ნაწლავებში აირების წარმოქმნა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და დიდ დისკომფორტს იწვევს. აირების წარმოქმნას არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: გაზიანი სასმელების (ლიმონათი, კოკა-კოლა და ა.შ.) მიღება, ზოგიერთი საკვების მიღება (მაგ: წითელი ხორცი, პარკოსნები, კომბოსტო, აგრეთვე საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს). ასევე აირების წარმოქმნის მიზეზი ხდება სწრაფი ჭამა ან ჭამის დროს საუბარი (ამ დროს საკვებთან ერთად ადამიანი ჰაერსაც ყლაპავს), ნაწლავური მიკრობები და ბაქტერიები, ფუნქციური დარღვევები და ა.შ.
ასეთ დროს, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ადამიანმა უბრალოდ შეცვალოს კვების რეჟიმი და მოერიდოს იმ საკვებს, რაც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს, შამციროს გაზიანი სასმელების რაოდენობა, მიირთვას აუჩქარებლად, დაკავდეს ფიზიკური აქტივობით და ა.შ.
თუმცა, თუ პრობლემა მაინც რჩება და ძლიერი დისკომფორტით მიმდინარეობს, გირჩევთ, კვლევებისთვის და მკურნალობისთვის ექიმს მიმართოთ, რომელიც
სწორი მაკიაჟის შერჩევა, შეიძლება, იყოს დამღლელი პროცესი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებულ კანის ტიპს განსხვავებული მიდგომა და პროდუქცია სჭირდება.
თუ გაქვთ ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული ან მგრძნობიარე კანი, თქვენი კანის მახასიათებლების გაგება პირველი ნაბიჯია სრულყოფილი პროდუქტების მოსაძებნად, რომლებიც არა მხოლოდ უკეთ გამოკვეთენ თქვენს ბუნებრივ სილამაზეს, არამედ ინარჩუნებენ კანის ჯანმრთელობასაც.
სწორ ტონალურს, კორექტორსა და დამამშვიდებელ პროდუქტებს შეუძლიათ ყველაფერი შეცვალონ და უზრუნველყონ, რომ თქვენი მაკიაჟი მდგრადი იყოს მთელი დღის განმავლობაში და თავიდან აიცილოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ზედმეტი ბზინვარება, მშრალი ლაქები ან გაღიზიანება.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევარჩიოთ ყველაზე შესაფერისი მაკიაჟის პროდუქტები, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე.
პრეპარატი როტიკოქსი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, სლოვენიაში იწარმოება. ის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფში შედის და აქტიურ ნივთიერება ეტორიკოქსიბს შეიცავს, რომელიც სახსრებსა და კუნთებში ტკივილსა და შეშუპებას ებრძვის.
როტიკოქსის ტაბლეტებში ეტორიკოკსიბის დოზირება განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 60მგ, 90მგ და 120 მგ ეტორიკოქსიბის შემცველი აბებია ხელმისაწვდომი. როტიკოქსი 60მგ-ისა და როტიკოქსი 90 მგ-ის ერთ კოლოფში 28 ტაბლეტია, როტიკოქსი 120 მგ-ის ერთ კოლოფში კი — 7 ტაბლეტი.
სუპრასტინი ანტიჰისტამინური, ალერგიული რეაქციების საწინააღმდეგო პრეპარატია. ის შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი ალერგიების წინააღმდეგ, როგორიცაა სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე ან კანის ქავილი. ასევე, სუპრასტინი გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების ადიუვანტური თერაპიისთვის.
როგორ მიიღება პრეპარატი?
მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიცემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე მისი მიღება და თვითმკურნალობა რეკომენდებულია. ნებისმიერი ჩივილის დროს უმჯობესია სწორედ ექიმმა გვირჩიოს, გამოვიყენოთ თუ არა კონკრეტული პრეპარატი.
მოზრდილებში სუპრასტინის ტაბლეტების რეკომენდებული დოზა არის 75-100 მგ, ანუ დაახლოებით 3-4 ტაბლეტი დღეში. ხოლო ამპულების შემთხვევაში — 1 ან 2 ამპულა დღეში.
ენდომეტრიუმი საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი გარსია, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს მენსტრუალური ციკლისა და ორსულობის დროს.
ენდომეტრიუმი, ყოველთვიურად, ჰორმონალური ცვლილებების საპასუხოდ სქელდება და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად ემზადება. თუ განაყოფიერება არ მოხდება, მენსტრუაციის დროს ენდომეტრიუმის ზედა ფენა იშლება.
ენდომეტრიუმის ნორმა
ენდომეტრიუმის სისქე მენსტრუალური ციკლის დღეზეა დამოკიდებული. ექიმები სისქის მიხედვით ენდომეტრიუმის ნორმას შემდეგნაირად განსაზღვრავენ:
გაციება მწვავე რესპირატორული ინფექციაა, რომელიც ვირუსით არის გამოწვეული. დღეს კაცობრიობისთვის 200-მდე სახეობის ასეთი ვირუსია ცნობილი. ყველაზე ხშირი კი რინოვირუსია.
გაციება გადამდებია და მისი გამომწვევი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში თვალის, პირისა და ცხვირის ღრუს გავლით აღწევს.
გაციების სიმპტომები
ხშირად გრიპი და გაციება ერთმანეთში ერევათ, რაც დიდწილად მათი სიმპტომების მსგავსების გამო ხდება. თუმცა ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა, რადგან
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account