Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 38,19 GEL რეგულარული ფასი 47,30 GEL
მარაგშია
SKU
44651_651

ჩვენება: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება,თვალის დაავადებები.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა -3 საბავშვო N30

საღეჭი კაფსულები ომეგა 3 და A, D, E, C ვიტამინებით

აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას

დოპელჰერც/აქტივი ომეგა -3 საბავშვო საღეჭი კაფსულები ვიტამინებით და თევზის ზეთით, მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

დოპელჰერც/აქტივი ომეგა-3 ბავშვებისთვის ვიტამინებთან ერთად შეიქმნა დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე. ლიმონის არომატიზებული საღეჭი კაფსულები შეიცავს ორაგულის ზეთის დაბალანსებულ რაოდენობას, მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს DHA, EPA-ს და ვიტამინების კომბინაციას, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, ამასთან სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით შექმნილ საღეჭ კაფსულებს არ აქვთ თევზის სუნი და გემო, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანი კომპონენტებია ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის. სამეცნიერო კვლევების მიხედვით უჯერი ცხიმოვანი მჟავები დადებით გავლენას ახდენს ბავშვის კონცენტრაციის, სწავლის და მეხსიერების უნარზე.

ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით.

DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას. EPA და DHA აუცილებელია უჯრედის მემბრანის შენებისთვის (განსაკუთრებით თავის ტვინის, თვალის ბადურა გარსის, სასქესო ჯირკვლების).

EPA უმნიშვნელოვანესია თავის ტვინის რუხი ნივთიერების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.

ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ვიტამინი A ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აძლიერებს მხედველობას და ინარჩუნებს ჯანმრთელ კანს და ლორწოვან გარსებს.

ვიტამინი C აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას და სხეულის ბუნებრივ დაცვას.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 ბავშვებისთვის ვიტამინებთან ერთად აძლიერებს ორგანიზმს ყოველდღიური ინტელექტუალური და ფიზიკური აქტივობის დროს, ხელს უწყობს ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებას ზრდის პერიოდში და აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას.

ჩვენება:

  • მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება
  • ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • თვალის დაავადებები
  • ნივთიერება ცვლის დარღვევა.

შემადგენლობა:

დღიური დოზაერთი საღეჭი კაფსულა შეიცავს: თევზის ზეთი - 323 მგ (DHA -130 მგ, EPA - 25 მგ); ვიტამინი A - 200 სე; ვიტამინი D - 1.25 სე; ვიტამინი E - 2.5 მგ; ვიტამინი C - 30 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დღეში 4 წლის ასაკიდან. კაფსულა შეიძლება დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№30 საღეჭი კაფსულა ლიმონის გემოთი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ომეგა-3 ლიმნის 60 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy