Pileje Phytostandard - პილეჟე ფიტოსტანდარტი კვიპაროს 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 55,56 GEL რეგულარული ფასი 59,10 GEL
მარაგშია
SKU
65196_2863

ჩვენება: გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

პილეჟე ფიტოსტანდარტი კვიპაროს 30 ტაბლეტი

ნატურალური კომპლექსი იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი.

შემადგენლობა:

4 ტაბლეტი შეიცავს: კვიპაროსის ექსტრაქტი - 496 მგ; ექინაცეას ექსტრაქტი - 128 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოსტანდარტი კვიპაროსი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე. 

კვიპაროსის ექსტრაქტი შეიცავს პროანტოციანიდინებს, აქვს ძლიერი ანტივირუსული  (ვიროციდული და ვიროსტატიკური) ანტიბაქტერიული და  ანტიფუნგალური მოქმედება. პროციანიდინი კონიუგირებს ვირუსის ზედაპირის გლიკოპროტეინთან, აინჰიბირებს მის ადჰეზიას მასპინძელ უჯრედზე, რითაც ხელს უშლის ვირუსის უჯრედში შეჭრას, ზღუდავს მის რეპლიკაციას. პროციანიდინები, ასევე ახდენს ვირუსების ინაქტივირებას უჯრედის გარეთ.

ექინაცეა ბუნებრივი ძალების გააქტიურების გზით, ახდენს ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის  სტიმულაციას,  შეიცავს პოლისაქარიდებს, გლიკოპროტეიდებს, ფლავონოიდებს, გააჩნია იმუნომასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური მოქმედება. მასში შემავალი პოლისაქარიდები ზრდიან მაკროფაგებისა და ნეიტროფილების ფაგოციტურ აქტივობას. ექინაცეა ზრდის სპეციფიკური ანტისხეულების დონეს, რომლებიც ანეიტრალებენ ვირუსებსა და ბაქტერიებს, ასტიმულირებს ინტერლეიკინ 1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას და ავლენს ანტივირუსულ მოქმედებას.

ჩვენება:

გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით

·        გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

·        სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება

·        ორგანიზმის საერთო გადაღლა

·        დაცვა სეზონური ინფექციებისგან

·        ხშირი ავადობა, დაქვეითებული იმუნური სისტემა

დოზირება:

საპროფილაქტიკოდ მიიღება 2 ტაბლეტი დღეში  - კვირაში 4 დღე 1 თვის განმავლობაში, სამკურნალოდ მიიღება გაციების პირველივე ნიშნებისას  6-8 ტაბლეტი დღეში - 4 - 5 დღის განმავლობაში. 

გაფრთხილება:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გამოშვების ფორმა:

N30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

ასევე, იხილეთ : Pileje Immuchoc - პილეჟე იმუშოკი იმუნიტეტი 15 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy