სამედიცინო პრაქტიკაში, კონკრეტულად კი ნევროლოგიაში თავბრუსხვევა ყველაზე ხშირი ჩივილია. იგი ხშირად მსუბუქად გამოხატულია და თავისთავად გაივლის, მაგრამ არსებობს თავბრუსხვევის მძიმე ეპიზოდებიც, რომელიც სხვა სიმპტომებთან ერთად ვლინდება და თავისთავად არ გაივლის. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს და გამოიკვლიოთ შესაძლო მიზეზები.
როგორც მოგახსენეთ, თავბრუსხვევა ყოველთვის ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელი არ არის და შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ფაქტორებისგან, როგორებიცაა: არტერიული წნევის ვარდნა, სტრესი, დეჰიდრატაცია, ალერგია, სტრესი, გარკვეული
მალთაშუა თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხემლის დაავადებაა, რომელიც წარმოადგენს ხერხემლის არხში მალთაშუა დისკის ბირთვის პროტრუზიას და გამოხატულია ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით.
ადამიანის მიკროფლორა, განსაკუთრებით კი ნაწლავის მიკროფლორა, მონაწილეობს სასიცოცხლოდ აუცილებელ ბიოლოგიურ პროცესებში, როგორებიცაა: ნივთიერებათა ცვლა, ეპითელიუმის განვითარება, იმუნიტეტზე ზემოქმედება და სხვა.
ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავის მიკროფლორა 500-დან 1000-მდე სხვადასხვა ბაქტერიული სახეობისგან შედგება და შეადგენს 1000-ზე მეტ მიკროორგანიზმს, რაც დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ადამიანის უჯრედების რაოდენობას.
სხვადასხვა მიკროორგანიზმების რაოდენობის თანაფარდობა ძირითადად მუდმივია. თუმცა, ირაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის, რადიაციული და ქიმიოთერაპიის, არასწორი კვების, დასუსტებული იმუნიტეტის, ფერმენტების თანდაყოლილი დეფექტების გამო, ბალანსი შეიძლება დაირღვეს.
მსგავსი დარღვევების აღმოსაფხვრელად თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები. ერთ-ერთი მათგანია პრეპარატი
ხელის, ტერფისა და პირის დაავადება (HFMD), იგივე კოკსაკის ვირუსი, არის ბავშვთა ასაკში გავრცელებული ენტეროვირუსული ინფექცია, რომელიც ხასიათდება სუბფებრილური ცხელებით, მტკივნეული წყლულებით პირის ღრუში და ვეზიკულებით მტევნებსა და ტერფებზე.
კოკსაკის ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ კოკსაკში, შესაბამისად, აქიდან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
ხელის, ტერფის და პირის ღრუს ინფექციას, როგორც წესი, მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და ჩვეულებრივ, თავისთავად ქრება 7-10 დღის ვადაში.
კოკსაკის ვირუსის რისკ-ფაქტორები
კოკსაკის ვირუსის მთავარი რისკ-ფაქტორი არის ასაკი. ვირუსი ძირითადად ვლინდება 5-7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვენური დაავადებები მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. მას ძირითადად ჰიპოდინამიური ცხოვრების წესი იწვევს, თუმცა შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს ერთ-ერთი გამოვლინებაც იყოს.
დაავადების ალბათობას ასევე ზრდის ჭარბი წონა და მდედრობითი სქესი. უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და მშობიარობის, არცთუ იშვიათად - ჰორმონული პრეპარატების, მათ შორის - კონტრაცეპტივების მიღების გამო.
თეთრი კასტელანი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის სითხე, ფენოლის დამახასიათებელი სუნით. ის აქტიურად გამოიყენება დერმატოლოგიაში. ეს არის არის გარეგანი გამოყენების ხსნარი, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
საშუალებაგამოიყენება კანის ჩირქოვანი და ზედაპირული ჭრილობების დროს, ეროზიების,ნახეთქებისა და და ნაკაწრების დასამუშავებლად.
გარდა ამისა, თეთრი კასტელანი გამოიყენება კანდიდოზების სამკურნალოდ, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account