
პრესტარიუმი წნევის დამწევი საშუალებაა, რომელიც ორ აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს — პერინდოპრილის არგინინსა და ინდაპამიდს. თუმცა, შესაძლოა, პრეპარატი მხოლოდ პერინდოპრილის არგინინითაც შეგვხვდეს.
პრესტარიუმი სისხლძარღვებს აფართოებს და, შესაბამისად, ზრდის ორგანიზმის სისხლმომარაგებას. ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება, ინდაპამიდი, არის დიურეტიკი – ეს ნიშნავს, რომ ნივთიერება წარმოქმნილი შარდის მოცულობას ზრდის, თუმცა, სხვა დიურეტიკებსგან განსხვავებით, მცირედით. საბოლოო ჯამში კი ორივე ნივთიერება ამცირებს არტერიულ წნევას.
მედიკამენტი აპკით შემოგარსული ტაბლეტების სახით გვხვდება და რეცეპტით გაიცემა.
პრესტარიუმის დოზირება
პსპ-ს სააფთიაქსო ქსელში პრესტარიუმის ორი სახეობა გვხვდება - პრესტარიუმი 5 მგ-იანი და პრესტარიუმი 10 მგ-იანი. ამ შემთხვევაში მედიკამენტი პენიდოპრილ არგანინს შეიცავს 5 ან 10მგ-ს.
გარდა ამისა, მისი დოზირებაც შეიძლება იყოს ორივე ინგრედიენტის შემცველობაზე დამოკიდებული და წარმოდგენილი, როგორც პრესტარიუმი 5/1.25 მგ. ეს ნიშნავს, რომ ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილის არგინინს და 1,25 მგ ინდაპამიდს.
გარდა ძირითადი აქტიური ნივთიერებისა, პრესტარიუმის ტაბლეტის ბირთვი შეიძლება შეიცავდეს ლაქტოზის მონოჰიდრატს, მაგნიუმის სტეარატს (E470B), მალტოდექსტრინს, სილიციუმის უწყლო კოლოიდურ დიოქსიდსა (E551) და ნატრიუმის სახამებელგლუკოლატს (Aტიპის). ხოლო ტაბლეტის აპკის შემცველობაში, შესაძლოა, შეგვხვდეს: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E470B), ტიტანის დიოქსიდი (E171).
შემცველობაში არსებული განსხვავებებისა და დოზებს შორის სხვაობის გამო მნიშნელოვანია, რომ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან და სპეციალისტის დანიშნულებისამებრ მოვიქცეთ.
პრესტარიუმის ფასი ცვალებადია. შეფუთვაში, როგორც წესი, 30 ტაბლეტი გვხვდება და ღირებულება დოზისა და წარმოების მიხედვით განსხვავდება.
პრესტარიუმის ანოტაცია
პრესტარიუმის ანოტაცია გამოყენებამდე ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე გაგვცემს პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებისას დოზებისთვის ყურადღების მიქცევა მნიშნელოვანია და უმჯობესია, ექიმის დანიშნულებით მივიღოთ, სხვადასხვა დოზირების პრესტარიუმის ანოტაცია ერთსა და იმავე საკითხებს შეიძლება ფარავდეს.
მაგალითად, პრესტარიუმ 5-სა და პრესტარიუმ 10მგ-იანის ანოტაციები მრავალი ინფორმაციული ასპექტით ჰგავს ერთმანეთს.
როგორც პრეპარატის ანოტაცია გვეუბნება, მისი ჩვენებები შეიძლება იყოს:
- მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა;
- გულის უკმარისობის მკურნალობა (დაავადება, როდესაც გული აღარ აწვდის ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლს);
- პაციენტებში ისეთი გართულებების რისკის შემცირება, როგორიცაა: გულის შეტევა კორონალური არტერიების სტაბილური დაავადებისას (დაავადება როდესაც გულის სისხლმომარაგება შემცირებულია ან დაბლოკილია) გადატანილი გულის შეტევა, კორონარული არტერიის შუნტირება ან კორონარული არტერიის გაფართოება.
მიღების წესები და უკუჩვენებები, ან გვერდითი მოვლენები
პრესტარიუმის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით, რათა სპეციალისტმა თვალი ადევნოს მკურნალობის მიმდინარეობას და უკუჩვენებების, გვერდითი მოვლენების შემთხვევაში შესაბამისად მართოს პროცესები.
გარდა ამისა, სპეციალისტის კონსულტაცია საჭიროა მედიკამენტის შესაბამისი დოზირების განსასაზღვრადაც.
როგორც წესი, პრეპარატის საწყისი დოზა 1 ტაბლეტია დღეში და მისი მიღება დილით, ჭამის წინ არის რეკომენდებული. ამასთანავე, თირკმლის უკმარისობის თუ სხვა მძიმე დაავადებების მიმდინარეობისას, ექიმის ჩარევით, შეიძლება დოზის ცვლილება.
ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად პრესტარიუმსაც შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენები. ანოტაციის მიხედვით, ეს მოვლენები შეიძლება იყოს:
- გავრცელებული: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, წიწკნისა და ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები, ხმაური ყურებში, მსუბუქი თავბრუსხვევა დაქვეითებული წნევის გამო, ხველა, გაძნელებული სუნთქვა, საჭმლის მონელების დარღვევა, (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, საგემოვნო თვისებების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი), კუნთოვანი სპაზმები, დაღლილობის შეგრძნება.
- ნაკლებად გავრცელებული: ცვალებადი ხასიათი, ძილის დარღვევა, ბრონქოსპაზმები (დისკომფორტი გულმკერდის არეში, მსტვენავი სუნთქვა, ქოშინი), პირის ღრუს სიმშრალე, ანგიოშეშუპება, თირკმლის პრობლემები, იმპოტენცია, ჭარბი ოფლიანობა.
- ძალიან იშვიათი: ცნობიერების დაბინდვა, გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევევბი (არარეგულარული გულის რითმი, სტენოკარდია, გულის შეტევა და ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), რინიტი (დახშული ცხვირის არხი ან გამონადენი ცხვირიდან), სისხლის შემადგენლობის, კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევები.
- საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, თუკი მიღების შემდეგ შეგაწუხათ სახის, ტუჩების, პირის, ენის, ყელის შეშუპებამ, სუნთქვის გაძნელებამ ან ძლიერმა თავბრუსხვევამ.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მედიკამენტი ექიმის ზედამხედველობით მიიღოს. საჭიროებისამებრ, შესაძლოა, ექიმმა დანიშნოს სისხლის ანალიზი ან სხვა სახის კვლევები.
პრესტარიუმის მიღება ბავშვებისა და მოზარდებისთვის რეკომენდირებული არ არის. ასევე, ის არ ინიშნება ორსულებში და ლაქტაციაზე მყოფ დედებთან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account