Bazhana - ბაჟანა 10 პაკეტი
ჩვენება:ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და ნორმალურ პერისტალტიკას.
BAZHANA
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი დამატკბობლით
BAZHANA – ეს არის ლიოფილიზირებული საფუარების (Saccharomyces boulardii), 2 პრობიოტიკური შტამის და პრებიოტიკის კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და ნორმალურ პერისტალტიკას. ეს არის სასარგებლო მიკროფლორის კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაძლიერებას, იმუნიტეტის ამაღლებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და ათვისებას, ალერგიის გამოვლინებების შემცირებას. ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას და სტაბილიზაციას ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს.
შემადგენლობა: ინულინი; Saccharomyces boulardii; დამატკბობელი: ნატრიუმის ციკლამატი; მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა; არომატიზატორი: ლიმონი; Lactobacillus acidophilus, Lactobacillus rhamnosus.
შესაძლოა შეიცავდეს რძის კვალს.
რეკომენდებული ყოველდღიური პორცია შეიცავს:
ინგრედიენტები | 1 პაკეტი | 2 პაკეტი |
Saccharomyces boulardii | 2,5×109 CFU* | 5×109 CFU* |
Lactobacillus acidophilus | 2,5×109 CFU* | 5×109 CFU* |
Lactobacillus | 1×109 CFU* | 2×109 CFU* |
rhamnosus ინულინი | 3500 мг (mg) | 7000 მგ (mg) |
* CFU- კოლონიის ფორმირების ერთეული, სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმების რაოდენობის მაჩვენებელი.
პრობიოტიკები - ეს არის ცოცხალი მიკროორგანიზმები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ფლორის დარღვევის შემთხვევაში. ისინი ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და ნორმალურ პერისტალტიკას.
Saccharomyces boulardii – ეს არის პრობიოტიკის სახეობა (ლიოფილიზებული საფუარი), პირდაპირი ანტიმიკრობული მოქმედებით, რომელიც გამოდევნის პათოგენურ მიკროორგანიზმებს ნაწლავებიდან და ამით საშუალებას აძლევს საკუთარ ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებს გამრავლდნენ. ამცირებს ტოქსინების წარმოქმნას და აჩქარებს მათ გამოდევნას. ზრდის ნაწლავებში იმუნური დაცვის დონეს, ასტიმულირებს სეკრეტორული იმუნოგლობულინის A (IgA) გამომუშავებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების დროს. გამოიმუშავებს ფაქტორს, რომელიც ბლოკავს აქტივობას და იცავს ტოქსინებისგან, რომელსაც წარმოქმნის ნაწლავის ჩხირი - ბაქტერია, რომელიც იწვევს დიარეას მოგზაურებში.
Lactobacillus acidophilus – ეს არის Lactobacillaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობა, რომელიც შედის ადამიანის მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. ის მონაწილეობს ნაწლავის მიკროფლორის ჯანსაღი და დაბალანსებული მდგომარეობის შენარჩუნების პროცესებში, ასევე ხელს უწყობს საკვებისა და მინერალების შეწოვის პროცესებს. ეს რძემჟავა ბაქტერია გამოიმუშავებს ანტისხეულებს პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ; მონაწილეობს სხვადასხვა ფერმენტების, მინერალებისა და ვიტამინების სინთეზში; გამოიყენება დისბაქტერიოზთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ (ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა).
Lactobacillus rhamnosus მიეკუთვნება Lactobacillus-თა გვარს - ეს არის ბაქტერიების სახეობა, რომელიც გამოიმუშავებს ფერმენტ ლაქტაზას. ეს ფერმენტი შლის რძეში შემავალ ლაქტოზას რძემჟავამდე. ეს არის კლინიკურად ყველაზე შესწავლილი პრობიოტიკური შტამი, რომელსაც აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთეს შეწოვას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ადამიანის ორგანიზმის დამცავ ბარიერს, ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.
ინლუნი – პრებიოტიკი, არამონელებადი საკვები ინგრედიენტი /უჯრედისი/, რომლის სასარგებლო ეფექტი მდგომარეობს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდისა და განვითარების სტიმულირებაში. ამრიგად, ის მხარს უჭერს და აძლიერებს პრობიოტიკების მოქმედებას. ინულინი ხელს უწყობს დიარეის სიხშირისა და ხანგრძლივობის შემცირებას, აქრობს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნებას.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა: 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის 1 პაკეტი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე, პაკეტის შიგთავსის გახსენით ოთახის ტემპერატურის ადუღებულ სასმელ წყალში; ზრდასრულებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 2 პაკეტი დღეში ერთხელ ჭამამდე ერთი საათით ადრე. დაშვებულია გამოყენებისთვის ანტიმიკრობული პრეპარატების მიღების პირველივე დღიდან.
გამოყენების ხანგრძლივობა: 4 კვირა, შემდგომი მიღება და განმეორებითი კურსის შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
სიფრთხილის ზომები: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულ და მეძუძური ქალებში გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი რომელიმე დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პროფილაქტიკისთვის. ბად-ი არ არის მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას
გამოშვების ფორმა: 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში. წმინდა წონა: 38,9 გ (გ).
შენახვის პირობები: ორიგინალ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C) მშრალ ადგილას. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account