პრე-ლარგოვიტი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 36,29 GEL რეგულარული ფასი 50,40 GEL
მარაგშია
SKU
30700_2583

ჩვენება:ორსულობისათვის მზადების პერიოდი ორსულთა ტოქსიკოზის პრევენცია და მკურნალობა

შემადგენლობა

ბეტა კაროტინი 2,4 მგ 
ვიტამინი C 120 მგ 
ვიტამინი D 400 ერთ 
ვიტამინი E 30 ერთ 
ვიტამინი B1 1,8 მგ 
ვიტამინი B2 1,7 მგ
ვიტამინი B6 2,6 მგ 
ვიტამინი B12 8 მკგ 
ნიაცინი 20 მგ 
ფოლიუმის მჟავა 800 მკგ 
კალციუმი 200 მგ 
რკინა 28 მგ
თუთია 25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრელარგოვიტი შექმნილია კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ორსულობამდე, მთელი ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
ბეტა კაროტინი – აუცილებელია თვალის ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის - როდოპსინის სინთეზისათვის, ნაყოფის ზრდისათვის.
C ვიტამინი – უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, მონაწილებას ღებულობს ხრტილების, ძვლების, კბილების ფორმირებაში. მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის. D ვიტამინი – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, მონაწილეობს ნაყოფის ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესში.
E ვიტამინი დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაზე. 
B1, B2, B6, B12 ვიტამინები – მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწლოვან ცვლაში, ნეირომედიატორების სინთეზში, უჯრედოვანი სუნთქვითი პროცესებში. მოქმედებს სისხლში ჰომოცისტეინის დონის ნორმალიზაციაზე. B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის, მიელინის სინთეზისთვის.
ნიაცინი – აუმჯობესებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, სისხლის მიმოქცევას. ფოლიუმის მჟავა – მონაწილეობას ღებულობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ახდენს ნერვული ღეროს განვითარების მანკების პრევენციას.
რკინა – მონაწილეობს ერითროპოეზში, შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში. კალციუმი – აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ნერვული იმპულსების გადაცემის განხორციელებაში. 
თუთია აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, მოქმედებს სქესობრივი ჰორმონების სინთეზზე, აუმჯობესებს ინსულარული აპარატის ფუნქციურ მდგომარეობას, ამცირებს მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების საშიშროებას.

ჩვენებები
ორსულობისათვის მზადების პერიოდი 
ორსულთა ტოქსიკოზის პრევენცია და მკურნალობა 
ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა 
ჰიპოლაქტაციის პროფილაქტიკა

მიღების წესები და დოზები
1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის შემდეგ.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy