Monthly Archives: October 2024

  1. აზიტრომიცინი — რა უნდა ვიცოდეთ ბაქტერიების საწინააღმდეგო პრეპარატზე

    აზიტრომიცინი — რა უნდა ვიცოდეთ ბაქტერიების საწინააღმდეგო პრეპარატზე

    ბაქტერიები გარემოში ყველგან არიან. ჩვენი იმუნური სისტემის დამსახურებით მათთან თანაარსებობა კარგად გამოგვდის, თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ ამ მიკროორგანიზმების შემოსევას ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება. შედეგად ბაქტერიული ინფექციები ჩნდება, ამ დროს კი ანტიბიოტიკების გამოყენება ხდება საჭირო. 

     

    მოდით, ბლოგში ერთ-ერთი ასეთი წამალი მიმოვიხილოთ, რომელსაც აზიტრომიცინი ჰქვია (იგივე აზითრომიცინი). 

    რა არის აზიტრომიცინი? 

    ეს პრეპარატი ანტიბიოტიკია, ანუ ბაქტერიების საწინააღმდეგო წამალია. მედიკამენტს თავისივე მოქმედი ნივთიერების სახელი ჰქვია. მისი შემცველობის მიხედვით აზიტრომიცინი 500-მილიგრამიანიც (იხილეთ

    Read more »
  2. ვალიდოლის ანოტაცია — რა უნდა ვიცოდეთ გულის ამ წამალზე

    ვალიდოლის ანოტაცია — რა უნდა ვიცოდეთ გულის ამ წამალზე

    გული “ცუდად გაგიხდათ”? დიდი ალბათობით, ამის გაგონებაზე მაშინვე ვალიდოლს გამოგიწოდებენ — მედიკამენტს, რომელსაც საქართველოში ასეთ დროს ძალიან ხშირად მიმართავენ. 

     

    მიიჩნევენ, რომ ვალიდოლია ენის ქვეშ საჭირო და პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუმცა რამდენად მართალია ეს? საერთოდაც, რისი წამალია იგი და რა დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ? ყველასთვის შეიძლება მისი მიღება? 

     

    სანამ ამ კითხვებს გავცემდეთ პასუხს და ვალიდოლის ინსტრუქციას გავეცნობოდეთ, ჯერ მის რაობაზე ვისაუბროთ. 

    რისი წამალია ვალიდოლი?

    ვალიდოლი

    Read more »
  3. ბიმაქსი — ანტიბიოტიკი რესპირატორული ინფექციების წინააღმდეგ

    ბიმაქსი — ანტიბიოტიკი რესპირატორული ინფექციების წინააღმდეგ

    თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მომატება,  სურდო, ყელის ტკივილი – ეს ის სიმპტომებია, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ ორგანიზმში ვირუსი გაქვთ და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადდით. 

    ადამიანების უმრავლესობა ასეთ დროს თვითმკურნალობას მიმართავს, თუმცა ხშირად ეს დაავადება უფრო მწვავდება და საბოლოოდ, მაინც საჭირო ხდება ექიმის ჩართულობა.

    გართულებული რესპირატორული ტრაქტის ინფექციების დროს, კერძოდ  ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლის ანთება, რომელიც ხახის ორივე მხარეზეა განლაგებული), ფარინგიტის (ხახის ლორწოვანი გარსის ანთება), შუა ყურის ანთების, სინუსიტის, მწვავე პნევმონიის ან ქრონიკული ბრონქიტისას, მედიკოსები ხშირ შემთხვევაში ნიშნავენ  

    Read more »
  4. რა არის პაიდოტერინი დეკონგესტანტი და რისთვის გამოიყენება იგი?

    რა არის პაიდოტერინი დეკონგესტანტი და რისთვის გამოიყენება იგი?

    პაიდოტერინი დეკონგესტი შეშუპების საწინააღმდეგო სიროფია, რომელიც წითელი შეფერილობისაა და მარწყვის არომატი აქვს. პაიდოტერინი გამოდის 100 მლ-იან კონტეინერში, დოზირების ჭიქასთან ერთად.

    პაიდოტერინი არის ფენილეფრინის, დიფენჰიდრამინისა და ქლორფენირამინის ნაერთი. უფრო კონკრეტულად, ფენილეფრინი არის სიმპატომიმეტიური ამინი, რომელიც მოქმედებს სასუნთქი გზების ლორწოვან ალფა-ადრენერგიულ რეცეპტორებზე ვაზოკონტრიქციის გამოსაწვევად რომელიც დროებით ამცირებს ლორწოვანი გარსის ანთებასთან დაკავშირებულ შეშუპებას, რაც ფარავს ნაზალურ გზებს, მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება.

    დიფენჰიდრამინი და ქლორფენირამინი ანტიჰისტამინებია, რომლებიც ხელს უშლის, ჰისტამინისგან გამოწვეულ რეაქციებს. ანტიჰისტამინური საშუალებების მოქმედება ცხვირის ლორწოვანზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.

    პრეპარატი ამსუბუქებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას, რომელიც თან ახლავს ალერგიულ

    Read more »
  5. ვაგოსტაბილი მშვიდი ცხოვრებისთვის — ის, რაც ამ პრეპარატზე უნდა ვიცოდეთ

    ვაგოსტაბილი მშვიდი ცხოვრებისთვის — ის, რაც ამ პრეპარატზე უნდა ვიცოდეთ

    დამამშვიდებელი ფიტოპრეპარატები (ან სედატიური პრეპარატები) ბუნებრივი მცენარეებისაგან დამზადებული მედიკამენტებია, რომლებიც გამოიყენება შფოთვის, დაღლილობის და ძილის პრობლემების შესამცირებლად. ისინი ბუნებრივად მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც ხელს უწყობენ ძილის მოწესრიგებას, დაღლილობის მოხსნასა და განტვირთვას. 

    დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ პოპულარულ ფიტოფრეპარატს ვაგოსტაბილს

    Read more »
  6. ელოკომი: სარგებლიანობა და შესაძლო საფრთხეები — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატზე

    ელოკომი: სარგებლიანობა და შესაძლო საფრთხეები — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატზე

    არ არის დამტკიცებული, რომ ორსულებში ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება უსაფრთხო იყოს. არსებობს შანსი, რომ კორტიკოსტეროიდებმა პლაცენტაში შეაღწიოს და ნაყოფზე გარკვეული გავლენა იქონიოს. ამის გამო ფეხმძიმობისას მათი დანიშვნა მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, როცა ქალისთვის პოტენციური სარგებელი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს აღემატება. ორსულობისას ეს პრეპარატები არ უნდა გამოიყენოთ დიდი დოზებით ან ხანგრძლივად. 

     

    არც ისაა ცნობილი, შესაძლებელია თუ არა, რომ ადგილობრივი გამოყენებისას კორტიკოსტეროიდები ორგანიზმმა სისტემურად შთანთქას და ისინი რძეში გადავიდეს. ამის გამო, შესაძლოა, ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მოხსნა დაგჭირდეთ.

    ელოკომი ბავშვებში

     

    ბავშვებში კანის ზედაპირის ფართობი სხეულის მასასთან შედარებით დიდია, ამიტომ, შესაძლოა, ორგანიზმმა პრეპარატი უფრო მეტად შთანთქას. ამის გამო ბავშვებში შეიძლება უფრო ხშირი იყოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy