Bazhana - ბაჟანა 10 კაფსულა
ჩვენება:ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და ნორმალურ პერისტალტიკას.
BAZHANA
ბაჟანა
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
BAZHANA – ეს არის ლიოფილიზირებული საფუარების (Saccharomyces boulardii), 2 პრობიოტიკური შტამის და პრებიოტიკის კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და ნორმალურ პერისტალტიკას. ეს არის სასარგებლო მიკროფლორის კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაძლიერებას, იმუნიტეტის ამაღლებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებასა და ათვისებას და ალერგიის გამოვლინებების შემცირებას. ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას და სტაბილიზაციას ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს.
შემადგენლობა: შემავსებელი: ბრინჯის ფქვილი; Saccharomyces boulardii; მყარი კაფსულა (ჟელირებადი აგენტი E464, საღებავი E170); შემავსებელი: მიკროკრისტალური ცელულოზა; ინულინი; Lactobacillus acidophilus; Lactobacillus rhamnosus; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
შესაძლოა შეიცავდეს რძის ნაშთს.
რეკომენდებული ყოველდღიური პორცია შეიცავს:
ინგრედიენტები | 1 კაფსულა | 2 კაფსულა |
Saccharomyces boulardii | 2,5×109 CFU* | 5×109 CFU* |
Lactobacillus acidophilus | 2,5×109 CFU* | 5×109 CFU* |
Lactobacillus rhamnosus | 1×109 CFU* | 2×109 CFU* |
ინულინი | 25 მგ (mg) | 50 მგ (mg) |
* CFU- კოლონიის ფორმირების ერთეული, სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმების რაოდენობის მაჩვენებელი.
პრობიოტიკები - ეს არის ცოცხალი მიკროორგანიზმები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ფლორის დარღვევებზე. ისინი ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და ნორმალურ პერისტალტიკას.
Saccharomyces boulardii – ეს არის პრობიოტიკის სახეობა (ლიოფილიზებული საფუარი), პირდაპირი ანტიმიკრობული მოქმედებით, რომელიც გამოდევნის პათოგენურ მიკროორგანიზმებს ნაწლავებიდან და ამგვარად საკუთარ ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებს საშუალებას აძლევს გამრავლდნენ. ამცირებს ტოქსინების წარმოქმნას და აჩქარებს მათ გამოდევნას. ზრდის ნაწლავებში იმუნური დაცვის დონეს, ასტიმულირებს სეკრეტორული იმუნოგლობულინის A (IgA) გამომუშავებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების დროს. გამოიმუშავებს ფაქტორს, რომელიც ბლოკავს აქტივობას და იცავს ტოქსინებისგან, რომელსაც წარმოქმნის ნაწლავის ჩხირი - ბაქტერია, რომელიც იწვევს დიარეას მოგზაურებში.
Lactobacillus acidophilus – ეს არის Lactobacillaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობა, რომელიც შედის ადამიანის მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. ის მონაწილეობს ნაწლავის მიკროფლორის ჯანსაღ და დაბალანსებულ მდგომარეობის შენარჩუნების პროცესებში, ასევე ხელს უწყობს საკვებისა და მინერალების შეწოვის პროცესებს. ეს რძემჟავა ბაქტერია გამოიმუშავებს ანტისხეულებს პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ; მონაწილეობს სხვადასხვა ფერმენტების, მინერალებისა და ვიტამინების სინთეზში; გამოიყენება დისბაქტერიოზთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ (ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა).
Lactobacillus rhamnosus მიეკუთვნება Lactobacillus ბაქტერიების გვარს - ეს არის ბაქტერიების სახეობა, რომელიც გამოიმუშავებს ფერმენტ ლაქტაზას. ეს ფერმენტი შლის რძეში შემავალ ლაქტოზას რძემჟავამდე. ეს არის ყველაზე კლინიკურად შესწავლილი პრობიოტიკური შტამი, რომელსაც აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთეს შეწოვას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ადამიანის ორგანიზმის დამცავ ბარიერს, ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.
ინულინი – პრებიოტიკი, არამონელებადი საკვები ინგრედიენტი /უჯრედისი/, რომლის სასარგებლო ეფექტი მდგომარეობს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდისა და განვითარების სტიმულირებაში. ამგვარად ის ხელს უწყობს და აძლიერებს პრობიოტიკების მოქმედებას. ინულინი ასევე ხელს უწყობს დიარეის სიხშირისა და ხანგრძლივობის შემცირებას, აქრობს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნებას.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა: 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე; ზრდასრულებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 2 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე. ნებადართულია ანტიმიკრობულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება მკურნალობის დაწყების პირველივე დღიდან.
გამოყენების ხანგრძლივობა: მიიღება 4 კვირის მანძილზე, შემდგომი მიღება და განმეორებითი კურსის შესაძლებლობა უნდა შეათანხმოთ ექიმთან.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები: ბად-ის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
სიფრთხილის ზომები: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოყენებულ უნდა იქნას ექიმის დანიშნულებით, მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი რომელიმე დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პროფილაქტიკისთვის. ბად-ი არ არის მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერში; 1 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C), მშრალ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 10 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account