ვიტამინ E - Vitamin E 400სე 30 კაფსულა
ჩვენება: კანის,ლორწოვანი გარსის სიმშრალე , კანის ელასტიურობის დაკარგვა, ორსულობის შეწყვეტის საფრთხე.
ვიტამინი E (DL -ალფა ტოკოფეროლ აცეტატი)
პრეპარატის პატენტირებული სავაჭრო დასახელება: ვიტამინი E 400 IU (274 მგ)
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
ასევე, იხილეთ : Solgar - სოლგარი ვიტამინი E 400სე 50 კაფსულა
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს E ვიტამინს 67% (DL -ალფა ტოკოფეროლ აცეტატი 274 მგ)
დამხმარე ნივთიერებები: შემომგარსველი აგენტი ჟელატინი, დამატენიანებელი აგენტი გლიცერინი.
დეფიციტი: ორგანიზმში E ვიტამინის არარსებობისას ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები ჩონჩხის კუნთებსა და გულის კუნთში , მატულობს კაპილარების განვლადობა, ვითარდება სათესლე არხების და საკვერცხეების ეპითელიურმის დეგენერაცია.
ორსულობისას ემბრიონებში ვითარდება სისხლჩაქცევები, ანტენატალური სიკვდილი, ასევე დადგენილია დეგენერაციული ცვლილებები ნერვულ უჯრედებში და ღვიძლის პარენქიმის დაზიანება .
E ვიტამინის უკმარისობისას შეინიშნება ცილების კონცენტრაციის დაქვიეთება სისხლის შრატში და ნუკლეინის მჟავის სინთეზის შემცირება ღვიძლსა და სათესლე ჯირკვლებში .
E ვიტამინის უკმარისობა ადამიანში შეიძლება დაკავშირებული იყოს კვების თავისებურებებთან, მაგალითად საკვებში მცენარეული ცხიმების არარსებობასთან, ან შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა დაავადებით , მაგალითად ღვიძლის , კუჭქვეშა ჯირკვლის .
E ვიტამინი ხელს უწყობს თვითნებური აბორტის თავიდან აცილებას, სასქესო ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზაციას მამაკაცებში , ჩონჩხის კუნთების ფუნქციის აღდგენას კუნთოვანი დისტროფიის და კუნთების სხვა სახის დაზიანების დროს.
გულ - სისხლძარღვთა დაავადებების დროს ხელს უწყობს გულის კუნთის ნორმალურ მეტაბოლიზმს. ზრდის სისხლის დინების სიჩაქრეს არტერიოლებში , ხელს უწყობს ვენური ტონუსის შენარჩუნებას , ამაღლებს კაპილარების მდგრადობას,
ანელებს დაბერების პროცესს.
ჩვენებები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ჰორმონალურ თერაპიასთან კომბინაციაში)
ორსულობის შეწყვეტის საფრთხე.
სპერმატოგენეზის დარღვევა მამაკაცები (სათესლეების სპერმატოგენური ეპითელიუმის გადაგვარება, სპერმის გადაადგილების უნარის დაქვეითება)
სახსრებისა და მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები.(ჩონჩხის კუნთების მიოპათია, ხანგამოშვებითი კოჭლობა).
სკლეროდერმიის ადრეული ფორმები.
პიგმენტური რეტინოპათია.
ეგზემა.
კანის,ლორწოვანი გარსის სიმშრალე , კანის ელასტიურობის დაკარგვა.
აბეტალიპოპროტეინემია.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რეკომენდებულია უჯრედების დაცვისთვის ოქსიდაციური სტრესის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას.
მონაწილეობს ჰემისა და ცილების სინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვაში. ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას.
ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში.
ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად.
დოზირება :
მენსტრუალური ციკლის დარღვევა 1 კაფსულა ვიტ. E (თერაპიის კომბინაციაში)
სპერმატოგენეზის დარღვევა: 1 კაფსულა ვიტ. E (ჰორმონალური თერაპიის კომბინაციაში) 1-2 თვის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
ორსულობის შეწყვეტის საფრთხე - 1 კაფსულა დღეგამოშვებით პირველი 2-3 თვის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
სახსრებისა და მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები - 1 კაფსულა დღეში (კომბინაციაში) 1-2 თვე ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
ეგზემა, კანის,ლორწოვანი გარსის სიმშრალე 1 კაფსულა დღეში 1 თვე ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
აბეტალიპოპროტეინემია: 5000-7000 მგ/დღე -ღამეში
სიმპტომური დეფიციტის მკურნალობა - 800-1200მგ
უკუჩვენება:
კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით – ავადმყოფებში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია,
ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს E ვიტამინის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ჭარბი დოზირება:
400-800 მგ/დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას - არამკაფიო მხედველობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია;800 მგ-ზე/დღეში მეტი დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას - სისხლდენის განვითარების რისკი ავადმყოფებში K ჰიპოვიტამინოზით,თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის დარღვევა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპათომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, თირკმელის უკმარისობა, სისხლჩქაცევა თვალის ბადურაში, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი,, ჰემოლიზი.მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა; ნიშნავენ გლუკოკოტრიკოსტეროიდებს, რომლებიც აჩქარებენ ღვიძლში E ვიტამინის მეტაბოლიზმს; სიმპტომატური საშუალებები.
გამოყენების მეთოდები და დოზირება
განკუთვნილია მოზრდილთათვის – 1 კაფსულა დღეში .
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია. სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. ზრდის ანტიეპილეფსური საშუალებების ეფექტურობას. რკინა ზრდის E ვიტ-ის დღიურ მოთხოვნას. აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზა აღემატება 400 IU -ს (საერთაშორისო ერთეულს დღეში). 400 ს.ე-ზე მაღალი დოზებით E ვიტა-ის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან ზრდის სისლდენების განვითარების რისკს. არ არის რეკომენდებული იმ ვიტამინურ კომპლექსებისთან ერთად, რომლებიც E ვიტამინს შეიცავენ, ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.
ძალიან მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი.
განსაკუთრებული მითითებანი
ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს ღია ფერის თმები.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა იხილეთ კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account