

ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება - გაახალგაზრდავებაში. ამცირებს გამონაყარს, ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე, ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, სიმტკიცეს უბრუნებს მტვრევად ფრჩხილებს, ხელს უწყობს მათი ზრდის პროცესს.

ბიოტინი და ნერვული სისტემა

გლუკოზა ორგანიზმს სჭირდება თავის ტვინის და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი B7 ხელს უწყობს გლუკონეოგენეზს, გლუკოზის ბუნებრივ წარმოებას არანახშირწყლოვანი ნაერთებისგან და არეგულირებს მის ნორმალურ დონეს სისხლში. ბიოტინის დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს როგორც ფსიქო-ემოციურ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე, ამის თავიდან ასაცილებლად, შაქრიანი დიაბეტის ან სისხლში დაბალი გლუკოზის მქონე პირებმა უნდა მიიღონ დამატებით ვიტამინი B7.

ბიოტინი და სპორტი 

ვარჯიშის დროს სისხლში გლუკოზის დონე მცირდება, ორგანიზმი იწყებს მის სინთეზს კუნთებსა და ღვიძლში დეპონირებული გლიკოგენის დაშლით, მაგრამ ეს მარაგი შეიძლება არ იყოს საკმარისი. გლუკოზის დონის შემცირება იწვევს სისუსტეს და სიმძიმეს კუნთებში. ბიოტინი აჩქარებს გლუკონეოგენეზის პროცესს, რაც ზრდის გლუკოზის მარაგს დამღლელი ვარჯიშის დროსაც კი, ამასთან კუნთოვანი მასის ზრდა დამოკიდებულია ჯანსაღ მეტაბოლიზმზე, რაც მოითხოვს ბიოტინის ადექვატურ დონეს ორგანიზმში. 

ჩვენება:

ბიოტინის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების კომპლექსური თერაპია და პროფილაქტიკა:

·        სებორეული დერმატიტით გამოწვეული ალოპეცია

·        სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა: მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ქიმიოთერაპიის და ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის, ქერტლი

·        მტვრევადი თმა, გაყოფილი ბოლოები, სიმელოტე, ნაადრევი ჭაღარა

·        ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევა (მტვრევადობა, აშრევება, ზრდის დარღვევა)

·        კანის სტრუქტურული ცვლილებები, მომატებული ცხიმიანობა ან სიმშრალე, ნაოჭები, აკნე, პილინგი, კანდიდოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, დერმატოზები

·        ჰიპერგლიკემია, დიაბეტური ნეიროპათია

·        ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუარესება (აპათია, მომატებული გაღიზიანება და დაღლილობა, ძილიანობა, კუნთების სისუსტე)

·        დაღლილობა, სტრესი

·        მეტაბოლიზმის დარღვევა

·        ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

·        ხშირი დიეტა

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ბიოტინი - 8მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი). 

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან. 

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

ბიოტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სისხლის ანალიზის შედეგებზე. დაელოდეთ მინიმუმ 8 საათი ბიოტინის მიღებას და სისხლის ანალიზის აღებას შორის. აცნობეთ ექიმს თქვენს მიერ მიღებული ბიოტინის ნებისმიერი დანამატის შესახებ. 

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა. 

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ. 

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.

ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური

References:

1.       Wolf B, et al. Pediatric Research. 1979. 13; 1275?1279.

2.       Revilla-Monsalve C, et al.Biome Pharmacother. 2006 May;60(4):182-5.

3.       Rodriguez-Melendez R, et al. J Nutr Biochem. 2003 Dec;14(12):680-90.

4.       Hochman LG, et al. Cutis. 1993 Apr;51(4):303-5.

მეტი ინფორაცია
Units60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy