Amvilab - ამვილაბი მაგნიუმ B6

განსაკუთრებული ფასი 25,78 GEL რეგულარული ფასი 28,65 GEL
მარაგშია
SKU
65742_1477
ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ამვილაბი/მაგნიუმ B6

მაგნიუმი + ვიტამინი B6

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც შედის ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად. მაგნიუმი ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძრღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას. მაგნიუმი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს კალციუმის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, განაპირობებს კუნთების სათანადო მოდუნებას (ხსნის კუნთოვან სპაზმს), უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს და ინსომნიური (უძილობის) მდგომარეობის შემსუბუქებას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აუმჯობესებს უჯრედებში მის შეღწევას, მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში.

 

ჩვენებები:

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობ, როგორიცაა:

 

  • ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • კუნთების ტკივილი და სპაზმი
  • პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი
  • არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები
  • ნერვ-კუნთოვანი დარღვევები
  • შაკიკი
  • ასთენია
  • თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები
  • ორსულთა ტოქსიკოზი

შემადგენლობა: მაგნიუმი (მაგნიუმის ლაქტატი) - 470 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა

მიღება და დოზირება: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით

გამოშვების ფორმა: # 50 ტაბლეტი

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy