Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი იმუნი სიროფი 250მლ

56,56 GEL
მარაგშია
SKU
85043_651

ჩვენება: ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

დოპელჰერცი სისტემი იმუნი

სიროფი მთელი ოჯახისთვის

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

სელენი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს, გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობისას კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (გულსისხლძარღვთა სისტემა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები და ა.შ).

თუთია უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ფერმენტულ რეაქციებში, დნმ-ს და ცილის სინთეზში.

ვიტამინი D3 არეგულირებს 200-ზე მეტი გენის ფუნქციას, იგი გავლენას ახდენს: იმუნურ სისტემაზე, ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატის და რკინის შეწოვაზე, ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობაზე, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, მაკროფაგების გამრავლების პროცესში, აძლიერებს მათ აქტივობას და მობილობას, ხელს უწყობს რკინის უკეთ შეთვისებას და სხვ.

ვიტამინი A ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას, იცავს კანს და ლორწოვან გარსს გამოშრობის და მაცერაციისგან, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას ავადმყოფობის შემდეგ.

ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, საუკეთესოა ალცჰაიმერის დაავადების და სიმსივნური უჯრედების პრევენციისთვის.

ჩვენება:

• მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

• გრიპი და გაციება

• იმუნიტეტის დაქვეითება

• ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი

• არაბალანსირებული კვება

• ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი

• ხანდაზმული ასაკი

• ფსიქო-ემოციური სტრესი

• მალნუტრიცია

შემადგენლობა:

სიროფის 10 მლ შეიცავს: ვიტამინი A - 300 მკგ, ვიტამინი D3 - 5 მკგ, ვიტამინი E - 12 მგ, ვიტამინი C - 150 მგ, თუთია - 5 მგ, სელენი - 8,25 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 4 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში 10 მლ დღეში. მოყვება საზომი ჭიქა.

გამოშვების ფორმა:

250 მლ სიროფი ტროპიკული ხილის არომატით.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი A-Z 40 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy