Rencarb - რენკარბი 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 39,50 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
მარაგშია
SKU
63828_2537
ჩვენება: მეტაბოლური აციდოზი განვითარებული სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ინტოქსიკაციების, სხვადასხვა ინფექციის, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში და თირკმლის დიალიზის შემდგომ. ანტაციდური მოქმედება და სიმპტომების გაუმჯობესება გასტროდუოდენალური წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობის დროს. პოდაგრის შეტევის პრევენცია.

რენკარბი

(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი)                                                                                                                                                                        

Rencarb

 შემადგენლობა                                                                                                                                                                                                                                                                                   1 ტაბლეტი შეიცავს:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი  ------------------------  1000 მგ

ჩვენება:

  • მეტაბოლური აციდოზი განვითარებული სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ინტოქსიკაციების, სხვადასხვა ინფექციის, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში და თირკმლის დიალიზის შემდგომ.
  • ანტაციდური მოქმედება და სიმპტომების გაუმჯობესება გასტროდუოდენალური წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობის დროს.
  • პოდაგრის შეტევის პრევენცია.

დოზირება და მიღების წესი:

პერორალურად 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ. მაქსიმალური დღიური დოზა 5 გ.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში:

  • პაციენტები რომლებსაც ესაჭიროებათ ნატრიუმის მიღების შეზღუდვა (პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერნატრიემია, შეშუპება, პრეეკლამპსია, შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადება, მაღალი არტერიული წნევა და სხვა).

გამოიყენება სიფრთხილით:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადების მძიმე ფორმის დროს.
  • პაციენტებში პარკუჭოვანი დისფუნქციით, ფილტვის დაავადებებით.
  • პაციენტებში შარდის ტუტე რეაქციით.

 

გვერდითი ეფექტები:

  • ნივთიერებათა ცვლის მოშლა: შეშუპება ნატრიუმის დაგროვების გამო. ტუტე სინდრომი.

   თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, შეწყვიტეთ ან დროებით შეაჩერეთ მედიკამენტის მიღება.

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შებერილობა, ბოყინი, იშვიათად კუჭის წვენის სეკრეციის მომატება.

ძირითადი გაფრთხილებები:

სიფრთხილით ინიშნება

  • პაციენტებში გულის უკმარისობით, შეშუპებით, შარდის გამოყოფის შემცირებით ან ანურიით.
  • მომატებული მჟავიანობის მკურნალობისას აციდოზის კორექციის და კარბონატული გაღიზიანების შესამცირებლად რეკომენდებულია კომბინაცია სხვა ანტაციდებთან.
  • ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ტუტე რეაქციის მომატება (ჰემატურია, ღებინება, სისხლდენა, გაუწყლოება), ამიტომ საჭიროა დაინიშნოს სიფრთხილით.

ურთიერთქმედება:

  • სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას მიიღეთ სიფრთხილით, რადგან pH-ზე ზემოქმედების გამო შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატის აბსორბციის და გამოყოფის ცვლილება.
  • შესაძლებელია რძემჟავა სინდრომის განვითარება (ჰიპერკალცემია, აზოტემია, ტუტე რეაქციის მატება.)

ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.

შენახვის წესი:  შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (1-30°C)

შენახვის ვადა:  36 თვე წარმოებიდან

შეფუთვა:  10 ბლისტერზე, 10 ბლისტერი კოლოფში.

 

WEST-COAST International Inc.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy