Pure - ფიური მაგნიუმის ციტრატი 90 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 41,76 GEL რეგულარული ფასი 83,51 GEL
მარაგშია
SKU
89010_3326

 ჩვენება: ხსნის კუნთების სპაზმს და დაჭიმულობას,აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას.

ფიური®მაგნიუმის ციტრატი

უზრუნველყოფს კარდიომეტაბოლური, ნეიროკოგნიტური და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობას 

ფიური®მაგნიუმის ციტრატი მაგნიუმის ხელატური ფორმაა, რომელიც ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, მას ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი, შექმნილია ნერვ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ფიური®მაგნიუმის ციტრატი:

·        მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების მეტაბოლიზმში და ენერგიის წარმოქმნაში (1-4)

·        აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვანი იმპულსის გადაცემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, ამცირებს შფოთვას და გაღიზიანებას (₅)

·        ხსნის კუნთების სპაზმს და დაჭიმულობას

·        აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას (6-12)

·        აძლიერებს იმუნურ სისტემას

·        ხელს უწყობს კალციუმის მეტაბოლიზმს და ძვლის მინერალიზაციას, აგრეთვე B6, C და E ვიტამინების შეწოვას (13-16)

·        აუმჯობესებს ძილის ხარისხს

მაგნიუმი წარმოადგენს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს 200 - მდე ბიოქიმიურ რეაქციაში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში.

მაგნიუმი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, ხსნის კუნთოვან სპაზმს, გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, უზრუნველყოფს მშვიდ ჯანსაღ ძილს და ინსომნიური (უძილობა) მდგომარეობის შემსუბუქებას, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, გაღიზიანებას. 

მაგნიუმი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას და აუმჯობესებს გულის მუშაობას, არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს.

მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს მის ჩალაგებას სიხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. 

მაგნიუმი მონაწილეობს ინსულინის სინთეზში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

შეუძლია, ნაწილობრივ გაანეიტრალოს კუჭის ჰიპერაციდული მდგომარეობა, რადგან დადებითად მოქმედებს ტურბო ინჰიბიტორებზე, ამცირებს გულძმარვას.

მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ.

ჩვენება:

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

·        ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ასთენია, დეპრესია

·        ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა

·        ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

·        კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)

·        ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება

·        პრემენსტრუალური სიდრომი, კლიმაქტერული პერიოდი

·        არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები

·        კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმი (სპასტიურობა)

·        შაქრიანი დიაბეტის კომპლექსური მკურნალობა

·        ნერვ-კუნთოვანი დარღვევები

·        შაკიკი და დაძაბვის თავის ტკივილი

·        ორსულთა ტოქსიკოზი, ორსულობის შეწყვეტის საშიშროება

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

 1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: მაგნიუმის ციტრატი - 150 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილის პალმიტატი.

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფიური®მაგნიუმის ციტრატის მიღების წესი:

მიიღება 1- 4 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან, ხანგრძლივად.

გაფრთხილება:

·        არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

·        ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №90 კაფსულა.

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.

ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური

References:

1.       Orchard TS, et al. Am J Clin Nutr. 2014 Apr; 99(4): 926-933.

2.       Dahle LO, et al. Am J Obstet Gynecol. 1995 Jul;173(1):175-80.

3.       Fuentes JC, et al. Congest Heart Fail. 2006 Jan-Feb;12(1):9- 13.

4.       Minich DM, et al. Altern Ther Health Med 2007 Jul-Aug;13(4):62-5.

5.       Barragin-Rodriguez L, et al.Magnes Res. 2008 Dec;21(4):218-23.

6.       Rodriguez-Morin M, et al. Diabetes Care. 2003 Apr;26(4):1147-52.

7.       Brilla LR, et al. J Am Coll Nutr. 1992 Jun;11(3):326-9.

8.       Galland L , et al. Magnesium. 1985;4(5-6):333-8.

9.       Heaton RW.. Clin. Sci. 27: 31, 1964.

10.     Hiroshi M, et al. Jpn J Nutr Diet. . 2005. 63(1); 27-31.

11.     Dirup I, et al. J Intern Med. 1993 Feb;233(2):117- 23.

12.     Hamill-Ruth RJ, et al. Crit Care Med. 1996 Jan;24(1):38-45.

13.     He K, et al. Circulation. 2006 Apr 4;113(13):1675-82.

14.     Ryder KM, et al. J Am Geriatr Soc. 2005 Nov;53(11):1875-80.

15.     Lee SH, et al.Am J Hypertens. 2002 Aug;15(8):691-6.

16.     De Souza MC, et al. J of Women's Health & Gender-Based Medicine. March 2000, 9(2):131-139.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა90
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy