Nootromax - ნოოტრომაქსი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 53,95 GEL რეგულარული ფასი 59,72 GEL
მარაგშია
SKU
65146_1596
ჩვენებები: - ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; - თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა)...

Nootromax

ნოოტრომაქსი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: მაგნიუმი (Magnesio)-74მგ;გინკოს ფოთლები (Ginko foglie)-120მგ;ფოსფატიდილქოლინი (Fosfatidilcolina)-100მგ;ინოზიტოლი (Inositolo)-100;L-აცეტილ კარნიტინი (L-Acetil carnitine)-80მგ;დიმეთილგლიცინი (Dimetilglicina)-80მგ;ვიტამინი B2(Vitamina B2)-1.4მგ; ვიტამინი B6(Vitamina B6)-1.4მგ;ვიტამინი B1(Vitamina B1)-1.1მგ;ვიტამინი B12(Vitamina B12)-25მკგ;

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული საშულაება.

შემადგენლობა:ტაბლეტი N30

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმის იონები ამცირებს ნეირონთა აგზნებადობას, მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, ანელებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობს სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში.

 გინკოს ფოთლები შეიცავს ფლავანოგლიკოზიდებს (კემპფეროლი, კვერცეტინი, იზო-რამნეტინი), პროანტოციანიდინებს, ტერპენებს (გინგკო-ლიდები, ბილობალიდები), ორგანულ მჟავებსა და C ვიტამინს. იგი ზრდის სისხლში გლუკოზისა და ატფ-ის (ადენოზინ-ტრიფოსფორმჟავა) დონეს, რაც აუცილებელია უჯრედში ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებისათვის, ხელს უშლის ერთროციტების აგრეგაციას, ამუხრუჭებს თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორს. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას პერიფერიულ და თავის ტვინის სისხლძარღვებში, ამაგრებს და ელასტიურობას მატებს სისხლძარღვებს. გინგკოს ფოთლების ექსტრაქტი ზრდის დოფამინისა და ნეირო-მედიატორების სინთეზს, ხელს უწყობს ნერვული სიგნალების გადაცემის სიჩქარის გაზრდას და ამით უზრუნველყოფს მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობებისა და თვითკონტროლის უნარის გაუმჯობესებას.

ფოსფატიდილქოლინი- B5 ვიტამინის (პანთოტენის მჟავის) ზემოქმედებით გარდაიქმნება აცეტილქოლინად (აცქ) – თავის ტვინის ერთ-ერთ უმთავრეს ნეორომედიატორად. აცქ ააქტიურებს და აძლიერებს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, შრომისუნარიანობას, ხელს უწყობს მეხსიერების ფორმირებასა და შენარჩუნებას. აცეტილქოლინის გამომუშავების შემცირება იწვევს მეხსიერების გაუარესებას, გონებრივი აქტივობისა და ფსიქიკური მოქმედების შეზღუდვას, ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება დეპრესიების დროს.

ინოზიტოლი იდენტიფიცირებულა, როგორც ჰეკსაკიფოსფატის ეთერი, ფიტინის მჟავა. მნიშვნელოვანი როლი აკისრია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სიგნალის გადაცემასა და კალციუმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ინოზიტოლი არის ერთ- ერთი ზრდის ფაქტორი.

თავის ტვინში ინოზიტოლის კონცენტრაციის ცვლილება იწვევს მთელ რიგ პათოლოგიურ მდგომარეობებს. მისი ორალური გზით მიღება მნიშვნელოვანია რიგი ნეიროფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ.

ინოზიტოლი მონაწილეობს ჰეპატოციტების რეგენერაციაში. მისი არსებობა აუცილებელია ნეიტრალური ცხიმების მობილიზაციისათვის, ამცირებს ქოლესტეროლის შემცველობას სისხლსა და ღვიძლში, ინოზიტოლის შემცველი ფოსფოლიპიდების ფორმირების გზით, რომლებიც თრგუნავენ ლიპიდ - ქოლესტეროლის მაკრომოლეკულების წარმოქმნას.
L-აცეტილ კარნიტინი-ადამიანის ორგანიზმში L-კარნიტინის მთავარ ფიზიოლოგიურ დანიშნულებას წარმოადგენს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება უჯრედული მემბრანის გავლით მიტოქონდრიულ მატრიქსში, სადაც ხდება ცხიმის დაშლა(ე.წ. წვა) და ენერგიის გამონთავისუფლება. L-კარნიტინის გავლენით უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამომუშავება, ამტანობა მძიმე ფიზიკური დატვირთვისადმი და აქტიურდება სხვადასხვა გენეზის სტრესით გამოწვეული უარყოფითი რეაქციების შედეგების კორექტირება და აღდგენითი პროცესები.დიმეთილგლიცინს გააჩნია ალფა-1-ადრენომაბლოკირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიტოქსიკური მოქმედება. იგი არეგულირებს გლუტამატური რეცეპტორების მოქმედებას, რის შედეგადაც შესწევს უნარი შეამციროს ფსიქოემოციური დაძაბულობა, აგრესიულობა, კონფლიქტურობა, აამაღლოს სოციალური ადაპტაცია; გააუმჯობესოს განწყობილება; გაადვილოს დაძინება და მოახდინოს ძილის ნორმალიზება; ვეგეტო - სისხლძარღვოვანი დარღვევა, მათ შორის, კლიმაქტერულ პერიოდში; შეამციროს თავის ტვინთან დაკავშირებული საერთო დარღვევების გამოხატულება იშემიური ინსულტის და ზურგის ტვინის ტრავმის დროს.

ვიტამინი B1 - როგორც კოფერმენტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.

ვიტამინი B6 - მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.

ვიტამინი B2 - უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვააღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს ჭრილობების დროს.

ვიტამინი B12 - ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში. მნიშვნელოვანია უჯრედის ზრდისა და დაყოფისათვის, დნმ და რნმ-ის სინთეზში, უზრუნველყოფს ჰემოპოეზის ფორმირებას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას, დადებითად

მოქმედებს ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

ჩვენებები:

- ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;

- თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა);
- პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსია;
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;

- გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად; სტრესულ სიტუაციებში – ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სახის სიტუაციებში), დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით;

- ახალგაზრდა ასაკის პირებში მეხსიერების გაუმჯობესება;

- ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობენ კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით;

- გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი;

- დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;

- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;

- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);

- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;

- დიაბეტური რეტინოპათია.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.

 

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.

 

გამოყენების  წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება  მოზრდილებში: 1 ტაბლეტი  2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვებში: 12 წლიდან 1 ტაბლეტი 1 -ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-3 თვე.

 

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი 30.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

 

შენეხვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერებზე.

 

afTiaqidan gacemis piroba: gaicema receptis gareSe.

produqtis da savaWro markis mflobeli kompania “Shelbypharma” didi britaneTi.

mwarmoebeli: “grikar.net” – იტალია.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy