Amvilab - ამვილაბი დეტოქს ფორმულა 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 29,58 GEL რეგულარული ფასი 59,17 GEL
მარაგშია
SKU
87544_1477

ჩვენება:ორგანიზმის გაწმენდა შლაკების და ტოქსინებისგან პარაზიტული დაავადებები .

ამვილაბი/დეტოქს ფორმულა

მცენარეული კომპლექსი კუჭ-ნაწლავის დეტოქსიკაციისთვის, ანტიპარაზიტული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით

ამვილაბის  დეტოქს ფორმულა წარმოადგენს კომბინირებული მოქმედების მცენარეულ კომპლექსს, რომელიც წმენდს ორგანიზმს პარაზიტების და მავნე მიკროორგანიზმებისგან. მასში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიჰელმინთური, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და პრებიოტიკური თვისებები. პარაზიტების დაშლის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით ტოქსინები, რომელთა ღვიძლში განეიტრალების პროცესს ახდენს ამვილაბის დეტოქს ფორმულა. აღნიშნული ფიტოკომპლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას მავნე პარაზიტების და მიკროორგანიზმებისგან, ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას.

გოგრის თესლის ექსტრაქტი - ნაწლავის პარაზიტებთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა, მას აქვს გამოხატული ანტიჰელმინთური, დეტოქსიკაციური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.

შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი -  ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრას და შარდის ბუშტში, ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას უროეპითელურ უჯრედებზე, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული (განსაკუთრებით E.coli-ის მიმართ) და ანტიოქსიდანტური მოქმედება. შტოშის ექსტრაქტი ამცირებს სხვადასხვა ინფექციების და ცისტიტის განვითარების რისკს.   

ნივრის ბოლქვის ექსტრაქტი - აქვს ანტიპარაზიტული, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური ფლორის შენარჩუნებას. ნივრის ექსტრაქტი ანტიოქსიდანტური მოქმედების შედეგად იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

შავი კაკლის თესლის ფხვნილი - ხასიათდება სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული, იმუნომასტიმულირებელი თვისებებით.  

ვაშლის პექტინი - შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას და აქვს გამოხატული დეტოქსიკაციური თვისებები.

პაპაიას ხილის  ექსტრაქტი - შეიცავს ფერმენტ პაპაინს, რომელიც მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში.

ჭიანჭველას ხის ქერქის ექსტრაქტი - გამოირჩევა სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით.

აბზინდას ექსტრაქტი - აქვს გამოხატული ანტიჰელმინთური მოქმედება, განსაკუთრებით ეფექტურია ლამბლიოზის სამკურნალოდ, აქრობს ანთებით პროცესებს ნაწლავებში, ხსნის მუცლის ტკივილს და სპაზმს.

ორეგანოს ყურძნის ფესვის ექსტრაქტი, ოქროსფერი ფესვი და ექინაცეას ფესვის ექსტრაქტი - აქვთ გამოხატული ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური მოქმედება და აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

ჩვენება:

·        პარაზიტული დაავადებები 

·        ჭიებით და პროტოზოებით ინვაზია (ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ლამბლიოზი, ამებიაზი)

·        პირები, რომელთაც  აქვთ ან ჰქონდათ კონტაქტი პარაზიტულ ინფექციებთან

·        საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში

·        დისკომფორტი მუცლის არეში: დისპეფსიური მოვლენები, მეტეორიზმი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დისბაქტერიოზი, ყაბზობა 

·        ორგანიზმის გაწმენდა შლაკების და ტოქსინებისგან

·        იმუნიტეტის დაქვეითება

·        მადის დაქვეითება

·        ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

შემადგენლობა: 2 კაფსულა შეიცავს: თუთიის გლიცინატი - 10 მგ. დაპატენტებული ნაზავი - 1475 მგ, რომლის შემადგენლობაში შედის: გოგრის თესლის ფხვნილი, შტოშის ექსტრაქტი, ნივრის ბოლქვის ექსტრაქტი, შავი კაკლის ქერქის ფხვნილი, ვაშლის პექტინის ფხვნილი, სტაფილოს ფხვნილი, პაპაიას ნაყოფის ფხვნილი, ჭიანჭველას ხის ქერქის ექსტრაქტი, ბარისპირას ფხვნილი, ორეგანოს ფხვნილი, კაკლის ხის ქერქის ფხვნილი, მიხაკის თესლის ფხვნილი, აბზინდას ფხვნილი, მოცვის ნაყოფის ექსტრაქტი, ძირყვითელას ფესვის ექსტრაქტი, ექინაცეას (ანგუსტიფოლია) ფესვის ფხვნილი.

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (ცხოველური), ბრინჯის ფქვილი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა.

დოზირება: 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს 10 დღის განმავლობაში, სასურველია კურსის გამეორება 2-3 კვირის შემდეგ.

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy