მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობას 50%-ით ცხოვრების წესი განაპირობებს, სადაც ჯანსაღ კვებას უდიდესი ადგილი უკავია. კვება ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ადამიანის ორგანიზმი მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ თითქმის ყველა ნივთიერებას საკვებისა და წყლისგან იღებს. აქედან გამომდინარე, საკვები პროდუქტების თვისებებს და მათ შედგენილობას ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირი გავლენა აქვთ. ჯანსაღი კვება პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ განვითარებაზე, შრომის ნაყოფიერებაზე და ინდივიდის ემოციურ მდგომარეობაზე.
დღესდღეობით, გადამუშავებული პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მრავალფეროვნებამ, სწრაფმა ურბანიზაციამ და მისი გავლენით ჩამოყალიბებულმა ცხოვრების წესმა თანამედროვე ადამიანის კვების მოდელში ბევრი არაჯანსაღი ცვლილება შეიტანა
შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა მსოფლიოში და მისი გავრცელების ძირითადი მიზეზი არაჯანსაღი საკვები, კვების არასწორი რეჟიმი და ცხოვრების უმოძრაო წესია.
დღესდღეობით საზოგადოება დაავადების შესახებ მეტ ინფორმაციას ფლობს, ამავე დროს, თანამედროვე მედიცინაში დიაბეტის დიაგნოსტიკის მეტი შესაძლებლობაა, რაც ადამიანებს მის დროულად გამოვლენაში ეხმარება.
ბლოგში შევეცდებით თავი მოვუყაროთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას შაქრიან დიაბეტზე და ზოგადად, სისხლში შაქრის ნორმის მაჩვენებლებზე.
გლუკოზა — ენერგიის მთავარი წყარო
სისხლში შაქარი, იგივე გლუკოზა, ნახშირწყლების დაშლისას წარმოიქმნება და იგი ორგანიზმის ენერგიის მთავარ წყაროდ
ფილტვების ანთება, იგივე პნევმონია არის ცალი ან ორივე ფილტვის ინფექცია, რომელსაც ფილტვში ისეთი მიკროორგანიზმები მოხვედრა იწვევს, როგორიცაა : ბაქტერია, ვირუსი, სოკო და სხვა. ფილტვების ანთების სიმპტომები განსხვავდება მისი გამომწვევი მიზეზების - მიკროორგანიზმის მიხედვით. ჩვეულებრივ, განარჩევენ ფილტვების ანთების სახეებს, ესენია:
ბაქტერიული პნევმონია – სწრაფად იწყება,ახასიათებს მაღალი ტემპერატურა
თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა უამრავი ადამიანის პრობლემაა, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. კენჭის გავლის პროცესი იწყება თირკმელებში, გრძელდება შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის გავლით, სანამ კენჭი საბოლოოდ არ გამოიდევნება გარეთ. ბუნებრივია, ეს საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესია.
კენჭები შეიძლება გაჩნდეს თირკმელებში, შარდსაწვეთში და შარდის ბუშტში, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, დროული მკურნალობის შემთხვევაში, ეს წარმონაქმნები სერიოზულ გართულებებს არ იწვევს.
ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ თუ, რა შემთხვევებში არის ორგანიზმში კენჭის არსებობა პრობლემური, საიდან წარმოიქმნება იგი და როგორია მისი სიმპტომები.
როგორ ჩნდება კენჭები თირკმელებში - მისი წარმოქმნის რისკ-ფაქტორები
ადამიანის სხეულში 150-ზე მეტი ბურსა გვხვდება, მათი დაავადება - ბურსიტი, შეიძლება ნებისმიერში ბურსაში განვითარდეს. აქ გთავაზობთ ბურსიტის ტიპების და მათი მოვლის საშუალებების მოკლე მიმოხილვას.
რა არის ბურსიტი
ბურსიტის დაავადება აზიანებს ძვლებს შორის არსებულ, ძვლებისა და სახსრების მოძრაობის შემამსუბუქებელ მცირე ზომის თხევად აბგებს - ბურსებს. ბურსიტი მათი ანთების შედეგად წარმოიქმნება.
ბურსიტის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები
ბურსიტის გამომწვევი მიზეზები ბევრნაირი შეიძლება იყოს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სხვადასხვა ტრავმები, გადამღლელი ფიზიკური მოძრაობები ან სხეულის ისეთი უხერხული მდგომარეობები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ჩვენი სახსრებთან მყოფ ბურსებზე.
ექოსკოპია თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გავრცელებული და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელსაც სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკასა და დაკვირვებაში აქტიურად იყენებენ. ამ ბლოგში გთავაზობთ ექოსკოპიის და მისი დიაგნოსტიკური გამოყენების მოკლე მიმოხილვას.
რა არის ექოსკოპია?
ექოსკოპია ექიმს საშუალებას აძლევს, უმეტეს შემთხვევაში, არაინვაზიური (ზედაპირული, სხეულში შეჭრის გარეშე) სახით დააკვირდეს სხეულის შინაგან ორგანოებს, განსაკუთრებით რბილს ქსოვილებს, რომლებიც არ აისახებიან რენტგენის საშუალებით.
ექოსკოპია სხვადასხვა დაავადებების ან ორგანოთა პრობლემების გამოვლენისთვის გამოიყენება. ის ეხმარება ექიმებს უფრო ზუსტი დიაგნოზის გამორკვევაში და შესაბამისად, უკეთესი მკურნალობის გეგმის შემუშავებაში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account