
შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა მსოფლიოში და მისი გავრცელების ძირითადი მიზეზი არაჯანსაღი საკვები, კვების არასწორი რეჟიმი და ცხოვრების უმოძრაო წესია.
დღესდღეობით საზოგადოება დაავადების შესახებ მეტ ინფორმაციას ფლობს, ამავე დროს, თანამედროვე მედიცინაში დიაბეტის დიაგნოსტიკის მეტი შესაძლებლობაა, რაც ადამიანებს მის დროულად გამოვლენაში ეხმარება.
ბლოგში შევეცდებით თავი მოვუყაროთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას შაქრიან დიაბეტზე და ზოგადად, სისხლში შაქრის ნორმის მაჩვენებლებზე.
გლუკოზა — ენერგიის მთავარი წყარო
სისხლში შაქარი, იგივე გლუკოზა, ნახშირწყლების დაშლისას წარმოიქმნება და იგი ორგანიზმის ენერგიის მთავარ წყაროდ გვევლინება. გლუკოზა გადადის სისხლიდან სხეულის სამიზნე უჯრედებში, რასაც ჰორმონი ინსულინი უზრუნველყოფს. ინსულინი წარმოიქმნება პანკრეასში, იგივე კუჭუკანა ჯირკვალში არსებული ბეტა უჯრედების მიერ. როდესაც ეს პროცესი ირღვევა, შაქრის რაოდენობა სისხლში იზრდება, ამას კი სამედიცინო ენაზე ჰიპერგლიკემია ეწოდება.
გლუკოზის შეწოვა და შენახვა მუდმივად რეგულირდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში მიმდინარე რთული პროცესებით. ინსულინი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.
სისხლში შაქრის ნორმის ცხრილი ასე გამოიყურება:
ნორმალური მაჩვენებელი |
პრედიაბეტი |
დიაბეტი |
||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
უზმოზე |
ჭამიდან 2 საათში |
უზმოზე |
ჭამიდან 2 საათში |
უზმოზე |
ჭამიდან 2 საათში |
|||||||
მგ/დლ |
მმოლ/ლ |
მგ/დლ |
მმოლ/ლ |
მგ/დლ |
მმოლ/ლ |
მგ/დლ |
მმოლ/ლ |
მგ/დლ |
მმოლ/ლ |
მგ/დლ |
მმოლ/ლ |
|
70 - 99 |
3.9 - 5.5 |
<140 |
<7.8 |
100 -125 |
5.6 - 6.9 |
140-200 |
7.8 - 11.1 |
>126 |
>7 |
>200 |
>11.1 |
*ბოლო ჭამიდან გასული უნდა იყოს 8 საათი და მეტი
შაქრის ნორმა სისხლში ასაკის მიხედვით
როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად ორგანოები იფიტება და მათი მუშაობის ხარისხი იკლებს, რაც სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებაზე აისახება. სწორედ ამიტომ 60 წლის შემდეგ შაქრის ნორმალური მაჩვენებელი სისხლში შედარებით მაღალია, რაც განსხვავებული ჰორმონალური ფონით არის განპირობებული.
ამის გარდა, მაჩვენებლებზე გავლენას ახდებს თანმხლები დაავადებები, გარკვეული მედიკამენტები და სხვა ფაქტორები.
სისხლში შაქრის ნორმა ასაკის მიხედვით ამგვარია:
14 წლამდე |
14-60 |
60-90 |
90 და მეტი |
მმოლ/ლ |
მმოლ/ლ |
მმოლ/ლ |
მმოლ/ლ |
3.3 - 5.6 |
4.1 - 5.9 |
4.6 - 6.4 |
4.2 - 6.7 |
მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი, რათა თავიდან აიცილონ ჯანმრთელობის ისეთი გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროპათია, რეტინოპათია და თირკმელების დაზიანება. გარდა ამისა, უმჯობესია იკვებოთ ჯანსაღი და დაბალანსებული საკვებით, დაკავდეთ ასაკისთვის შესაბამისი ფიზიკური აქტივობით და შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა.
