ბრეინიდი ტაბ. N30

განსაკუთრებული ფასი 41,25 GEL რეგულარული ფასი 58,12 GEL
მარაგშია
SKU
63827_2537

ბრეინიდი გამოიყენება: • ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმების დროს, რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა.  ქრონიკული ცერებროვასკულური პათოლოგიების დროს. პაციენტებში ასაკობრივი დემენციით და ალცჰაიმერის დაავადებით.

ბრეინიდი

Brainneed

(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი)

 

 

შემადგენლობა:

ერთი  ტაბლეტი შეიცავს:

ცერებროპროტეინის ჰიდროლიზატს    -  90 მგ.

Cerebroproteinhydrolysate   -  90 mg

 

ბრეინიდი გამოიყენება:
• ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმების დროს,    რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლის დროს.
 • იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომ აღდგენით პერიოდში. ბრეინიდის გამოყენება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონე ავადმყოფებში ამცირებს ინსულტის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულებას და აუმჯობესებს რეკონვალესცენციის პერიოდის მიმდინარეობას.
• თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს (ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმა.

  • თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.
    • ქრონიკული ცერებროვასკულური პათოლოგიების დროს.
  • პაციენტებში ასაკობრივი დემენციით და ალცჰაიმერის დაავადებით.


მოქმედების მექანიზმი:

  • გააჩნია ნოოტროპული მოქმედება. • აუმჯობესებს და არეგულირებს ნეირონულ გადაცემას, ახდენს სინაპსური პლასტიურობის მოდულაციას.                                                                                                   
  •  • ხასიათდება ნეიროსპეციფიური მულტიმოდალური ეფექტით.                                             
  •  • ასტიმულირებს თავის ტვინში ცილების აერობულ ცვლას, იცავს ნეირონებს ლაქტაციდოზის დამაზიანებელი მოქმედებისგან.                                                                   
  • • ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის პროცესს, ახდენს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ინჰიბირებას.                                                                              
  • • ახდენს კალციუმ დამოკიდებული პროტეაზების ბლოკირებას, ამცირებს გლუტამატის ნეიროტოქსიურ მოქმედებას.                                                                               
  •  • ზრდის ნეირონების მდგრადობას ჰიპოქსიისა და იშემიის პირობებში.

გვერდითი ეფექტები:

თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ცხელება, გაღიზიანებადობა.

სიფრთხილის ზომები

  • არ გამოიყენოთ თუ მკურნალობთ კოლხიცინით, ქლორამფენიკოლით, ამინოსალიცილის მჟავათი.
  • •არ მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად.

წინააღმდეგ ჩვენება:                                                                                                                  

ეპილეფსია, თირკმლის მძიმე დაავადებები, ჰიპერმგრძნობელობა ჰიდროლიზებული ცილის მიმართ.                                                                                                                                                                                                             

ორსულობა და ლაქტაცია

ბრეინიდის უსაფრთხოება არ არის დადგენილი ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ უმჯობესია ამ პერიოდში არ გამოიყენოთ.

დოზირება:

1 ან 2 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება:

არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მეტი დოზა. დოზის გაზრდა არ გააუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს.                                                                                                              

ძალიან მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, დიარეა.                                                                          ასეთ შემთხვევაში მიმართეთ სამკურნალო დაწესებულებას და ექიმს.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, 30 ტაბლეტი შეფუთვაში.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას 30 ° C ტემპერატურამდე.

WEST-COAST International Inc.

 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy