ImmuZinc - იმუცინკი სუსპენზია 100მლ

განსაკუთრებული ფასი 23,51 GEL რეგულარული ფასი 32,65 GEL
მარაგშია
SKU
48394_1862

ჩვენებები :

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები
  • ხშირად მოავადე ბავშვები
  • ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენიური სინდრომი ბავშვის დაცვა სეზონური ინფექციებისგან.

100მლ სუსპენზია
5 მლ (ერთი კოვზი) შეიცავს:
ვიტამინი C 50 მგ
ბეტა გლუკანი 10მგ
ვიტამინი E 5 მგ
თუთია 3,5 მგ
სელენი 15 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, შაქრის სიროფი, გლიცეროლი, ფორთოხლის და მანგოს ბუნებრივი არომატი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: იმუცინკ იმუნ შედგება მაღალხარისხოვანი ნატურალური კომპონენტებისგან. აქვს იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური მოქმედება. ზრდის ვაქცინაციის და ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობას.


სამეცნიერო კვლევები ბეტა გლუკანზე დაიწყეს 1940 წლიდან. 1600 ზე მეტი კვლევა ადასტურებს მის უნიკალურ იმუნომოდულაციურ მოქმედებას.
ბეტა გლუკანის უპირატესობები:

  • ბუნებრივი იმუნომოდულატორი გვერდითი ეფექტების გარეშე
  • ყველაზე კარგად შესწავლილი საკვები დანამატი მსოფლიოში
  • ჰარვარდის, ნევადას და ოქსფორდის უნივერსიტეტებში ჩატარებული მრავალი კვლევით დადასტურდა უსაფრთხოება და იმუნომოდულაციური მოქმედება
  • FDA მიერ აღიარებულია უსაფრთხო საკვებ დანამატად
  • არ იწვევს ალერგიულ და აუტოიმუნურ რეაქციებს
  • ზრდის ვაქცინაციის და ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობას

ბეტა გლუკანი

  • არის ნატურალური პოლისაქარიდი, რომელიც მიღებულია საფუარისგან - Saccharomyces cerevisiae. ბეტა გლუკანი იწვევს მაკროფაგების და იმუნური სისტემის ძირითადი რგოლების აქტივაციას.
  • ბეტა გლუკანს შეუძლია გააძლიეროს ნორმალური იმუნური პასუხი, გაზარდოს სეკრეტორული იმუნოგლობულინი A-ს კონცენტრაცია ლორწოვან გარსებზე; აქვს ინფექციისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, რადიოპროტექტორული ეფექტი;


ვიტამინი C

  • ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას მავნე გარემო ფაქტორების, სტრესის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ.
  • ვიტამინი C უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ დაცვას, ,,ნატურალური კილერების” (NK) გააქტივებას, ლიმფოციტების პროლიფერაციას, ქემოტაქსისს


თუთია (Zn)
თუთიის დეფიციტის ხშირი გამოვლინებებია:

  • ხშირი ავადობა, ინფექციური გართულებები
  • ზრდაში ჩამორჩენა
  • დასწავლის პრობლემები
  • თმის ცვენა
  • ,,გაყინული“ კიდურები
  • ფრჩხილებზე თეთრი ლაქები
  • უმადობა

 

  • თუთიას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ცილების, ფერმენტების, ნუკლეინური მჟავების სინთეზში; გენეტიკური მასალის კოპირებაში უჯრედების გაყოფისა და ზრდის პერიოდში; ნერვული სისტემის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაში;
  • აუცილებელია იმუნური სისტემის აქტივაციისთვის
  • აუცილებელია ორგანიზმისთვის კანის, თმის, ფრჩხილების ნორმალური ზრდისთვის, ჭრილობების შეხორცებისთვის, სასქესო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის
  • ხელს უწყობს თავის ტვინის ნერვული უჯრედების ზრდასა და ფორმირებას, მეხსიერების გაუმჯობესებას

სელენი

  • შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. ცოცხალ ორგანიზმში არსებული ყველაზე ძლიერი და მთავარი ანტიოქსიდანტი ფერმენტი გლუტათიონპეროქსიდაზა სელენდამოკიდებულია.
  • სელენი შედის დეიონიდაზას შემადგენლობაში, რომელიც ააქტიურებს თიროქსინს
  • სელენი იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას
  • უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მომწამვლელი მეტალების გამოყოფას (კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია) რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს. სელენი გულის კუნთს იცავს ჟანგბადოვანი შიმშილისაგან
  • სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან


E ვიტამინი

  • ძლიერი ანტიოქსიდანტია
  • აუცილებელია ჯანმრთელი კანისა და მხედველობისთვის
  • ამაღლებს კაპილარების რეზისტენტობას
  • სელენი და ვიტამინი C არეგულირებს ვიტამინ E-ს შეწოვასა და ცვლას

ჩვენებები:

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები
  • ხშირად მოავადე ბავშვები
  • ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენიური სინდრომი

უკუჩვენებები: პრეპარატში არსებული კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.

მიღების წესი: 6 თვის ასაკიდან 5 მლ ერთხელ დღეში საკვებისგან დამოუკიდებლად.
დოზის გაორმაგება შესაძლებელია 8 წლის ასაკიდან - 10 მლ. დღეში ერთხელ.
გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ
შეფუთვის ფორმა
სუსპენზია, 100 მლ ბოთლში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია: IMUN UG(HRB 35243P) კომპანიისთვის. IMUN
მისამართი: Plantagenstrasse 30A, 14482 POTSDAM/GERMANY

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy