პრესტარიუმი წნევის დამწევი საშუალებაა, რომელიც ორ აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს — პერინდოპრილის არგინინსა და ინდაპამიდს. თუმცა, შესაძლოა, პრეპარატი მხოლოდ პერინდოპრილის არგინინითაც შეგვხვდეს.
პრესტარიუმი სისხლძარღვებს აფართოებს და, შესაბამისად, ზრდის ორგანიზმის სისხლმომარაგებას. ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება, ინდაპამიდი,
მასტოპათია, ასევე ცნობილი როგორც მკერდის ფიბროკისტოზური დაავადება, სარძევე ჯირკვლების პათოლოგიაა. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირია 20-დან 50 წლამდე ასაკის ქალებში, რაც, ძირითადად, ჰორმონალურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
რა არის მასტოპათია?
მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც მკერდის ქსოვილის ცვლილებებით ხასიათდება. ის, ჩვეულებრივ, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ვითარდება და ჰორმონალურ დისბალანსთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი ესტროგენის ნორმაზე მეტ ან ნაკლებ გამომუშავებასთან.
ზოგადად, მასტოპათია არ წარმოადგენს ძუძუს კიბოსწინარე პათოლოგიას, თუმცა არსებობს დაავადების ფორმები, რომელთა ფონზეც მკერდის სიმსივნის განვითარების ალბათობა იზრდება.
გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც ჰერპეს სიმპლექსის (HSV), იგივე მარტივი ჰერპესის ვირუსი იწვევს.
ინფიცირების რისკის ქვეშ ორივე სქესის წარმომადგენლები არიან, ვირუსის გავრცელების ძირითადი გზა კი სქესობრივი კონტაქტია.
რა იწვევს გენიტალურ ჰერპესს?
როგორც აღვნიშნეთ, გენიტალური ჰერპესი გამოწვეულია მარტივი ჰერპეს ვირუსით, რომლის ორი ტიპი არსებობს:
HSV-1, რომელიც უფრო ხშირად ასოცირდება გაციებასთან ან პირის ღრუს ირგვლივ ბუშტუკოვან გამონაყართან. თუმცა მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური ინფექციები.
HSV-2, რომელიც გენიტალური ჰერპესის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.
ვირუსი, როგორც წესი, კანის კანთან პირდაპირი კონტაქტით ვრცელდება, ინფიცირებულ
მარტივად რომ განვმარტოთ, ჰიპოთერმია სხეულის ტემპერატურის ვარდნაა. სხეულის ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსია მიჩნეულია, ჰიპოთერმია კი ვითარდება მაშინ, როდესაც ის 35 გრადუსზე დაბლა იწევს. ცნობისთვის, 28°C-ზე დაბალი და 42°C-ზე მაღალი ტემპერატურა კრიტიკულად არის მიჩნეული.
ჰიპოთერმია არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი იმაზე მეტ სითბოს კარგავს, ვიდრე წარმოქმნა შეუძლია. ორგანიზმში სითბოს ჰიპოთალამუსი არეგულირებს. მას ტემპერატურის მომატების ან დაცემის შესახებ ინფორმაცია კანში თავმოყრილი თერმორეცეპტორების მიერ მიეწოდება. როდესაც ჰიპოთალამუსი მსგავს სიგნალს იღებს, ნერვულ-ენდოკრინული ჰორმონების ზემოქმედებით, ოფლის გამოყოფა და სითხის აორთქლება ძლიერდება, შედეგად კი, სხეულის ტემპერატურა მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ტემპერატურა დაბალია, სითხის გამოყოფა და აორთქლება, პირიქით, იკლებს, რაც ორგანიზმის გათბობას და მის მიერ ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ძუძუს თავის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ის შეიძლება წარმოშვას ალერგიამ სარეცხ საშუალებაზე ან ბიუსტჰალტერმა, რომელიც კარგად არ არის მორგებული. ძუძუს თავის ტკივილი ხშირია მენსტრუაციის დროს, ასევე ორსულთა ან მეძუძურ დედათა შემთხვევაში.
ეს შედარებით უწყინარი მიზეზებია, თუმცა არსებობს ძუძუს თავის ტკივილის განმაპირობებელი უფრო სერიოზული ფაქტორები, როგორიცაა ინფექციები და კიბო, ამიტომ სწრაფი დიაგნოზისა და დროული მკურნალობისთვის ექიმთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია.
რა იწვევს ძუძუს თავის ტკივილს?
ძუძუს თავის ტკივილის შესაძლო გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
ხახუნი — ის ძუძუს თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ხახუნი შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როდესაც ტანსაცმელი ან ბიუსტჰალტერი ძუძუს თავებს მჭიდროდ ეკვრის. ის განსაკუთრებით ხშირია სპორტული აქტივობების დროს, როგორიცაა
კბილის კარიესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. რთული ფორმის შემთხვევაში, ის ძლიერ ტკივილს, ინფექციის განვითარებასა და კბილის დაკარგვასაც იწვევს.
კარიესის გავრცელება და ინტენსივობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ფტორი. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ფტორით მარაგდება, კარიესით კბილების დაზიანების რისკიც მცირდება. გარდა ამისა, კარიესის განვითარებაში მნიშვნელოვანია საკვებისა და სასმლის როლი.
რა არის კარიესი?
კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომელიც კბილის ქსოვილს აზიანებს. ის ინფექციურ დაავადებად არის მიჩნეული, რადგან მის განვითარებაში სპეციფიკური ბაქტერიები მონაწილეობენ. კბილის სტრუქტურის რღვევა სწორედ ამ ბაქტერიების დახმარებით წარმოქმნილი ორგანული მჟავების ზემოქმედებით ხდება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account