
ადამიანის სხეულში 150-ზე მეტი ბურსა გვხვდება, მათი დაავადება - ბურსიტი, შეიძლება ნებისმიერში ბურსაში განვითარდეს. აქ გთავაზობთ ბურსიტის ტიპების და მათი მოვლის საშუალებების მოკლე მიმოხილვას.
რა არის ბურსიტი
ბურსიტის დაავადება აზიანებს ძვლებს შორის არსებულ, ძვლებისა და სახსრების მოძრაობის შემამსუბუქებელ მცირე ზომის თხევად აბგებს - ბურსებს. ბურსიტი მათი ანთების შედეგად წარმოიქმნება.
ბურსიტის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები
ბურსიტის გამომწვევი მიზეზები ბევრნაირი შეიძლება იყოს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სხვადასხვა ტრავმები, გადამღლელი ფიზიკური მოძრაობები ან სხეულის ისეთი უხერხული მდგომარეობები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ჩვენი სახსრებთან მყოფ ბურსებზე.
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე ბურსიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- სიმძიმეების ხშირად მაღლა აწევა;
- უხერხულ პოზებში დიდი ხნით გაჩერება, მაგალითად: ხანგრძლივად დაყრდნობა იდაყვებზე;
- ხშირად ჩამუხვლა ფიზიკური სამუშაოს დროს;
თქვენ შეიძლება გქონდეთ ბურსიტი თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
- რომელიმე სახსრის არეში ყრუ ტკივილის შეგრძნება;
- დაზიანებულ სახსრის ირგვლივ კანის სიმხურვალე ან შეშუპება;
- სახსრის არეზე შეხებისას ან მისი გამოძრავების შედეგად ტკივილის გამძაფრება.
როგორია დაავადების გავრცელებული ფორმები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის სხეულში ბურსიტი მრავალ ადგილას შეიძლება განვითარდეს აქ ბურსიტის შედარებით გავრცელებულ შემთხვევებს განვიხილავთ.
მენჯის ბურსიტი ხშირად ტრავმების ან ზედმეტი დატვირთვის შედეგად წარმოიქმნება, ის ძირითადად თავს იჩენს შუახნის ან უფროსი ასაკის ადამიანებში.
იდაყვის ბურსიტი იდაყვის კანისა და ძვალს შორის მყოფი ბურსას დაზიანებისას გვხვდება. მას ძირითადად იდაყვზე გადამეტებული დაყრდნობა იწვევს.
მხრის სახსრის ბურსიტი საკმაოდ გავრცელებული ბურსიტის ტიპია, მას თან ახლავს ხშირი ტკივილები. ის ძირითადად სპორტით დაკავებულ ადამიანებს ემართებათ.
მუხლის ბურსიტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც დაზიანებული ნაწილის სიმხურვალე ან შეშუპება, ასევე შეიძლება ვიგრძნოთ ტკივილები მუხლის გამოძრავებისას. ხშირად ის გამოწვეულია მუხლის უშუალო ტრავმით ან მუხლის ბურსების ხახუნისა და გაღიზიანების შედეგად.
ბურსიტი ფეხზე შეიძლება განვითარდეს მის წინა (ფეხის თითებამდე) ნაწილში, რაც ხშირ შემთხვევაში ამ ნაწილის ფიზიკური გაღიზიანების და გადაღლის ხარჯზე ხდება.
ჩვენს ფეხზე ასევე შეიძლება შეგვხვდეს ქუსლის ბურსიტი, რომელსაც ხელს უწყობს სიარულისას ფეხსაცმლის მყარის ზედაპირისგან გამოწვეული შემაწუხებელი დატვირთვა.
როგორ მკურნალობენ დაავადებას – ბურსიტის საწინააღმდეგო საშუალებები
ბურსიტის მკურნალობისთვის რეკომენდებულია დასვენება. შეშუპების ან სიმხურვალის შემთხვევაში შეგიძლიათ დაზიანებულ ზედაპირზე ყინული დაიდოთ. ტკივილს შემთხვევაში შეგიძლიათ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებლები გამოიყენოთ. ასევე სხვადასხვა ზედაპირული გამოყენების საშუალებები, მაგალითად, ტრაუმელ S, შეგიძლიათ მიიღოთ სიმპტომების შესამსუბუქებლად და მკურნალობაში მოსახმარებლად.
სიმპტომები, წესით, რამდენიმე დღეში უნდა შეწყდეს, თუმცა მათი შეყოვნების ან გაუარესების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account