Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი A-Z 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,65 GEL რეგულარული ფასი 33,30 GEL
მარაგშია
SKU
27930_651

ჩვენება: ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

დოპელჰერცი აქტივი A-Z

დეპო ტაბლეტები

ვიტამინების და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

• უზრუნველყოფს ორგანიზმში ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების ნელ და თანდათანობით გამოთავისუფლებას, რაც ხელს უწყობს უჯრედების მიერ მათ მაქსიმალურ ათვისებას

• ავსებს ვიტამინების და მინერალების დეფიციტს არასრულფასოვანი კვების, სტრესის, მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს

•ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ზრდის მაკროფაგების აქტივობას და მობილობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ ათვისებას.

თუთია - ხელს უშლის რინოვირუსების - მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებას. მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი D + K + რკინა - აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს აუტოიმუნური დაავადებების და ქრონიკული ანთების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ვიტამინი A + E + სელენი - იცავს კანს და ლორწოვან გარსს გამოშრობის და მაცერაციისგან, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას ავადმყოფობის შემდეგ.

ბიოტინი - ბევრ ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში, ის მნიშვნელოვანია ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების ნორმალური მეტაბოლიზმისთვის. ბიოტინი უზრუნველყოფს თმა, კანი, ფრჩხილის სიჯანსაღეს, აჩერებს თმის ცვენას, სიმტკიცეს უბრუნებს მტვრევად ფრჩხილებს, ამცირებს გამონაყარს. ბიოტინით მკურნალობა ეფექტურია ალოპეციის და დერმატიტების დროს.

იოდი - მნიშვნელოვანი მინერალია, მისი დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას, იმპოტენციას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებმა ყოველდღიურად 150-300 მკგ იოდი უნდა მიიღონ, კაცებმა 150 მკგ.

ჩვენება:

•ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

• მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

• გრიპი და გაციება

• იმუნიტეტის დაქვეითება

• ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი

• არაბალანსირებული კვება

• ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი

• ხანდაზმული ასაკი

• ფსიქო-ემოციური სტრესი

• მალნუტრიცია

შემადგენლობა:

27 სხვადასხვა ვიტამინის და მინერალის კომპლექსი, ერთი დეპო ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი A - 800 მკგ, კალციუმი - 120 მგ, ბიოტინი - 100 მკგ, მაგნეზია - 57 მგ, ვიტამინი B1 - 3,5 მგ, ვიტამინი B2 - 4 მგ, ნიაცინი - 18 მგ, ვიტამინი B6 - 5 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, ვიტამინი C - 150 მგ, ვიტამინი D - 5 მკგ, ვიტამინი E - 24 მგ, ვიტამინი K - 20 მკგ, პანტოთენის მჟავა - 12 მგ, ქლორიდი - 0,9 მგ, ქრომი - 25 მკგ, რკინა - 2,1 მგ, იოდი - 100 მკგ, კალიუმი - 10 მგ, მანგანუმი - 0,9 მგ, სპილენძი - 0,9 მგ, მოლიბდენი - 20 მკგ, ფოსფორი - 92 მგ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი - 0,1 მგ, სელენი - 10 მკგ, თუთია - 5 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში, არ დაღეჭოთ.

გამოშვების ფორმა:

№30 დეპო ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი მულტივიტამინები 30 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy