ვაგიფლორი — რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტის შესახებ?

ხშირად, როდესაც "კარგი" ბაქტერიების, განსაკუთრებით ლაქტობაცილის სახეობების ბუნებრივი ბალანსი ვაგინალურ მიკროფლორაში ირღვევა, ეს პოტენციურად მავნე ბაქტერიების ჭარბ ზრდას იწვევს. ქალებს ეს დისბალანსი სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება განუვითარდეთ; მაგალითად, ანტიბიოტიკების გამოყენებამ, რომლებიც ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება, შეიძლება შეამციროს სასარგებლო ბაქტერიები. 

სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ბაქტერიულ დისბალანსს, არის ჰორმონალური ცვლილებები ორსულობის, მენოპაუზის ან მენსტრუალური ციკლის დროს, ისევე როგორც ცხოვრების სტილის ფაქტორები, როგორიცაა დაუცველი სექსი ან გარკვეული სახის ჰიგიენური საშუალებების გამოყენება, რომლებიც ცვლის ვაგინალურ pH-ს.

გარდა ამისა, სტრესი, არასწორი კვების რეჟიმი და ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი, ქალებს უფრო მგრძნობიარეს ხდის ვაგინალური დისბიოზის მიმართ. 

ვაგიფლორის (VAGIFLOR) სანთელი ფართო სპექტრის ანტიმიკოზური საშუალებაა. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს პრეპარატი არის ვაგინალური მიკროფლორის დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება კანდიდოზური ვაგინიტის, შერეული, გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკრობებით გამოწვეული, ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ. 

აღსანიშნავია, რომ ვაგიფლორის გამოყენება ხელს უწყობს სასარგებლო მიკროორგანიზმების, ლაქტობაცილების (Lactobacillus spp) გამრავლებას,  ხოლო მავნე მიკროორგანიზმებს - ტრიქომონებს (Trichomonas spp) სპობს.

როგორ იყენებენ ვაგიფლორის სანთლებს?  

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრეპარატი ექიმის რეცეპტის გარეშე არ გაიცემა - მის შესაძენად აფთიაქში ფორმა #3 რეცეპტი უნდა წარადგინოთ. 

ცხადია, მკურნალი ექიმი თავადაც გეტყვით და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სიხშირით და როგორ გამოიყენოთ მედიკამენტი, თუმცა, ვაგიფლორის ანოტაცია ასევე გვასწავლის მისი მოხმარების წესებს.

მაგალითად, 1 ვაგიფლორის სანთელი (იგივე სუპოზტორია) გამოიყენება დღეში ერთხელ. უმჯობესია, თუკი მას ღამით, ძილის წინ მივიღებთ. როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირამდეა, მაგრამ თქვენმა მკურნალმა ექიმმა, შესაძლოა, ეს ხანგრძლივობა ჩვენებების მიხედვით გაგიზარდოთ ან შეგიმციროთ.

ასევე, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ სუპოზიტორიის, ანუ ვაგიფლორის სანთლების გამოყენება დაუშვებელია ორალური გზით. მისი დალევა, წყალში გახსნა - არ შეიძლება. ვაგიფლორის გამოყენება მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ უნდა მოხდეს.

სად შევიძინოთ ვაგიფლორი? 

ამ მედიკამენტის შეძენა საქართველოში შესაძლებელია. მაგალითად, PSP-ის სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ მისი როგორც ონლაინ ყიდვა, ისე ფიზიკურად აფთიაქში შეძენა.

ხშირად დასმული შეკითხვაა ვაგიფლორის სანთლები ფასი. მედიკამენტის ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს სააფთიაქო ქსელებში და ეს დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრზე - ბიზნესისთვის არსებული გადასახადები, ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, კომპანიის მიერ პროდუქტზე დაწესებული თვითღირებულება და ა.შ. სწორედ ამიტომ, ვაგიფლორის ფასი ცვალებადია.

ვინ შეიძლება მოიხმაროს მედიკამენტი? 

ვაგიფლორ 10 სანთლები განკუთვნილია ქალებისათვის, ვინც ცდილობენ შეინარჩუნონ ან აღადგინონ ჯანსაღი ბალანსი თავიანთ ვაგინალურ მიკროფლორაში. მედიკამენტის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს ბაქტერიული დისბალანსის სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, უჩვეულო გამონადენი ან უსიამოვნო სუნი.

ასევე, ვაგიფლორის სანთლები შეიძლება მოიხმარონ ქალებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაასრულეს ანტიბიოტიკების კურსი, რამაც შეიძლება დაარღვიოს ჯანსაღი ვაგინალური ბაქტერიების ბალანსი - ამ დროს ვაგიფლორი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს ბუნებრივი ფლორის აღსადგენად.

თუმცა, ვაგიფლორი ყველასთვის შესაფერისი არ არის. თუკი გაქვთ აქტიური ვაგინალური ინფექცია, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას (მაგალითად სოკოვანი ინფექცია ან ტრიქომონიაზი), ვაგიფლორის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს. ეს სანთლები არ არის შექმნილი უშუალოდ ინფექციების სამკურნალოდ, ამიტომ ამ მედიკამენტის გამოყენებამ სათანადო მითითებების გარეშე შეიძლება შეაფერხოს ამ ჩვენებების მკურნალობა.

ასევე, თუკი გაქვთ ალერგია პრობიოტიკებზე, ლაქტობაცილუსზე ან ვაგიფლორის რომელიმე ინგრედიენტზე, უნდა მოერიდოთ ამ სანთლების გამოყენებას ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად.

ზოგადად, ვაგიფლორი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მოზრდილებმა და მათაც მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტის ხელმძღვანელობით. ორსულმა ან მეძუძურმა დედებმა მისი გამოყენება უნდა განიხილონ ექიმთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს მათთვის შესაფერისია, რადგან ამ პერიოდში ინდივიდუალური ჯანმრთელობის საჭიროებები განსხვავდება. ორსულებში გამოყენების აუცილებლობა მკაცრად უნდა იქნას შეფასებული. ის ინიშნება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში

სათანადო გამოყენება მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, რომ ვაგიფლორი აღადგენს ჯანსაღ ვაგინალურ გარემოს, ის განკუთვნილია როგორც დანამატი ბალანსის შესანარჩუნებლად და არა როგორც კონკრეტული ინფექციების სამკურნალო საშუალება.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობისას ვაგიფლორის შემცვლელი არ მოიძიოთ თვითნებურად და არ შეწყვიტოთ დანიშნული მედიკამენტით მკურნალობა. თუკი ამ პრეპარატზე რაიმე ეჭვი გაწუხებთ, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს.

როგორია ვაგიფლორის სანთლების შედგენილობა? 

ვაგიფლორის თითოეული სანთელი შეიცავს:

  • 500 მგ მეტრონიდაზოლს;
  • 100 მგ მიკონაზოლის ნიტრატს;
  • 50 მგ ლაქტობაცილებს;
  • 1350 მგ მყარ ცხიმებს.

პაციენტისთვის შემადგენლობის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან თუკი რომელიმე კომპონენტის, ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან ალერგიულობა გახასიათებთ, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს და მან იმავე მოქმედების სხვა მედიკამენტი გამოგიწეროთ

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მეტრონიდაზოლის მიღების პარალელურად ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის. მაგალითად, კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქციები.

ასევე, შემადგენლობიდან გამომდინარე, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს შეზღუდული, რათა თავიდან ავიცილოთ ნივთიერებების წინააღმდეგ რეზისტენტული მიკროორგანიზმების წარმოშობა, მათი გამრავლება და ამ მიკრობებით რაიმე სუპერინფექციის განვითარების რისკი.

უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენები და შენიშვნები

ვაგიფლორის მოხმარების უკუჩვენებები, სხვა ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, შეიძლება იყოს მომატებული მგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების: მეტრონიდაზოლის, მიკონაზოლის ნიტრატისა და ლაქტობაქტერიების ან სანთლის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს - მედიკამენტის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ შეიძლება:

  • ვაგინალური სანთლის შეყვანისთანავე პაციენტმა იგრძნოს მსუბუქი წვა ან გაღიზიანება, თუმცა ადგილობრივად და ისიც იშვიათ შემთხვევებში;
  • გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, თუმცა, ასევე იშვიათად.

თუკი რომელიმე ზემოხსენებული აღგენიშნებათ ვაგიფლორის მოხმარებისას, ან მის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე იქამდე გქონიათ ალერგიული რეაქცია, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს.

გარდა ამისა, ამ სანთლების გამოყენებისას უნდა იცოდეთ, რომ, როგორც წესი, მისი მოხმარება დაშვებულია მენსტრუაციის დროსაც.

ასევე, ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ არ ჩაიტაროთ ვაგინალური გამორეცხვა ექიმის მითითების გარეშე - ამან შეიძლება დაარღვიოს ვაგინალური მიკროფლორა და ბაქტერიული დისბალანსი გამოიწვიოს. 

საჭიროა ვიცოდეთ ისიც, რომ შხაპის, ბანაობისა თუ უბრალოდ ცურვის შემდეგაც საშოს მიდამო რაც შეიძლება სწრაფად და კარგად უნდა შეიშროთ. თუკი გაქვთ საშუალება, შეძლებისამებრ სწრაფად გამოიცვალეს საცურაო კოსტიუმი თუ სველი სავარჯიშო ტანსაცმელი. საშოს მიდამოში სისველე ხელს უწყობს სოკოს გამრავლებას.

რა მოხდება, თუკი ვაგიფლორის გადაჭარბებული დოზა მიიღეთ? - ადამიანებში ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებების - მიკონაზოლის ნიტრატის, მეტრონიდაზოლისა და ლაქტობაქტერიების - დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, რაიმე სახის დისკომფორტის გამოვლენისთანავე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან, საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ვაგიფლორის გამოყენება სხვა სამედიცინო საშუალებებთან

სანთლებში შემავალი რამდენიმე აქტიური ნივთიერების გამო სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რა პრეპარატებს მოვიხმართ ვაგიფლორის პარალელურად. მაგალითად, აქტიური ნივთიერება მეტრონიდაზოლი იწვევს ვარფარინისა და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების ეფექტების გაძლიერებას. ანტიკოაგულანტების ეფექტს აძლიერებს კიდევ ერთი აქტიური ნივთიერება - მიკონაზოლი. სწორედ ამიტომ ვაგიფლორის მოხმარების დაწყებაზე უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ კარდიოლოგს, ხოლო ანტიკოაგულანტების შესახებ - ვაგიფლორით მკურნალ ექიმს. 

თუკი პარალელურად იღებთ ლითიუმს, თანაც შედარებით მაღალ დოზას, ისევ მეტრონიდაზოლთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმის სისხლის შრატში კონცენტრაციის ზრდა და ინტოქსიკაციის ნიშნები - ამაზეც აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმსა და სპეციალისტს, ვინც ლითიუმის შემცველობით მედიკამენტი დაგინიშნათ.

მეტრონიდაზოლი ასევე ზრდის ფენიტოინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და შეიძლება, გამოიწვიოს ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დათრგუნვა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაგიფლორის პარლელურად სხვა ვაგინალური საშუალებების გამოყენება არ შეიძლება - ამ დროს შეუძლებელია მედიკამენტური ურთიერთქმედების გამორიცხვა. სწორედ ამიტომ, მკურნალ ექიმთან ერთად არჩევანი ერთ ვაგინალურ საშუალებაზე უნდა შეჩერდეს.

როგორ შევინახოთ ვაგიფლორის სანთლები?  

როგორც სხვა ნებისმიერი მედიკამენტის შემთხვევაში, ვაგიფლორის სანთლების შენახვასაც შესაბამისი პირობები სჭირდება. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ პრეპარატი ვარგისია წარმოებიდან 36 თვის განმავლობაში - წარმოების თარიღი და ვარგისიანობა მითითებულია შეფუთვაზეც.

სანთლები უნდა შევინახოთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. შენახვის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს 25˚C-ს. რაც მთავარია, მედიკამენტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუღწეველ ადგილზე.