კოლილაქსი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

განსაკუთრებული ფასი 40,86 GEL რეგულარული ფასი 48,06 GEL
მარაგშია
SKU
89892_1477

ჩვენება: ყაბზობა, შებერილობა, წონის კლების პროგრამა, ორგანიზმის დეტოქსიკაცია.

ამვილაბი/კოლილაქსი

ნაწლავების გაწმენდა, დეტოქსიკაცია

ამვილაბის კოლილაქსი ნაწლავების გამწმენდი მცენარეული ფორმულაა, რომელიც შეიცავს მცენარეულ ნაკრებს და პრობიოტიკ Lactobacillus Acidophilus კუჭ-ნაწლავის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. კოლილაქსი ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას, უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აფერხებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას, ახდენს ნაწლავის პერისტალტიკის  ნორმალიზაციას და უზრუნველყოფს  რეგულარულ დეფეკაციას, ამცირებს  მეტეორიზმის მოვლენებს, წმენდს ნაწლავებს ტოქსინებისაგან, შლაკებისგან და მავნე მიკროორგანიზმებისგან, გააჩნია მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. 

ფსილიუმის  ბოჭკოები - ხსნადი ბოჭკოს წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, უზრუნველყოფს ნაწლავების გაწმენდას და დეტოქსიკაციას, იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უშლის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. ფსილიუმი იკავებს წყალს ნაწლავებიდან, რის შედეგადაც ხდება მისი გაჯირჯვება და რეგულირდება ნაწლავების პერისტალტიკა, ასევე ხელს უწყობს წონაში კლებას.

ბენტონიტის ფხვნილი მაღალი ადსორბციის უნარით გამოირჩევა და უძლიერესი დეტოქსიკანტია, რომელიც ახდენს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა ეგზო და ენდოგენური ტოქსიკური ნივთიერებების, ნაწლავშიდა აირების, მძიმე მეტალის მარილების, ალკალოიდების, გლიკოზიდების, ბაქტერიების, ვირუსების და მათი ტოქსინების, ნაღვლის მჟავების, კვებითი და ბაქტერიული ალერგენების, წამლისმიერი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ადსორბციას და კუჭ-ნაწლავიდან მათ გამოდევნას, შედეგად ამცირებს  სიმძიმის შეგრძნებას, შებერილობას და დისკომფორტს მუცლის არეში. არ ახდენს ორგანიზმისთვის საჭირო ელექტროლიტების და ვიტამინების ადსორბციას.  

შავი კაკლის ქერქის ფხვნილი - მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია, როგორიცაა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, იგი აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ნაწლავებიდან, გააჩნია ანთიჰელმინთური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ქლიავის ჩირის ფხვნილი - შეიცავს ყველა იმ კომპონენტს რომელიც აუცილებელია ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ნაწლავების პერისტალტიკას.

ალოე ვერას ფხვნილი -გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, მასში შემავალ პოლისაქარიდებს გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ მას ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ, იგი ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების უკეთესად შეწოვას და ტოქსინების გამოდევნას ნაწლავებიდან, ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას და აფერხებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, მას ასევე გააჩნია გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებით.

შვრიის ქერქის ბოჭკოები (ქატო) - ახდენს ნაწლავების დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს პერისტალტიკას, ქმნის სწრაფად დანაყრების შეგრძნებას და ხელს უწყობს წონაში კლებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, იგი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და სხვადასხვა მინერალებით.

სელის თესლის ფხვნილი - შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ბოჭკოს, წმენდს ნაწლავებს ტოქსინებისგან და პარაზიტებისგან, აღადგენს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს, ასევე აფერხებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას.

ვაშლის პექტინის ფხვნილი - შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას და აქვს გამოხატული დეტოქსიკაციური თვისებები.

Lactobacillus Acidophilus, ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას, აუმჯობესებს  საჭმლის მონელებას, აფერხებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას. 

გლუკომანანი - მცენარე კონჟაკის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებაა, რომელიც არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, აფერხებს ცხიმების შეწოვას, წმენდს ნაწლავებს შლაკების და ტოქსინებისგან, გააჩნია მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას, აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს, ამცირებს  ქოლესტერინის და გლუკოზის  დონეს სისხლში, არეგულირებს ინსულინის გამომუშავებას.

ჩვენება:

ყაბზობა, შებერილობა, წონის კლების პროგრამა, ორგანიზმის დეტოქსიკაცია 

შემადგენლობა:  

3 კაფსულა შეიცავს: მცენარეული ნაზავი  - 2250 მგ, რომლის შემადგენლობაში შედის ფსილიუმის ბოჭკოები, შვრიის ქერქის ბოჭკოები (ქატო), სელის თესლის ფხვნილი, შავი ქლიავის ფხვნილი, ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი ( 200:1), Lactobacillus Acidophilus (ლაქტობაქტერიები), ვაშლის პექტინის ფხვნილი, შავი კაკლის ქერქის ფხვნილი, გლუკომანანის ფხვნილი, ბენტონიტის ფხვნილი.  

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (ცხოველური), მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ბრინჯის ფქვილი.

დოზირება:

3 კაფსულა დღეში 200 მლ წყალთან ერთად. 

უკუჩვენება:

დიარეა, რექტალური სისხლდენა, გაუვალობა. არ გამოიყენება საფაღარათო საშუალებებთან ერთად, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში.

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა. 

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

ამვილაბის ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ :Amvilab - ამვილაბი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy