ლიმფური კვანძები წარმოადგენს პატარა, ოვალურ ან თირკმლის ფორმის სტრუქტურებს, რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ლიმფური სისტემა, ელენთასთან, გლანდებთან და ადენოიდებთან ერთად, ადამიანს დაავადებებთან და ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება. ეს ორგანოები ასევე ფილტრავს მიკრობებს, სიმსივნურ უჯრედებს და ნარჩენებს ლიმფური სითხიდან.
შესაძლოა, ზოგიერთი ლიმფური კვანძი მუწუკის მსგავსად გამოიკვეთოს კისერზე, იღლიაში ან საზარდულში, თუმცა ეს, როგორც წესი, იმ შემთხვევაში ხდება, თუ თქვენი ორგანიზმი ინფექციას ებრძვის. ჩვეულებრივ, მათ არსებობას ვერც კი იგრძნობთ.
ლიმფური კვანძების რაოდენობა სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია. ზრდასრულებს, როგორც წესი, დაახლოებით 600-800 ლიმფური კვანძი აქვთ. მათი უმეტესობა მთელ სხეულშია გავრცელებული, მაგრამ ზოგი ჯგუფურად გვხვდება რამდენიმე ძირითად ადგილას, როგორიც არის კისერი, იღლიები, მკერდი, მუცელი და საზარდული.
ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს ტვინის მდგომარეობას, რომელიც იწვევს მეხსიერების, აზროვნების, სწავლისა და ორგანიზების უნარების პროგრესულ დაქვეითებას. ეს საბოლოოდ ზემოქმედებს ადამიანის უნარზე, განახორციელოს ძირითადი ყოველდღიური საქმიანობა. საგულისხმოა, რომ ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება. მკვლევრები თვლიან, რომ დაავადების პროცესი შეიძლება პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 10 წლით ან უფრო მეტი ხნით ადრე დაიწყოს. ალცჰაიმერი, ყველაზე ხშირად, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე ზემოქმედებს.
რა განსხვავებაა ალცჰაიმერსა და დემენციას შორის?
დემენცია ადამიანის ფსიქიკური ფუნქციის მდგომარეობას აღწერს. ეს არა კონკრეტულ დაავადებას, არამედ გონებრივი ფუნქციის დაქვეითებას წარმოადგენს, რაც საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ ყოველდღიურ, ნორმალურ
სკოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც ყველაზე ხშირად დიაგნოზირებულია მოზარდებში. ადამიანის ხერხემალი ბუნებრივად ოდნავ წინ და უკან არის გადახრილი, სკოლიოზის დროს კი ის მარჯვნივ/მარცხნივ იხრება და „C“-ს ან „S“-ს ფორმას იღებს.
ეს სამედიცინო მდგომარეობა შეიძლება მსუბუქი ან ძალიან მძიმეც იყოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხერხემლის 10 გრადუსზე მეტი გამრუდების შემთხვევა უკვე სკოლიოზს წარმოადგენს.
ხერხემლის გამრუდება შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სამედიცინო მდგომარეობების მქონე ადამიანებში, როგორებიც არის ცერებრალური დამბლა და კუნთოვანი დისტროფია. თუმცა ბავშვთა სკოლიოზის შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზები ძირითადად უცნობია.
საგულისხმოა, რომ სკოლიოზის შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია, თუმცა ზოგიერთი მრუდი ბავშვების ზრდასთან ერთად უარესდება. ხერხემლის განსაკუთრებით სერიოზულმა მოხრილობამ შეიძლება შეამციროს გულმკერდის
კისრის ტკივილი, რომელსაც ასევე ცერვიკალგიას უწოდებენ, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა — ეს სამედიცინო მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანში, მათ შორის ბავშვებშიც.
კისერს რთული სამუშაო აქვს — ის მთელი დღის განმავლობაში ქმნის საყრდენს ადამიანის თავისთვის, რომელიც არც ისე მსუბუქია. ისეთმა ფაქტორებმა კი, როგორებიც არის არასწორ პოზაში ძილი და მთელი დღის განმავლობაში არასწორი ტანდეგობის შენარჩუნება, შეიძლება კისრის ტკივილი გამოიწვიოს.
რა ტიპის შეიძლება იყოს ცერვიკალგია?
კისრის ტკივილის სხვადასხვა ტიპებია:
ღერძული ტკივილი, რომელიც ძირითადად კისერში იგრძნობა;
საყლაპავი მილის თიაქარი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, წარმოადგენს სამედიცინო მდგომარეობას, როდესაც კუჭის ნაწილი დიაფრაგმაში არსებული საყლაპავის ხვრელის გავლით გულმკერდის ღრუში გადაინაცვლებს.
დიაფრაგმა კი გუმბათის ფორმის კუნთოვან-მყესოვანი ძგიდეა, რომელიც გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან გამოყოფს. დიაფრაგმის კუნთში რამდენიმე ღიობია, რომელშიც ქვემო ღრუ ვენა, აორტა და საყლაპავი გაივლის.
სწორედ ამ ერთ-ერთი ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ უერთდება საყლაპავი მილი კუჭს. შესაძლოა ამ უკანასკნელმა მაღლა ამოიწიოს და, საყლაპავის ხვრელის გავლით, გულმკერდში აღმოჩნდეს. სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი.
ამ დაავადების სამკურნალოდ ზოგჯერ ოპერაცია არის საჭირო და შეგიძლიათ, მდგომარეობა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, “ჭარბწონიანობა და სიმსუქნე განისაზღვრება, როგორც ცხიმის არანორმალური ან გადაჭარბებული დაგროვება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას”.
სხეულის მასის ინდექსი (სიმაღლესა და წონას შორის ფარდობა) კი გვეუბნება, რომ თუკი ეს რიცხვი 25-ს აჭარბებს, ეს ჭარბ წონად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამავე ინდექსით სიმსუქნე 30 და უფრო დიდ მაჩვენებელს ეწოდება. ისევ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რომ დავეყრდნოთ, 2019 წელს გარდაცვალებების დაახლოებით 5 მილიონი შემთხვევა სხეულის მაღალი მასის ინდექსით, ან სიმსუქნის დაავადებით, იყო გამოწვეული.
ორგანიზაცია გვამცნობს, რომ ეს მაჩვენებლები მსოფლიო მასშტაბით იზრდება მოზრდილებშიც და ბავშვებშიც. მათი სტატისტიკით, 1990 წლიდან 2022 წლამდე, სიმსუქნე ბავშვებში 5-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გაიზარდა 2%-დან 8%-მდე გლობალურად, ხოლო 18 წელს გადაცილებული ჭარბწონიანი მოზრდილების
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account