Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი გლუკოზამინი 1550 40 კაფსულა
ჩვენება: პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია.
დოპელჰერცი აქტივი გლუკოზამინი 1550
ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის
დოპელჰერც/აქტივი გლუკოზამინი საიმედოდ იცავს სახსრებს და ძვლებს დაზიანებისგან.
გლუკოზამინი + ქონდროიტინი + მეთილსულფონილმეთანი (მსმ) + ჰიალურონის მჟავა ახალი, უნიკალური ფორმულაა ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამ კომპლექსში გლუკოზამინის სულფატს დამატებული აქვს კალიუმის ქლორიდი, რომელიც მკვეთრად ზრდის გლუკოზამინის შეღწევადობას ძვლის ქსოვილსა და ხრტილში.
გლუკოზამინის სულფატი - პოლისაქარიდია, რომელიც ასტიმულირებს პროტეოგლიკანის და ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას. აუცილებელია ხრტილის, იოგების, მყესების და სინოვიალური სითხის ფორმირებისთვის. მოქმედებს ხრტილის ჰიდრატაციაზე და აუმჯობესებს სახსრის მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს.
ქონდროიტინის სულფატი - უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, მდგრადობას, მოქნილობას და დრეკადობას. აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას.
მეთილსულფონილმეთანი(მსმ) - გოგირდის შემცველი ორგანული ნაერთია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქმნაში. უზრუნველყოფს ძვლისა და ხრტილის ქსოვილის სწორ ფორმირებას და აღდგენას. აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
Ჰიალურონის მჟავა - ქმნის დამატენიანებელ ეფექტს დაზიანებული სახსრისთვის. ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის განლევას, ხსნის შეშუპებას და ტკივილს სახსარში.
კოლაგენი - წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის (ხრტილი,ძვალი,მყესები, იოგები, კანი) მთავარ სტრუქტურულ პროტეინს. ააქტიურებს სახსრებში სითხის რეპროდუქციას, ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილის რეგენერაციას და ეფექტურად აღადგენს სახსრების მობილობას.
ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას ხრტილის და ძვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამცირებს სახსარში ანთებით პროცესებს, ზრდის სახსრების მობილობას.
ვიტამინი D + ვიტამინი K -უზრუნველყოფს ძვლის სიმტკიცეს, ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და ამცირებს სახსრების ტკივილს.
ჩვენება:
• ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
• ართრიტი და ართროზი
• სახსრების, ხრტილების და მყესების ტრავმული დაზიანება
• ოსტეოქონდროზი და სპონდილოზი
• 45 წლის შემდგომ ასაკის პირებში ძვალ- სახსროვანი სისტემის დეგენერაციულ დისტროფიული პროცესების საპრევენციოდ
• ჭარბი წონა (სახსრების დაზიანებით)
• პოსტოპერაციული და პოსტტრავმული პერიოდი - ხრტილის ან ძვლოვანი ქსოვილის აღსადგენად
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და სპორტსმენები
შემადგენლობა:
ორი კაფსულა შეიცავს: ვიტამინი C - 80 მგ, ვიტამინი D - 10 მკგ, ვიტამინი K - 40 მკგ, ქონდროიტინის სულფატი - 80 მგ, კოლაგენის ჰიდროლიზატი - 150 მგ, გლუკოზამინის სულფატი / კალიუმის ქლორიდი - 1550 მგ, MSM - 100 მგ, ორგანული გოგირდი - 34 მგ, ჰიალურონი - 7,5 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, არ დაღეჭოთ.
გამოშვების ფორმა:
№40 კაფსულა.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ :Solgar - სოლგარი ქონდროიტინ გლუკოზამინი 60 ტაბლეტი
რაოდენობა | 40 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account