ომეგა-3 ლაიფი 1000მგ 30 კაფსულა
ომეგა 3 ლაიფი
სავაჭრო დასახელება: ომეგა 3 ლაიფი.
გამოშვების ფორმა: 1000 მგ გამჭვირვალე კაფსულები .N30 მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
ეიკოზაპენტანის ჟავა |
180 მგ |
დოკოზაჰექსანის მჟავა |
120 მგ |
ვიტამინი E |
5 მგ |
შემადგენლობა::
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ახდენს იმუნომასტიმულირებელ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას.
მჟავების აღნიშნული კომპლექსი ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.
ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, DHA ბადურის და თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტია. პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს და აგრეთვე, ბავშვებში ასთმის და ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.
E ვიტამინი განაპირობებს პრეპარატის ანტიოქსიდანტურ თვისებებს, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროდუქტების ჭარბი რაოდენობის დამაზიანებელი მოქმედებისაგან.
ჩვენებები:
-აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს;
-არეგულირებს გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;
-ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ წნევას;
-აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას;
-ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს;
-არეგულირებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში, აუჯობესებენ სისხლის ფორმულას და ეწინააღმდეგებიან თრომბების წარმოქმნას;
- ასტიმულირებს კანის ცხიმების წვას;
- აქვეითებს მადას,რაც ეხმარება ორგანიზმს ჭარბი წონისაგან გათავისუფლებაში;
- ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს;
- ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას ნახშირწყლების შეთვისების სიჩქარის შემცირებით, რათა არ მოხდეს სისხლში ჭარბი კონცენტრაციით ინსულინის გამოყოფა;
-აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მხედველობას;
-ახასიათებს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება;
-როგორც დამხმარე საშუალება ფართოდ გამოიყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულების, კანისა და ალერგიული დაავადებების მკურნალობისას;
-ხსნის უძილობას, მოუსვენრობას, დეპრესიასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა ლაქტაციის პერიოდი: გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: მოზრდილებში 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეფტოდ.
შენახვის წესი: ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას . 25 ºC ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: Life on Healthcare LTD
Is Online? | არა |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account