როგორი სიმპტომები აქვს შაქრიან დიაბეტს?
გამომდინარე იქიდან, რომ სისხლში გლუკოზის ნორმის დარღვევას პაციენტი დიდი ხნის მანძილზე ვერ გრძნობს, შაქრიან დიაბეტი უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე სპეციფიკურ ნიშანს, რომლებიც შესაძლოა ჰიპერგლიკემიაზე მიანიშნებდეს, ესენია:
- ჭარბი წონა;
- არტერიული წნევის მატება;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- წყლის გაძლიერებული მოთხოვნილება;
- ხშირი შარდვა.
დიდი ალბათობით, წყლის გაძლიერებული მოთხოვნილების და ხშირი შარდვის დროს, დაავადება უკვე ჩამოყალიბებულია. იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლში შაქარი დიდი რაოდენობით არის, ის შარდშიც გადადის, გლუკოზა თან ორგანიზმში არსებულ სხვა სითხესაც წაიყოლებს, რაც სხეულის გამოფიტვას უწყობს ხელს. ასევე, წყლის მოთხოვნილებასა და ხშირ შარდვას იწვევს.
ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი ენდოკრინოლოგთან, ჩაიტაროთ სრულფასოვანი კვლევა და შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა.
როგორია დაავადების ძირითადი ფორმები
ჩვეულებრივ, სამედიცინო სივრცეში განარჩევენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ფორმას – ტიპ 1-სა და ტიპ 2-ს. პირველს ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, მეორეს კი – ინსულინდამოუკიდებელს უწოდებენ.
იმ შემთხვევაში თუ პანკრეასში ბეტა უჯრედების დეფიციტის და ჰორმონი ინსულინი არ წარმოიქმნება ტიპი 1 ვითარდება. ამდენად, სისხლში არსებული გლუკოზის მიტანა სამიზნე უჯრედებამდე ვერ ხდება.
როგორც წესი, დიაბეტის ეს ტიპი ადრეულ ასაკში ვითარდება. ხშირად მის პროვოცირებას ვირუსული დაავადებები ახდენს, რადგან ამ დროს აქტიურდება ავტოიმუნური პროცესები, როდესაც შესაძლოა, განადგურდეს ინსულინის წარმომქმნელი ბეტა უჯრედები.
რაც შეეხება დიაბეტი ტიპი 2 -ს, ზოგადად, იგი მოზრდილთა დაავადებად მიიჩნევა და ძირითადად, ინსულინრეზისტენტობის შედეგად ვითარდება. ინსულინრეზისტენტობის დროს რეცეპტორების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ საგრძნობლად არის დაქვეითებული და გლუკოზის უჯრედებამდე მიტანა სრულფასოვნად ვერ ხერხდება, შესაბამისად, სისხლში შაქრის დონე იწევს.
გასათვალისწინებელია, რომ ინსულინრეზისტენტობას სათანადო ყურადღება სჭირდება, რადგან არსებობს იმის მაღალი შანსი, რომ დროთა განმავლობაში დიაბეტი ტიპი 2 ჩამოყალიბდეს. ამიტომ ეჭვის შემთხვევაში, სასურველია, მიმართოთ ენდოკრინოლოგს და დროულად მოახდინოთ დაავადების განვითარების პრევენცია.
როგორია შაქრის ნორმა ბავშვებში?
უზმოზე გლუკოზის დონე 100-დან 125 მგ/დლ-მდე შეიძლება იყოს პრედიაბეტის მანიშნებელი. პრედიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა საკმარისად მაღალი, რათა დადგინდეს ტიპი 2 დიაბეტი.
რაც შეეხება ბავშვებში უზმოზე სისხლში გლუკოზის დონეს, თუ იგი 100 მგ/დლ ან უფრო მაღალია მიუთითებდეს 1 ტიპის დიაბეტზე. პირველი ტიპის დიაბეტის დროს სხეული არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს.
სისხლში გლუკოზის 200 მგ/დლ ან უფრო მაღალი დონე დღის ნებისმიერ დროს შეიძლება მიუთითებდეს ტიპი 2 დიაბეტზე. ბავშვებში, სისხლში გლუკოზის 200 მგ/დლ ან უფრო მაღალი დონე დღის ნებისმიერ დროს შეიძლება მიუთითებდეს 1 ტიპის დიაბეტზე.სისხლში გლუკოზის დონე 140 მგ/დლ ან მეტი ჭამიდან ორი საათის შემდეგ შეიძლება მიუთითებდეს ტიპი 2 დიაბეტზე.
განსაკუთრებით აუცილებელია მშობლებმა ბავშვები ადრეული ასაკიდან გაითვიცნობიერონ ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა, რათა თავიდან აიცილონ ჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემები.
როგორ ვლინდება სისხლში მაღალი და დაბალი შაქრის დონე?
როდესაც სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, სხეულს არ აქვს საკმარისი ინსულინი. ინსულინის გარეშე გლუკოზა ვერ შედის უჯრედებში და გროვდება სისხლში. ამას ჰიპერგლიკემია ეწოდება. ამ პრობლემის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- შარდვის ხშირი სურვილი;
- გაზრდილი წყურვილი;
- თავის ტკივილი;
- დაღლილობა ;
- უჭირს ფოკუსირება.
სისხლში შაქრის მაღალი დონე შეიძლება გამოწვეულია ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა, მაგალითად რეკომენდებულზე მეტი ნახშირწყლების მოხმარება, საკმარისი ინსულინის ნაკლებობა, დიაბეტი, ფიზიკურ აქტივობის ნაკლებობა, ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სტეროიდები. ასეთ შემთხვევაში გლუკოზა, უჯრედებში შეღწევის ნაცვლად, სისხლში რჩება.
დაბალი შაქრის შემთხვევაში:
ჩვეულებრივ, ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანებში, ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონის ვარდნა არც თუ იშვიათია, რასაც მარტივად აიხსნება. რეცეპტორების ინსულინზე არასათანადოდ რეაგირების დროს, ხშირად პანკრეასი პრობლემის გადაწყვეტას უფრო მეტი ჰორმონის გამომუშავებით ცდილობს. საკვების მიღების დროს ორგანიზმში არსებულ ჭარბ ინსულინს გლუკოზა უჯრედებში სწრაფად შეაქვს, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ვარდნას. ასეთ შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა დაეწყოს კანკალი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა და სხვა ჩივილები.
ამგვარი ნიშნების შესამსუბუქებლად, უმჯობესია , დროულად მივიღოთ მეტი ნახშირწყალი და გავზარდოთ სისხლში შაქრის დონე. სიმპტომების მწვავედ გამოვლენის შემთხვევაში კი აუცილებელია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
დიაბეტის მკურნალობის მეთოდები
როგორც წესი, შაქრიანი დიაბეტის დროს მკურნალობა სწორი კვებითა და ფიზიკური აქტივობით იწყება.
დაავადების ტიპისა და სიმწვავის მიხედვით, შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს ინიექციები და მედიკამენტები. დიაბეტის ტიპებისა და თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზმში ინსულინის რაოდენობის გაზრდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, საჭიროა მისი დათრგუნვა. პრეპარატები ინიშნება დიაბეტის დროს დარღვეული სხვა პროცესების დარეგულირებისთვისაც.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ შაქრიანი დიაბეტის ეფექტიანი მკურნალობისთვის, აუცილებელია მკურნალობა დაინიშნოს ენდოკრინოლოგის მიერ, რადგან ტაქტიკა ინდივიდუალურად, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account